TOP

გაცნობიდან 5 დღეში

IMG_2572

აჩომ და ანიმ 3 წლის წინ, სრულიად მოულოდნელად და ძალიან უცნაურ ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი. გაცნობიდან 5 დღეში  პირველი პაემანი შედგა, 3 თვეში კი მათი  ურთიერთობა ორმხრივ სიყვარულში გადაიზარდა.  სულ ახლახანს მათი სიყვარული ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა, რომლის დეტალებზეც ანი გვიამბობს:


ქორწილამდე

10168035_866792503346682_2325637729577012696_nერთმანეთი ძალიან უცნაურად გავიცანით, იმდენად უცნაურად, რომ ბევრი ვერც კი იჯერებდა ჩვენი ურთიერთობის სამომავლო განვითარებას. 2013 წლის 27 აპრილს შევხვდით ერთმანეთს, მე ახალგაზრდულ აქტივობაზე ვიყავი იმ უნივერსიტეტში, სადაც აჩო სტუდენტი იყო. ასე უბრალოდ დამინახა, მოვეწონე, ბევრიც მეძება და ბოლოს უნივერსიტეტის ერთ-ერთ გასასვლელში გამომიჭირა და სახელი მკითხა, მცირე საუბრის მერე დავშორდით ერთმანეთს. სულ რამდენიმე დღე ვისაუბრეთ სოციალურ ქსელში. 3 მაისს შევხვდით ერთმანეთს და ამ დღესვე ვთქვით, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყო- გაცნობიდან 5 დღეში.  მე დიდი ხანი დამჭირდა სიყვარული მეღიარებინა, ზუსტად ამ დღიდან 3 თვეში- 3 აგვისტოს ჩვენი ურთიერთობას ორმხრივი სიყვარული დაერქვა და მას მერე ასე ვართ. ჩვენთვის რიცხვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ციფრი სამიც სიმბოლოა ჩვენი ურთიერთობის, ყოველი თვის სამიანს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, ასე, რომ ურთიერთობის დაწყებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 2016 წლის 3 მაისს დავინიშნეთ.

13177602_1384766138215980_6645401688480387646_nხელის თხოვნა

აჩომ ჩემი ხელი მამაჩემს სთხოვა. ჩემთვის სიუპრიზი იყო თარიღიც და ცერემონიალის ადგილიც. ნიშნობა ძველ მეტეხში, დიდ წრეში გავაკეთეთ, ოჯახებით. მეცვა პატარა თეთრი კაბა. ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა,  ზოგს ქორწილიც კი ეგონა. ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიშნობის დაგეგმვა და ასევე გირჩევთ ნიშნობასა და ქორწილს შორს იყოს საკმარისი დრო, რაც გეყოფათ ქორწილის სრული ორგანიზებისთვის.

 ქორწილის სამზადისი

ნიშნობის შემდეგ დაიწყო ქორწილის სამზადისი. მთელი ზაფხული გავატარე იმაზე ფიქრში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი  საოცნებო დღე. ვინაიდან დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ბევრ და პატარა წვრილმანზე მიწევდა ფიქრი, რაზეც ჩემი გოგოები მეხმარებოდნენ და უამრავ რჩევას მაძლევდნენ.  ქორწილის გაფორმება  ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, რომ იგი ძალიან მოქმედებს  დამსწრე საზოგადოებისა და პატარძლის განწყობაზე.  დიზაინერ მაიკო შახნაზაროვას რჩევით ავირჩიე კრემისფერ-ბორდოსფერი პიონები და თეთრი შანდლები, რამაც ულამაზესი გარემო შექმნა. სწორედ ისეთი იყო, როგორზეც ვოცნებობდი. ქორწილის თარიღი გადავწყვიტეთ, რომ ასევე სიმბოლური ყოფილიყო- 27 ოქტომბერი, რაც ემთხვეოდა ჩვენი გაცნობის რიცხვს.

თმა და მაკიაჟი

მაკიაჟი  არაყიშვილის 8ა-ში გავიკეთე, ხოლო   თმა- Uptown Salon-ში.  შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

თაიგული

მის დიზაინზე ზრუნვა  Wingsflowers-ს მივანდე, რომელმაც  ნაზი, ძალიან ლამაზი და კაბის შესაბამისი თაიგული გამიკეთა.

