TOP

ზამთარი, გუდაური, გართობა და მოულოდნელი ნიშნობა

IMG_9542
ქორწილამდე
IMG_0425ერთმანეთი  სადაზღვევო კომპანია “Kopenbur”-ში გავიცანით. ერთ  დეპარტამენტში ვმუშაობდით. უნივერსიტეტში ამ პერიოდში აკადემიური მქონდა აღებული… გარკვეული დროის შემდეგ, სწავლის გაგრძელების მიზნით წამოვედი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. სამი წლის შემდეგ უკვე ბაჩომ ხელი მთხოვა…
ხელის თხოვნა
 
ხელის თხოვნა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო. ძველით ახალ წელს გუდაურში შევხვდით ბავშვები. მუსიკა ძალიან მაღალ ხმაზე იყო აწეული, ვცეკვავდით და ვერთობოდით, როდესაც ბაჩომ დაიწყო ლაპარაკი სიყვარულზე და ოჯახზე… რამდენიმე წუთში ამოიღო ბეჭედი და მთხოვა ხელი. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ საკმაოდ დიდი ხანი ხმას ვერ ვიღებდი და ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, სანამ ბეჭედი თითზე არ გამიკეთა. საკმაოდ დიდი ხანი ვტიროდი პოზიტიური ემოციებისგან. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. თურმე დიდი ხანი გეგმავდა და ელოდებოდა შესაფერის მომენტს. მართლაც რომ საუკეთესო დღე, დრო და ადგილი აარჩია!
მზადება ქორწილისთვს
 
მზადება ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და სტრესთან დაკავშირებული იყო. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვედგა გვერდში: ოჯახის წევრები, მეგობრები და ასევე ივენთის ორგანიზატორი ლევან მდინარაძე და მისი გუნდი(Rembow Events), მაინც არ ვაძლევდით ჩვენ თავს მოდუნების საშუალებას და ყველა დეტალში ბოლომდე ვიყავით ჩართულები. რა თქმა უნდა, მათ გარეშე ამდენი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭირდებოდა და ქორწილიც ესეთი იდეალური ვერ იქნებოდა. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მთელი გულით ჩართული იყო ჩვენი ქორწილის დაგეგმვის პროცესსში, უღრმესი მადლობა “Flovers27”, რომ ესე იზრუნა ჩვენი ქორწილის გაფორმებაზე, განწყობის შექმნაზე. საოცრად გემოვნებიანი, განსხვავებული, გამორჩეული ხედვა აქვთ. ასევე მადლობა მათ ვინც გვიძლებდა მთელი ამ რთული და ამავდროულად სასიამოვნო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 5 თვე გრძელდებოდა:)
კაბა
კაბას რაც შეეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბოლომდე ვენდე ჯაბა დიასამიძეს. ჯაბა არის უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც ზუსტად ხვდება, ტიპაჟის და ვიზუალიდან გამომდინარე, ვის როგორი კაბა მოუხდება და როგორ კაბაში იქნება კომფორტულად. კაბამ ჩემთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
 IMG_1037
თმა და მაკიაჟი
 
მაკიაჟი და თმა გავიკეთე სალონ “le soleil”-ში ეკატერინე ჩანჩიბაძესთან(ჩანჩიკა). ვინაიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატვირთული მაკიაჟი, ასევე ვარცხნილობა ჩემთვის უცხოა, ქორწილშიც გადავწყვიტე მაქსიმალურად ბუნებრივი და სადა ვყოფილიყავი. მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვიყავი ამ ადამიანის პროფესიონალიზმში. იმაზე უკეთესად აღიქვა რა მინდოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. პროფესიონალის გარდა ისეთი ადამიანია, რომ ჩემი დილა დაიწყო ყველაზე პოზიტიურად და მხიარულად. დილის დაწყება კარგი განწყობით ვფიქრობ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე, თუ როგორ გამოიყურები საბოლოო ჯამში!
 IMG_1931
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
 
