
…იმდღესვე ვიგრძენი, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა

ხელის თხოვნა

მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი 6 თვით ადრე დავიწყეთ. გვეხმარებოდნენ მშობლები, მეგობრები და დედმამიშვილები, მაგრამ ყველაფერი მაინც ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ვერც კი აღგიწერთ . უპირველეს ყოვლისა მენატრებოდა ჩემი ქმარი. ჩვენი ყოველი შეხვედრა იყო საქმესთან დაკავშირებით, სხვა ვერაფრისთვის ვიცლიდით, მხოლოდ ქორწილზე ვთათბირობდით, ან ქორწილის საქმეების მოსაგვარებლად დავდიოდით. სრული ქაოსი იყო. მქონდა განცდა საშინელი დროის უკმარისობის. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვერაფერს ვერ მოვუყრიდი ერთდროულად თავს, ან რაღაცას ვერ გავაკეთებდი. ქორწილის სამზადისი არის ერთდროულად ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე რთული პროცესი. თუმცა მთავარია თვითდაჯერებულობა და ყველაფერი ისე იდეალურად გამოდის, როგორც მე გამომივიდა.
კაბა
კაბას რაც შეეხება კმაყოფილი ვარ მსუბუქი ნათქვამია. იმაზე მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე სიტყვა კმაყოფილი აღწერს. კაბა ყოველთის წარმომედგინა ლამაზი, თეთრი, დიდი შლეიფით, პატარა ყვავილებიანი ხელებით და აუცილებლად ძალიან გაშლილი. კაბა პივრლად ინტერნეტში ვნახე, ისე მომეწონა, რომ ვთქვი: ეს კაბა უნდა ჩავიცვა, რომ ნდვილი დედოფალი ვიყო – მეთქი. კაბა უნიჭიერეს, გემოვნებიან და ძალიან მაგარ გოგოს anjelas ეკუთნოდა. როდესაც მივედი და კაბა მოვირგე, მივხდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს სწორ მისამართზე მოვედი, რისთვისაც ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ულამაზეს და უნიჭიერს ანჯელას, ესეთი შედევრის შექმნისთვის და ჩემი ულამაზსი ეტაპის უფრო მეტად გალაზებისთვის.
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი საერთოდ სასწაული იყო. ეს ყველაფერი მივანდე ბათუმში ნომერ პირველ სალონს და ოქროს გოგოებით აღჭურვილ byQeen-ს . ესენი არიან სასწაული გოგოები, რომლებიც თავდაუოზოგავად მუშაობენ და მათი ყველა დედოფალი არის ღვთის ქმნილება. სასწაულად ლამაზად გამიკეთეს მაკიაჟიც და თმაც. ყველაფერი იყო ხარისხიანი და ულამაზესი. თვალებს ვერ დავუჯერე, ისე კარგად იმუშავეს და შექმნეს შედევრი. სარკეში ვიყურებოდი და ვოცდეობდი, ისეთი ლამაზო იყო თმაც და მაკიაჟიც. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ოქროს გოგოებს, მართლაც რომ გამილამაზეს, გამისასწაულეს და გამიფერადეს უმნიშვნელოვანესი დღე. მადლობა ანა პატარაიას და ელე გაბაიძეს.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი გვყავდა ტარას ცეცხლაძე და მისი გუნდი. ჯერ ფოტოსესია გაიმართა სალონ byqeen-ში, შემდეგ კაბის სალონ angel-ში. ამის შემდეგ წავედით კორტებზე, სადაც მოვაწყვეთ ლამაზი ფოტოსესია.
რაც ყველაზე მეტად მინდოდა, ეს იყო ფოტოსესია საჯინიბოში ცხენებთან, მაგრამ სამწუხაროდ უამინდობის გამო არ გამომივიდა.
ლოკაცია
ფოტოსესიის შემდეგ წავედით ბენზეში, თამარის სახელობის ტაძარში, სადაც მამა ვახტანგმა დაგვწერა ჯვარი და ღვთის წინაშე შევდექით კანონიერი ცოლ-ქმარნი . ჯვრის წერიდან გამოსულნი კი გავემართეთ მწვანე კონცხზე, სადაც უნიჭიერესმა ია დიასამიძემ ლამაზად გაგიფორმა მწვანე კონცხის ხიდი და იქ გავმართეთ უალამაზესი ხელმოწერის ცერემონია.
ქორწილი
ქორწილის დღე სილამაზისა და კაბის სალონში დაიწყო. მომზადების შემდეგ სახლში გადავინაცვლეთ, სადაც ჩემი მეუღლე მოვიდა მაყართან ერთად. როდესაც ყველა სტუმარი მოგროვდა, მისაღებ ოთახში, მეუღლესთან მამამ მიმაცილა. ყოველივე ამის შემდეგ კი დავიწერეთ ჯვარი, მოვაწრეთ ხელი, გავაკეთეთ ფოტოსესია და მოვაწყვეთ საქორწილო ვახშამი სტუმრებისთვის.
ძალიან მინდოდა, რომ აქტიური დედოფალი ვყოფილიყავი და ჩემი ქორწილი მეთვითონვე წამეყვანა. ასეც იყო. გავერთეთ , პატარა ფლეშმობივით კონკურსიც ჩავატარეთ, სადაც გამარჯვებულს გადაეცა შამპანიური, რომელიც გაიხსნება მაშინ, როცა პატარა გვეყოლება. გამოგვივიდა ძალიან ლამაზი, მხიარული და დასამახსოვრებელი ქორწილი. ნამდვილად იყო ისეთი და იმაზე კარგი ვიდრე წარმომედგინა.
თაფლობის თვე
თაფლობის თვე გავატარეთ ალანიაში. ეს იყო ბედნიერების, სასწაულების და სიყვარულის 10 დღე. მე ვთვლი, რომ ახალდაქორწინებულები აუცილელად პირველი ერთი კვირა მაინც უნდა წავიდნენ სადმე. არ აქვს მნიშვნელობა ეს საზღვარგარეთი იქნება თუ საქართვრლო, მთავარია წავიდნენ სადმე მარტო, რადგან ეს აუცილებელია ახლადაქორწინებულთა ურთიერთობის უკეთ წაარმართვაში, გამარტივებასა და სიყვარულის უზომო გამომჟღავნებაში. დავბრუნდით, მაგრამ გული იქ დავტოვეთ ( ვხუმრობ, რა თქმაუ ნდა, საქართველოს არაფერი სჯობია). ძალიან კარგი, ძალიან მაგარი და ძალიან რომანტიკული მოგზაურობა გამოგვივიდა.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ ყველა დეტალი დროულად გათვალონ, არაფერზე არ თქვან: ამას რა უნდა, მერეც გავაკეებ-ო, პატრა წვრილმანებს უფო მეტი დრო მიაქვს. ყვრლაფერი გააკეთონ თავის დროზე , იყვნენ თვითდაჯერებულნი და ყველაფერი იმაზე კარგი იქნება, ვიდრე წარმოუდგენიათ. დიდი მნიშვნელობა აქვს კაბას , სალონს და ფოტოგრაფს, რაც პირველ რიგში უნდა მოაგვარონ. და ბოლოს: ბევრს ინერვიულებთ, იქნებით აფორიაქებულები, გექნებათ დროის უკმარისობა, საქმროს მონატრება , უზომო გადაღლილობა, მაგრამ დამიჯერეთ, საბოლოო ჯამში ისეთი ბედნიერები იქნებით, იტყვით, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა .