TOP

ბუშტებისა და ვარდების თაიგულში ჩამალული სიურპრიზი

17361517_1716093655083708_4658050353353009758_n

ქორწილამდე

15665553_1613804498645958_7932452215763913681_nკონკრეტულად გაცნობის თარიღი არ შემიძლია დავასახელო , თუმცა ყველაფერი დაიწყო იმით რომ ქუჩაში ერთხელ, სრულიად შემთხვევით დამინახა ჩემმა მეუღლემ, რაც მოგვიანებით გავიგე, უკვე ურთიერთობის შემდგომ ეტაპებზე. სწორედ ამ შემთხვევითობის შემდეგ იყო უამრავი ზარები , ესემესები და სიურპრიზები. თებერვლის თვე იყო, უნივერსიტეტიდან არდადეგები მქონდა და მეც ჩემ მეგობრებთან ერთად ყოველ საღამოს აღვნიშნავდი დასვენების დღეებს, დათოც ისე ახერხებდა, რომ სადაც ვიყავით სწორედ იმ ადგილას  ტრიალებდა. უკვე მისი ზედმეტი ყურადღება ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შევხვედროდი და ყველაფერი დამესრულებინა. თუმცა ჩემი ეს სურვილი პირველ შეხვედრის შემდეგ ცოტათი განელდა. საინტერესო მოსაუბრე და კარგი იუმორის მქონე ადამიანი აღმოჩნდა,  რამაც ბიძგი მისცა მთელ რიგ შეხვედრებს, რაც საბოლოოდ ულამაზეს სიყვარულში გადაიზარდა და შემდეგ ქორწილით დაგვირგვინდა.

ხელის თხოვნა

17888613_1740196346006772_824105800_nხელის თხოვნა ძალიან რომანტიულ გარემოში მოხდა, ჩემს დაბადების დღეზე.  მე და დათო ორივე ქუთაისიდან ვართ, მაგრამ გარკვეული დრო სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით. მე თბილისში ვიყავი სწავლის გამო, დათო -ქუთაისში.  ცალ-ცალკე ყოფნისას ჩვენი შეხვედრები შედარებით იშვიათი იყო, მაგრამ დათო მაინც ხშირად ჩამოდიოდა. მისი ერთ-ერთი ჩამოსვლა სწორედ ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა.  იმ წელს განსხვავებულად აღვნიშნე დაბადების დღე. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ძალიან რომანტიულ გარემოში. ულამაზესი საღამო გამოვიდა.  სწორედ ამ დღეს მთხოვა დათომ ხელი. მანქანაში ბუშტებისა და ვარდების თაიგულში ჩამალული ბრილიანტის ბეჭედი დამახვედრა და მთხოვა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი.

