TOP

ამბავი სიყვარულის ქარიშხალისა

FS2T1466

ქორწილამდე

ჰჯფყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, ქარიშხალივით შევიჭერით ერთმანეთის ცხოვრებაში და ასევე განვითარდა ჩვენი ისტორია. ერთმანეთი ჩვენი მეგობრის ქორწილში 2016 წლის 11 ივნისს გავიცანით. თუმცა, ერთი ნახვით შეყვარება ნამდვილად არ ყოფილა. ორივე საკმაოდ რეალისტი ადამიანები ვართ, რომანტიკულობა კი უფრო მეტად ირაკლის ახასიათებს. გაცნობის შემდეგ სოციალურ ქსელებში დავმეგობრდით. პირველ თვეებში უფრო ნაკლები კონტაქტი გვქონდა. ურთიერთობისთვის გადამწყვეტი, ალბათ, ტრენინგზე შეხვედრა იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდული პროექტის ორგანიზატორი ვიყავი, როდესაც ირაკლი მოვიწვიე ტრენინგის ჩასატარებლად. პირველად სწორედ მაშინ შედგა ჩვენს შორის კომუნიკაცია. პირველი შეხვედრაც ამ პროექტს უკავშირდება, უნდოდა ჩემთვის რჩევები მოეცა (ვფიქრობ, რომ უფრო შეხვედრა სურდა, ვიდრე რჩევების მოცემა). მალევე მივხვდით, რომ ძალიან ბევრი იდენტური თვისება გვქონდა, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი გვყავს და სულ ყურადღების ცენტრში ვართ და ვქმნით ამინდს სხვებისთვის, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი მაინც ფარულად მიმდინარეობდა, რასაც ორივე დადებითად ვაფასებთ. პირველი „მე შენ მიყვარხარ“ საკმაოდ არარომანტიკულ გარემოში მოხდა, 13 აპრილის საღამოს სახლისაკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა ეს ფრაზა, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ „ის ის იყო“ და „მე მე ვიყავი“ და ჩვენ ერთად კარგად ვიყავით. სწორედ ამ დღიდან იწყება ჩვენი გიჟური გადარბენებით სავსე დღეები.

ხელის თხოვნა

ფხკჩემი დაბადების დღე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღეა ჩემს ცხოვრებაში (ახლა უკვე ირაკლის დაბადების დღეც) და ყოველთვის გამორჩეულად აღვნიშნავ ამ დღეს. რამდენიმე წელი ჩემს დაბადების დღეს საქართველოში ვერ ვხვდებოდი, შესაბამისად, ბოლომდე გამოვიყენე შანსი, რომ დაუვიწყარი დაბადების დღე მომეწყო. 17.07.17 ყველას დავპირდი, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნებოდა, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა თუ ხელის თხოვნით დავამახსოვრებდი ჩემთვის ახლობელ ადამიანებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბანალურად მიმაჩნდა ხელის თხოვნა დაბადების დღეზე, ვერ ვხვდებოდი დაბადების დღე რატომ უნდა „წაართვა“ ადამიანს, როცა სხვა დღეებიც შეგიძლია გაუფერადო. კიდევ კარგი ტორტის გაჭრა მაცადეს და შემდეგ ზღაპრული სიურპრიზიც დაიწყო. მოულოდნელობის ეფექტი ძალიან კარგად ჩანს ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეოში, ტირილი, სიცილი, ემოციები, გაკვირვება- თან სდევდა ამ პროცესს. სასაცილოა, მაგრამ არ უკითხავს ირაკლის ის ცნობილი ფრაზა, შესაბამისად, არც მე მიპასუხია „დიახ“. ალბათ, ეშინოდა ჩემი რეაქციის: მან ხომ დაბადების დღე წამართვა! ორივე იურისტები ვართ და ჩვენი ეს მოქმედებები კონკლუდენტურ თანხმობად მივიჩნიეთ. ჩვენს უკვე ერთ-ერთ მეჯვარეს ჰკითხეს: თანხმობა რომ არ მიგეღოთ , რას იზამდითო. მისი პასუხი იყო: ყველაფერს თავიდან დავიწყებდით, სანამ არ დათანხმდებოდაო. მართლაც ზღაპრული, კლასიკური და ბევრი ულამაზესი ფერით სავსე ხელის თხოვნა გვქონდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მთელს საორგანიზაციო ჯგუფს.

და რა ხდებოდა ასეთი ზღაპრული ხელის თხოვნის უკან, უფრო საინტერესოა: საკმაოდ ხალხმრავალი დაბადების დღე მქონდა, მოვაწყვეთ ეზოს ფართი ქუთაისში, ჩემს სახლში. თურმე, ზღურბლს იქით ნახევარი „ტფილისი“ და ქუთაისი დგას და ემზადება ჩვენთვის. ჩემს სახლთან შეკრებილია უამრავი ხალხი, მეზობლები ჩოჩქოლით გამოვიდნენ, 5 კამერა, შავი „ჯიპები“, გამოწყობილი ხალხი: სპეცოპერაცია, პროკურორი თეთრი პერანგით, კლასიკური შარვლითა და კლასიკური ფეხსაცმელებით. უეჭველი, ვიღაც უნდა დაიჭირონ. საბედნიეროდ, ბედნიერი წამების გარდა არავინ და არაფერი დაგვიჭერია. ასე დაგვამახსოვრდა ჩვენი პირველი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების აღსანიშნავი დღე.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის თარიღი ძალიან სწრაფად გადაწყდა. 17 ივლისიდან 8 ოქტომბრამდე, ფაქტობრივად, არც გვქონდა დიდი დრო მოსამზადებლად, იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი საქართველოში არ ვიმყოფებოდით აგვისტო და სექტემბერი. ყველაფერი 2 კვირაში გადავწყვიტეთ. პირველ რიგში ჩამოვყალიბდით როგორი სტილის ქორწილი გვინდოდა და ზუსტად ისეთი გამოგვივიდა, ევროპულს ქართული ტრადიციები შევუხამეთ და კლასიკურ ჭრილში განვიხილეთ ყველა დეტალი: სადა, მაგრამ მომხიბლავი.

ორივეში დევს ორგანიზატორული უნარები, სწორედ ამიტომ ყველა დეტალი გათვლილი უნდა გვქონოდა. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით საქმეს და შედეგი ნამდვილად გამოიღო. ფაქტობრივად, ყველაფერს ონლაინ ვაგვარებდით, რაც ძალიან რთული იყო. მეგობრები და მშობლები ზუსტად ასრულებდნენ ჩვენს მითითებებს, რამაც გაგვიიოლა პროცესი. მე გერმანიაში 26 აგვისტოს გავფრინდი, ირაკლი კი 1 აგვისტოს. კაბა, ფეხსაცმელები, დიზაინი, ფოტოგრაფი, ვიდეო, ცეკვები, მოგვარებული დავტოვეთ, ირაკლის მზადება კი უფრო გერმანიაში მიმდინარეობდა: იქ შევარჩიეთ ტანსაცმელი, ირაკლის ფეხსაცმელის დიზაინი კი ანუკა ქებურიას მივანდეთ. საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ მეჯვარეების ტანისამოსზეც და გადავწყვიტეთ განსხვავებული, თუმცა ერთიანობაში ლამაზად აღსაქმელი იასამნისფერი ტონალობები აგვეღო. ირაკლის ჰობიც არ დავტოვეთ უყურადღებოდ და ბიჭებს ერთნაირი წინდები ეცვათ. ქორწილისთვის სადა, კლასიკური იასამნისფერი გაფორმება შევარჩიეთ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ედემ გვარმიანი. ამ ადამიანმა ზუსტად ის გაგვიკეთა, რაც გვინდოდა. ტორტიც ასეთივე სადა ასორტის შემოქმედებაა.

ირაკლი თბილისში ქორწილამდე 2 კვირით ადრე დაბრუნდა, მე  კი მხოლოდ 1 კვირა მქონდა ბოლო დეტალებისთვის: მომღერლები, პროგრამა, დადგმები. გვინდოდა ყველაფერი ორიგინალური ყოფილიყო. ხელის მოწერის ცერემონიალი მწერალთა სახლში გაიმართა, რომელშიც მართლა საუცხოო გარემო დაგვხვდა. ფაქტორბრივად, ბოლო 1 კვირა არც გვიძინია, ყველაფერმა ჩვენს კისერზე გადაიარა, რადგან ჩვენ ასე გვსურდა. გაგიკვირდებათ და, ზუსტად ჩავჯექით დროში, არც ერთი წამი არ გვქონდა დაგვიანება, რაც ქართული ქორწილისთვის არც თუ ისე ბუნებრივია. ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეოც პირველად ქორწილზე ვაჩვენეთ საზოგადოებას, რამაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია. რესტორნის პროგრამის გახსნა პანტომიმის მსახიობებს მივანდეთ, რომელთაც ჩვენი სასიყვარულო ისტორია გაითამაშეს და მოგვიმზადეს საზოგადოება შეხვედრისთვის. ცეკვების ქორეოგრაფია მზია ორველაშვილმა შემოგვთავაზა, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და მოცეკვავეა.