IMG_2317 ლოკაცია

ძალიან მინდოდა ჯვრისწერა ქალაქგარეთ ყოფილიყო, ამიტომ სვეტიცხოველი ავარჩიეთ.  ხელიც მცხეთაში მოვაწერეთ, ხოლო უშუალოდ ქორწილი, რესტორან “ბარაკონში” გავმართეთ.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩემთვის ფოტოები ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ხანი ვფიქრობდი ვის უნდა გადაეღო ეს დღე, მინდოდა ძალიან სახასიათო და ემოციური კადრები დამრჩენოდა. ამიტომ შევარჩიე NUKRI PHOTOGRAHY. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ფოტოებზე მე ვარ. ვგიჟდები ჩემი ქორწილის ფოტოებზე და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე.

რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ეს საქმე  ირაკლი ღლონტს მივანდე (Global Films Production). დღეში რამდენიმეჯერ ვუყურებ ვიდეოს და არასდროს მბეზრდება. პირველ რიგში, რაშიც გამიმართლა ქორწილის დღეს- ეს არის ფოტოები და ვიდეო! ამას არაერთი ადამიანი მეუბნება. სასწაული კადრები დამრჩა და რაც მომავალი პატარძლებისთვის მიმზიდველი იქნებოდა- მასალა მივიღე რამდენიმე დღეში, არ მომიწია თვეობით ლოდინი. ქორწილის პრომო

ქორწილი

ამ დღის ერთი სიტყვით დახასიათებაა შესაძლებელი – ზღაპრული!

ქორწილის წინა დღეებში ერთადერთი რაც მანერვიულებდა, იყო ამინდი, მაგრამ გაგვიმართლა და ესეც ფანტასტიური აღმოჩნდა ჩემს საოცნებო დღეს.

ჩემი  დაჟინებული თხოვნით ავიხდინე ბავშვობის ოცნება და ჩემმა მომავალმა მეუღლემ პირველად საკურთხეველთან მნახა.  ვფიქრობ, ამით იყო და არის განსაკუთრებული ჩვენი ქორწილი და ვისურვებდი ეს პატარა ტრადიცია სხვა ქორწილებშიც მენახა. მინდოდა, რომ კაბა ყოფილიყო განსაკუთრებულად ელეგანტური და ზღაპრული,  ვფიქრობ, ასეც გამოვიდა.   ქორწილის თემატიკა იყო ოქროსფერი, რაც ძალიან მოუხდა შემოდგომას. მოსაწვევები, მეჯვარეების კაბები, შანდლები, ტორტი – ყველაფერი ოქროსფერ ტონალობაში.

ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი! ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა! ახალგაზრდული, მხიარული, ემოციებით აღსავსე. ყველა გაერთო და ვფიქრობ, ჩემი დღე მათი დახმარებით იყო ასეთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი.

რჩევა მომავალ პატარძლებს

უამრავი რჩევა მაქვს. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მომავალ პატარძლებს, რადგან  ვიცი, თუ რამდენი საფიქრალია და რამდენად საჭიროა რჩევა. მზად ვიქნები დაინტერესების შემთხვევაში ყველა კითხვას ვუპასუხო.

პირველ რიგში, გირჩევთ, შეარჩიოთ ქორწილის საერთო თემატური ფერი, ძალიან მომგებიანია და ვფიქრობ, ცერემონიალი სისრულეში მოჰყავს. არც ერთ პატარძალს არ უნდა დაავიწყდეს ბიუჯეტში გაითვალისწინოს დიზაინი, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი უპირველესი რჩევა. არ იფიქროთ, რომ მოსაწვევი ზედმეტია, ეს არის ძალიან ფორმალური და აუცილებელი დეტალი ქორწილისთვის. გირჩევთ ქორწილში იყოს მხოლოდ ის წრე, რომელთანაც ამ საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ. არ დაზოგოთ თანხა თმასა და მაკიაჟზე და საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ, შეხვდით მომავალ ქმარს საკურთხეველთან-ძალიან ლამაზი და ემოციური მომენტია, არ უნდა გამოტოვოთ.

IMG_1881

14955975_1586209118071680_2944728593868107587_n
IMG_2772

IMG_2465

IMG_2430

IMG_2344 (1)

IMG_2398

IMG_2353

IMG_2367

IMG_2422

 

 

კომენტარები