ქორწილის დღე განსაკუთრებულია!გარდა იმისა, რომ ყველას სურს ამ ერთმა საოცარმა დღემ იდეალურად ჩაიაროს, ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს დღე ისტორიას სრულფასოვნად დარჩენოდა კადრებით. ისევე ამომწურავად გვინდოდა ამ დღის აღქმა მთელი ცხოვრება, როგორც 3 ივნისს აღვიქვით. ფოტოები გადაგვიღო დიტო თედიაშვილმა, ვიდეო კი “MGI memories”. სიტყვებით ვერ აღვწერ ალბათ ისე დამიდგა გვერდში ორივე გუნდი. სერვისის იდეალზე მქონდა წარმოდგენა აქამდე, მაგრამ მათ ეს ჩემი წარმოდგენა ერთ დღეში შეცვალეს. ძალიან გამიმართლა გუნდში, პირველ რიგში აღმოჩნდნენ ადამიანები, მეგობრები და შემდეგ თავისი საქმის პროფესიონალები, რაც ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს. უკეთეს გუნდს ამ გადმოსახედიდანაც კი ვერ ავირჩევდი!
ფოტოსესია, როგორც ასეთი იყო ძალიან სახალისო, რადგან აღმოვჩნდით კაფე “აკადემიაში”, რომლის თავზეც მომას მუზეუმი იყო. ჩვენი ქორწილის დღეს ცუდი ამინდი იყო გამოცხდებული. ყველას გვეგონა, რომ იწვიმებდა და აქედან გამომდინარე არაფერი დაგვიგეგმავს წინასწარ. მზე გამოვიდა ისეთი ყველა გაოგნებული დავრჩით და ჯვრისწერიდან ახლო ტერიტორიაზე გადავინაცვლეთ, ძალიან ბევრნი ვიყავით. ნაწილი ქვემოთ აღნიშნავდა ამ ბედნიერ დღეს შამპანიურებით, ნაწილი ზემოთ ვიღებდით სურათებს. დაუვიწყარი დრო ვატარეთ ამ სივრცეშიც და რაც მთავარია ამინდი განწყობის შექმნაში კიდევ უფრო დაგვეხმარა:)
ქორწილი
ქორწილის დღე იყო საოცარი ჩვენთვის. ყველაფერი სინთეზში იყო: გაფორმება, გართობა, ქორწილის მსვლელობის სწორი დაგეგმვა. რაც მთავარია, ყველა ასაკის ადამიანი თანაბრად გაერთო ჩვენს ქორწილში, ყველა ფეხზე იდგა და მომენტით ტკბებოდა. მე და ბაჩომ ბოლომდე შევირგეთ ჩვენი დღე და დაძაბულობის გარეშე, უდარდელად, რიგითი სტუმრებივით სასწაული დრო ვატარეთ! დიდი მადლობა ასევე ქართულ ანსაბლ “შვიდკაცას”, დათო გომართელს, “goofy land”-ს, ნიკოლშოუს, კიდევ ერთხელ ლევან მდინარაძეს(rembo), ჩემს მეჯვარეებს, მეგობრებს და რა თქმა უნდა ჩვენს ოჯახის წევრებს, ესეთი დღისთვის!
საქორწინო მოგზაურობა
 
საქორწინო მოგზაურობა დაგეგმილი არ გვქონდა, ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ აღმოვჩნდით ესპანეთში, ხოლო შემდეგ იტალიაში. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ხელის თხოვნიდან დაწყებული, ქორწილით გაგრძელებული და საქორწინო მოგზაურობით დამთავრებული, სულ მემახსოვრება ყველა დეტალი და გახსენების დროს ზუსტად იგივე ემოციებით ავივსები სულ!
IMG_7787 IMG_9336
რჩევა მომავალ პატარძლებს
 
მომავალ წყვილებს ვურჩევდი, რომ ნორმის ფარგლებში ეკონომია არაფერზე გააკეთონ, რადგან ეს დღე ერთია და განუმეორებელი. ვერცერთი დღე ამ დღის ემოციას ვერ შეედრება, რადგან ეს დღე საწყისია სხვა დანარჩენი “ბედნიერებების”, რომელიც აღარ დაბრუნდება და ამიტომ მაქსიმალურად მოინდომეთ მთელი გულით, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც თქვენ გსურთ. ბოლომდე ჩაერთეთ და მაქსიმალურად ადრე დაიწყეთ დაგეგმვა. ჯობია თავიდან იყოთ სტრესში და ქორწილამდე მოასწროთ დასვენება, მოდუნება, ვიდრე პირიქით!:)
 IMG_9512
 IMG_9526

კომენტარები