მეჯვარეებიც არ დავტოვეთ უყურადღებოდ და მათთვისაც ჩვენი ქორწინების დღისათვის დასამახსოვრებელი საჩუქრები გავამზადეთ, რითაც მადლობა გადავუხადეთ გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, თუ საქართველოშიც დამკვიდრდება ეს ტრადიცია ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც ისე ზრუნავენ ქორწილზე  და სურთ საუკეთესოდ ჩაიაროს დღემ, როგორც თავად წყვილი. ­­

კაბა

სიმართლე გითხრათ, კაბაზე ბევრი არ მიფიქრია, ვიცოდი, რომ სადა, დახვეწილი და ელეგანტური უნდა ყოფილიყო და ზუსტად ასეთი გამოვიდა. მოდელი უკრაინელ დიზაინერ ოკსანა მუხას ეკუთვნის კოლექცია „ელეგანსი“. ჩემი კაბა კი „მარიგოლდმა“ შექმნა. ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო დიდი კაბის ტარება, სწორედ ამიტომ მეორე კაბა, რომელიც ასევე „მარიგოლდმა“ შეკერა, უფრო კომფორტული და კლასიკური სტილის გაგრძელება იყო. ფეხსაცმელები კი არაორდინალური და ქარიზმატული დიზაინერის ბეტსი ჯონსონის და GUESS-ის შემოქმედებაა: ძალიან კომფორტული და ლამაზი. ვფიქრობ, საერთო ჯამში ყველაფერი ეფექტური და ელეგანტური იყო.

FS2T0951

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი იყო ის ორი საკითხი, რომელიც წასვლამდე მოგვარებული არ მქონდა და ამიტომ მათზე ყველაზე მეტს ვნერვიულობდი, თუმცა, ამ გადმოსახედიდან სულ ტყუილად. თმაზე უმაგრესმა ადამიანმა და პროფესიონალმა, ესთეტიკური სილამაზის ცენტრ „ელიზიუმის“ სტილისტმა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, ნათია ჩაჩავამ იზრუნა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას. ხოლო მაკიაჟი Beauty Academy-ს საოცრად მაგარ ვიზაჟისტს ანა ბერიძეს ეკუთვნის, რომელმაც ორივეჯერ, ტესტ და საქორწილო მაკიაჟზეც, მოლოდინს გადააჭარბა.

ვფვჯ

ლოკაცია

როგორც უკვე აღვნიშნე, ქორწილი რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი: 1. სასტუმრო ამბასადორი (მოსამზადებელი ეტაპი), 2. ხელის მოწერის ცერემონიალი – მწერალთა (ხელოვნების) სახლი 3. ჯვრისწერა- სვეტიცხოველი 4. რესტორანი- Babilo Music Hall. თითოეული ადგილი გამორჩეული იყო და აგრძელებდა კლასიკური ქორწილის თემატიკას. ძალიან მინდოდა ხელისმოწერა და ფოტოსესია მწერალთა სახლში და უბედნიერესი ვიყავი, რომ ეს გამოგვივიდა.

რაც შეეხება რესტორანს, მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი ადგილია. ძალიან ბევრი უცხოეული სტუმარი გვყავდა, რომლებიც აღფრთოვანდნენ ინტერიერითა და მეგობრული სტაფით. გარდა ამისა, ყურადღებას ვაქცევდით ისეთ დეტალებს, როგორიცაა განათება, საუნდ სისტემა, მომსახურების ხარისხი და დონე.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩვენი ფოტოგრაფი ალექს აფციაური იყო, რომელმაც ნამდვილად გაგვიმართლა იმედები და საოცარი ფოტოები გვაჩუქა. ამ ადამიანს ნამდვილად აქვს ნიჭი, საუკეთესოდ აღბეჭდოს უმნიშვნელოვანესი მომენტები.

მიგვაჩნია, რომ ქორწილიდან მხოლოდ წყვილის ფოტოები არ უნდა დარჩეს. მაქსიმალურად ვიყავით სტუმრებზე ორიენტირებული და ეს რთული მისია ნოდო კოშაძეს დავაკისრეთ, რომელმაც ჩვენი ქორწილის სტუმრებისთვის სამახსოვრო მომენტები არაჩვეულებრივად დააფიქსირა.

რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ეს საქმე ნამდვილ პროფესიონალს სერგი სპილბერგს მივანდეთ. შედეგს ჩვენც ველოდებით. იმედია, შემდეგ თქვენს გვერდზეც განთავსდება.

ქორწილი

ქორწილი ევროპული და ქართული ტრადიციების ნაზავი გამოვიდა. მიგვაჩნია, რომ მეტწილად ქორწილს წყვილი და საზოგადოება ქმნის. ჩვენც მთავარი მოქმედი გმირები ვიყავით, მიკროფონით ხელში, მიმართვებით, ჩართვებით, რამაც გაამრავალფეროვნა ჩვენი ქორწილი. პროგრამა ძალიან კარგად გვქონდა გათვლილი. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ გიორგი სუხიტაშვილი, ქეთი კვიცარიძე, შოთი ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, გვანცა სანებლიძე, ტრიო ბალადა, ბენდი ბანდეროლი- ჩვენ და ჩვენი მეგობრები. თამადაც არატრადიციულად უძღვებოდა სუფრას. ევროპული ქორწილიდან წყვილისათვის სიტყვით მიმართვის ტრადიცია გადმოვიღეთ, რამაც მხიარულება და ხალისი შემოიტანა. მეგობრები ხუმრობდნენ, ეს ქორწილი იყო თუ გაეროს ასამბლეა ვერ გაეგოთ, რადგან სტუმრები 18 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ადამიანები გრძნობდნენ, რომ ისინი პასიური მსმენელის როლში არ იყვნენ და მათაც აქტიური მონაწილეობა შეეძლოთ ჩვენს ზღაპარში. სტუმრების მიღება პანტომიმის მსახიობებს მივანდეთ, ყველა სტუმარს კი მაგიდაზე ჩვენი ბრენდირებული შოკოლადების ქისები დახვდათ. ჩვენი შემოსვლაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობ, რომ მოლოდინები ნამდვილად გამართლდა.

საქორწილო მოგზაურობა

როდესაც საქორწინო მოგზაურობაზე მეკითხებიან, ყოველთვის მეღიმება, რადგან ჩვენ თაფლობის თვე მესამე დღესვე გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე გავატარეთ. ვერ გეტყვით, რომ შთამბეჭდავი იყო სახლის მოწყობის, მეცადინეობის პროცესი, თუმცა, კარიერა და ოჯახი ასე შევათანხმეთ ერთმანეთთან. ჩვენი მოგზაურობები ჯერ კიდევ წინ არის. არ გვსურს მხოლოდ ერთი ლოკაციის შერჩევა და მართლაც დაუვიწყარი დღეები გველის. 1 კვირაში ამსტერდამში მივდივართ, კათოლიკურ შობას ჩვენი პოლონელი მეგობრის ოჯახში ვხვდებით სჩეჩინში( ბალტიის ზღვის ერთ-ერთ კურორტზე), ახალი წლის დღეებს საქართველოში ვგეგმავთ, ძველით ახალ წელს კი შვეიცარიაში, ციურიხში, ოჯახურ გარემოში ვიქნებით. თუმცა, ეს ჩვენი მოგზაურობების ძალიან მოკლე ჩამონათვალია. თაფლობის თვის ეგზოტიკას უფრო მოგვიანებით შემოგთავაზებთ ლაპლანდიიდან ან ტაილანდიდან, გააჩნია როდის გამოგვიჩნდება დრო.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ინერვიულეთ, მაქსიმალურად ჩაერთეთ მომზადების პროცესში, გქონდეთ აქტიური როლი ქორწილში, ეძებეთ სიახლეები და ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ ქართული საქორწილო ტრადიციები. ჩვენ ჩვენი ქორწილით გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა. კარგი ქორწილის მოკლე დროში დაგეგმვა რეალობაა, ჩვენ ეს შევძელით.

ყს ტე FS2T0789 უ კ FS2T0653 FS2T0721 FS2T0706 FS2T1257 FS2T0841 Untitled IMG_4830 FS2T0818

FS2T061023319238_10210337655145739_9041605203166984486_nFS2T1329 FS2T1513 FS2T1603 FS2T1714 IMG_5162 FS2T2259 IMG_5411 FS2T2298 IMG_5962 IMG_5701 IMG_5847 IMG_6031

კომენტარები