მზადება
ქორწილის სამზადისი არის ის, რაშიც საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა.  ხელის თხოვნის შემდეგ გავმართეთ ნიშნობა, ოჯახში დათო და დათოს მშობლები გვესტუმრნენ, რომლებთან ერთადაც ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. იმ დღეს დავთქვით ქორწილის თარიღი, 11 თებერვალი.  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ვინც  იცის, ალბათ ყველა მიხვდება, რა დატვირთულ რეჟიმში მიწევდა გამოცდებისთვის მზადება, 7 თებერვალს მქონდა ბოლო გამოცდა და შესაბამისად, ამ დრომდე ვერანაირ მზადებაში ვერ მივიღე მონაწილეობა.  ყველაფერი ჩემმა მეუღლემ უზრუნველყო: რესტორანი, დიზაინერი, მოგზაურობა. ერთადერთი, რაც მე მევალებოდა, იყო საქორწილო კაბა.
კაბა
ქორწილში მარიონელას ულამაზესი კაბა მეცვა.  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.   მათ შეძლეს და თავიანთი ნამუშევრით  გაოცებული დატოვეს რთულად მოსახიბლი პუბლიკა. მართლაც არაჩვეულებრივი კაბა იყო. ყველა დეტალი ულამაზესი იყო.
17457665_1716088485084225_2440802151114158932_n
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნა სალონმა “საკურამ” ვიზაჟისტმა სოფო ნიჟარაძემ და სტილისტმა რუსო თუთბერიძემ. ნამდვილი პროფესიონალები არიან,  სწორედ ის იყო, რაც მინდოდა.
17362557_1713571015335972_3881712314797363131_n
ტორტი
ულამაზესი ტორტი გვქონდა ქორწილში, რომელიც საკონდიტრო “ჩერიმ” გაგვიკეთა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ მაკა დარახველიძეს, რომელმაც ნამდვილი შედევრი შექმნა.
17918809_1743796558980084_900803469_n
ლოკაცია
ძალიან გვინდოდა ჯვრისწერა რაჭაში, ნიკორწმინდაში გვქონოდა, მაგრამ ამინდის გამო ეს შეუძლებელი გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოწამეთაში დაგვეწერა ჯვარი.  ხელმოწერა რესტორნის ეზოში გვქონდა, რომლის მორთულობაზეც დიზაინერებმა იზრუნეს. ქორწილი კი რესტორან ასტორიაში გადავიხადეთ.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი გვყავდა გიორგი თოდუა, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადაგვიღო. ფოტოსესია გვქონდა ყველგან, სადაც მოვასწარით: მოწამეთაში, წყალტობუში, მარიონელას სალონში. ამინდსი გამო ძირითადად დახურულ სივრცეში გვქონდა გადაღება, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგი ფოტოები გამოგვივიდა.
ქორწილი
ქორწილის დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, მოწვეული გვყავდა ბენდი “მუზეუმი”, რომელმაც ნამდვილი შოუ მოგვიწყო. უღრმესი მადლობა დიზაინერ მეგი ნიჟარაძეს, ანი ომიაძესა და მარიამ კოპალეიშვილს, რომლებმაც გაალამაზეს ჩემი ბედნიერების დღე. ყველა დეტალს ეტყობოდა, რომ ნაფიქრი და გათვლილი იყო. ერთი ის იყო, რომ ძალიან დავიღალე  ნერვიულობით, ვინაიდან ვღელავდი როგორ ჩაივლიდა დღე,  მეშინოდა გაუთვლისწინებელი შემთხვევა არ მომხდარიყო, მაგრამ ღვთის წყალობთ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ყველა ძალიან კმაყოფილი დავრჩით.
საქორწილო მოგზაურობა
თაფლობის თვის  ეგვიპტეში გავატარეთ, 7 დაუვიწყრალი დღე შარმ ელ შეიხში, სადანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.
16830832_1679029498790124_1952075856063855820_n 17021837_1690362924323448_1790503630943132475_n 16864050_1679859662040441_5590305699366254209_n
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და მაქსიმალურად გაერთონ ქორწილში.  აუცილებლად წავიდნენ სამოგზაუროდ. აუცილებელი არაა ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდეს,  საქართველოს ულამაზეს ბუნებაშიც შეიძლება დაუვიწყარი თაფლობის თვის მოწყობა.
17426072_1713578302001910_6923130053352199978_n
17458128_1714963435196730_8762856319793030749_n 17499078_1727899160569824_1371440768694482895_n (1) 17425985_1714963448530062_6012676909974701443_n 17424740_1711293995563674_6822169006807210685_n 17424659_1711619272197813_6281763587929865218_n 17424903_1718348211524919_4322187155498019854_n 17352175_1711287648897642_3572578110534397550_n 17264876_1712246468801760_4118094305122645731_n 17264261_1717956864897387_30909957526921196_n 17264213_1710780918948315_2265008804583068691_n 17458282_1719005184792555_9117186115203729612_n 17362390_1710769748949432_3836137817847781281_n 17361923_1711543768872030_2425753662402642788_n 17361675_1713570468669360_2407751949533159051_n 17426273_1714963441863396_7181964777330972453_n 17361517_1716093655083708_4658050353353009758_n 17361623_1711621785530895_4759648593013186454_n 17352164_1713576288668778_5608003984449328183_n 17361987_1710776758948731_7206364456448929948_n 17362592_1711613912198349_8671030297662569594_n 17362734_1713554268670980_8143623421545670425_n 17353423_1711634982196242_5504197263820296153_n 17498781_1716127385080335_5124319110182304978_n 17362092_1710795712280169_2697008639657814446_n

 

კომენტარები