
გვანცა და რეზი – ბედნიერი სიყვარულის ისტორია
მე და რეზი ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ჩვენი ისტორიაც სწორედ სკოლიდან იწყება. ძალიან პატარები ვიყავით, როცა რეზიმ შემთხვევით ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მნახა და მომწერა. მაშინ ჯერ არც იცოდა, რომ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მერე საერთო ნაცნობებოც აღმოაჩინა და ყველა ღონე იხმარა, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. თუმცა მაშინ ჩემი ბიჭი არ მომეწონა, პუტკუნაათქო დავიწუნე და არც ვაქცევდი ყურადღებას. რეზი არც მაშინ გაჩერებულა. მე-6 კლასიდან მოყოლებული, ვერ ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ვერცერთ ეტაპს, როცა ჩემ ცხოვრებაში არ ჩანდა და თავის მოწონებას არ ცდილობდა. ამდენწლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ჩემი გული სამუდამოდ დაიპყრო.
ხელის თხოვნა
23 ივლისს გადავწყვიტეთ ჯვარი ჩუმად დაგვეწერა, ზემო ბეთლემის ეკლესიაში. ტაძარში შესვლამდე კი მოულოდნად რეზიმ დამიჩოქა და ხელი მთხოვა. პასუხიც, რაღა თქმა უნდა, დადებითი იყო, ჩვენ ხომ ეკლესიის წინ ვიდექით და ჯვრის დაწერას ვაპირებდით.
მზადება ქორწილისთვის
გამომდინარე იქიდან, რომ ქორწილი 14 ოქტომბერს გვქონდა, დრო მოსამზადებლად ბევრი არ გვქონია. თუმცა როგორც გოგოების უმეტესობას, მეც მქონდა წარმოდგენები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ქორწილი, ამიტომ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, არც ქორწილის დიზაინზე და არც საქორწილო კაბაზე. საქმეს ისიც მიმარტივებდა, რომ მთელი ოჯახი ჩართული იყო საქორწილო სამზადისში. დაქალებშიც გამიმართლა, არც ისინი მაძლევნენ მოდუნების საშუალებას და ბევრ რამეში დამეხმარნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი სამეგობრო და სანათესაო ორგანიზებულად იყვნენ ჩართული ჩემი ქორწილის სამზადისში, რაც ნერვიულობის არც დროს და არც მიზეზს არ მიტოვებდა.
კაბა
კაბა ეს ის თემაა, რაც ყველაზე მეტად გვანერვიულებს პატარძლებს. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორი კაბა მინდოდა და სად უნდა შემეკერა. ვიცოდი რომ ტანზე მომდგარი სტილი არ უნდა ყოფილიყო , რადგან არ მომიხდებოდა. ორი კაბის დიზაინი გავერთიანე და ჩემი იდეებიც დავუმატე. ზედმეტად გადატვირთული და ძალიან გრძელი კაბა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე კაბის ზედა მხარეზე გამემახვილებინა ყურადღება, ხოლო ქვედა ნაწილი სადა ყოფილიყო. მისი შეკერვა მარიგოლდს მივანდე, საოცარი სპეციალისტები არიან, ყველანაირ კომფორტს გიქმნიან და ყველა შენს სურვილს ასრულებენ. კაბის ყველა მოსინჯვაზე ვრწმუნდებოდი, რომ ის გამოდიოდა რაც მინდოდა.
თმა და მაკიაჟი
ოოოო მაკიაჟიიი … მაკიაჟი beauty academy_ში ანი ბერიძეს მივანდე და არცერთი წამით არ ვინანებ ამ გადაწყვეტილებას. მის გარდა ვერც ვერავის მივანდობდი ჩემ თავს ამ დღეს. მისი ქებით არ დავიღლები იმდენი შემიძლია ვილაპარაკო. საოცარი გოგოა! სიტყვები არ მყოფნის რომ ავღწერო იმ დღეს რა ჩაიდინა. ჩემ თავს ვუყურებდი სარკეში და არ მჯეროდა, რომ მე ვიყავი. ერთი სიტყვით ანი ნამდვილი ჯადოქარია. ვარცხნილობა სილამაზის სალონ ,,APRIOR”_ში გავიკეთე, სოფოსთან.
ლოკაცია
რადგან ჯვარი უკვე დაწერილი გვქონდ,ა არ მინდოდა ხელის მოწერას ბანალურად ჩაევლო. მინდოდა რაღაც ზღაპრული ყოფილიყო. ამიტომ ჩემი ქორწილის ორგანიზება Wedding Club Alexandria_ს მივანდე, მერი მგელაძე საოცრებებს ქმნის და გაუჩენელს გაუჩენს პატარძლებს. ყველა სურვილი ამიხდინა ქორწილზე, რაც კი ვისურვე. ეს ადამიანი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და მადლობა მას ჩემი ოცნების ქორწილისთვის. ხელის მოწერის ადგილად ლისის ტბა ავარჩიეთ, ხოლო თემად – პეპლები. ყვავილების გოგონებსაც პეპლის ფრთები გავუკეთეთ. მოსაწვევებიც პეპლის თემაში იყო. ხელის მოწერის ცერემონიალზე ბანერიც კი გვედგა პეპლის ფრთების, რის გაკეთებაზეც ძალიან ვიწვალეთ, რადგან სირთულის გამო არცერთი სარეკლამო კომპანია მის გაკეთებას არ გვთანხმდებოდა. მხოლოდ ერთადერთმა, ADSS PRINT_მა შეძლო ეს. ხელის მოწერის ცერემონიალს კი ნინო ქათამაძის – ,,ქუჩაში ერთხელ” გვილამაზებდა, ამას გარკვეული დატვირთვაც ჰქონდა, ჩემი და რეზის საყვარელი სიმღერაა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი ალექს აფციაური იყო. ეს ადამიანი გასაოცარი და უსაყვარლესი პიროვნებაა. მისი ნამუშევრები ვთვლი, რომ ყველა პატარძალს უნდა ჰქონდეს. საოცარი ფოტოები გადაიღო, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ფოტოსესია სასტუმრო მუზეუმში დავიწყეთ და ლისის ტბაზე გავაგრძელეთ.
ქორწილი
ეს ნამდვილად იყო ჩემი ოცნების ქორწილი. თავი ზღაპარში მეგონა და მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. არცერთ დეტალს არ ვნანობ ხვალ რომ მქონდეს ქორწილი არაფერს შევცვლიდი ის იყო რაც მე მთელი გულით მინდოდა.
საქორწილო მოგზაურობა
მე და რეზის გარკვეული მიზეზების გამო თაფლობის თვე არ გვქონია, რადგან ჯვრისწერა უცებ დავგეგმეთ და მოგზაურობაზე ფიქრი ვერც მოვასწარით. ხოლო ქორწილში უკვე პატარას ველოდებოდით და ჩემთვის ფრენა არ შეიძლებოდა, თუმცა როცა დაიბადება მერე აუცილებლად მოვიწყობთ დაგვიანებულ თაფლობის თვეს.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ თავიანთი ქორწილის ორგანიზებაში მაქსიმალურად ჩაერთონ, ყველა დეტალში ჩაერიონ და ქორწილის დღეს არ ინერვიულონ რადგან ეს ფოტოებშიც და ვიდეოშიც აისახება.