TOP

ხელის მოწერის ცერემონია 

ღია ცის ქვეშ

ვედინგსთორი გთავაზობთ ხელის მოწერის ცერემონიის ორგანიზებას “ოქროყანა რიზორტში”

ლოკაცია

“ოქროყანა რიზორტი”

10 წუთში თავისუფლების მოედნიდან

 

  • იშვიათი ჯიშის მცენარებიი “საქართველოს ნერგებიდან”
  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და პარკინგი

გალერეა

მომსახურების საფასური

1000 ₾

დიზაინერის მომსახურება

ბაღის, სკამების, მაგიდის, თაღის და საფოტოსესიო სტენდების გაფორმება.

ფოტოსესიის აქსესუარები

ფოტოსესიისთვის მოწყობილი სპეციალური ფოტო-ზონები და ხელნაკეთი აქსესუარები

მუსიკალური გახმოვანება

ცერემონიის მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი.

დამატებითი მომსახურება

ტკბილეულის სუფრა, მინი ფურშეტი გათვლილი 30 ადამიანზე.

+ 500 ‎₾ (1500 ₾)

კითხვები / პასუხები

რას მოიცავს თქვენი მომსახურება?

დიზაინერის მიერ ტერიტორიის სრული გაფორმება:

საქორწილო თაღი, მაგიდა, 30 სკამი, ფოტოზონები და რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის, მუსიკლური ფონი და მიკროფონი.

რამდენი ხნით გვეთმობა ტერიტორია?

ტერიტორია გეთმობათ ერთი საათით. თუ ერთ საათზე მეტ ხანს გნებავთ ტერიტორიაზე ყოფნა, გთხოვთ შეათანხმოთ წინასწარ, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს სხვა ტარიფები.

რამდენ ადამიანზეა ცერემონია გათვლილი?

სკამების რაოდენობა არის 30. ჯამში სტუმრების რაოდენობა სასურველია არ აღემატებოდეს 50-60 ადამიანს.

ოფიციალურია თუ არა ცერემონია?

ცერემონია არ არის ოფიციალური, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება ნოტარიულად დავამოწმოთ ქორწინება. შესაბამისად თუ გნებავთ ოფიციალური წარმომადგენელი, უნდა განაცხადოთ იუსტიციის სახლში.

გყავთ თუ არა ცერემონიის წამყვანი ?

ჩვენ არ გვყავს ცერემონიის წამყვანი, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ წამყვანის ტექსტი-ს შაბლონი, რომელსაც წაიკთხავს თქვენი მეგობარი. ან თქვენი სურვილისამებრ შეადგინოთ ინდივიდუალური ტექსტი.

შესაძლებელია დიზაინის შეცვლა?

ჩვენი კოლექციები არის სეზონური, დიზაინი არის სტანდარტული და მისი პერსონალიზება არ ხდება.

რა დამატებითი სერვისი გაქვთ?

ტკბილეულის სუფრა, იგივე მინი ფურშეტი, რომლის ღირებულებაც დამატებით 500 ლარია.

რამდენ ადამიანზეა გათვლილი მინი ფურშეტი?

მინი ფურშეტი გათვლილია 30 ადამიანზე.

რა შედის მინი ფურშეტში?

მინი ფურშეტში შედის: 5 ბოთლი შამპანური, ნატურალური წვენები, 4-5 დასახელების ტკბილეული.

რამდენი ხნით ადრე შემიძლია ცერემონიის დაჯავშნა?

ცერემონიის დაჯავშნა შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 თვით ადრე.

რა დროები შემიძლია ავარჩიო ცერემონიისთვის?

13:00, 15:00, 17:00

რა უნდა გავითვალისწინოთ დაჯავშნისას?

თანხის ჩარიცხვისას, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: ქორწილის თარიღი, საათი და საკონტაქტო ნომერი.

გაქვთ თუ არა პარკინგი ?

დიახ !
მანქანები შეგიძლიათ გააჩეროთ ბაღის შესასვლელთან.

კონტაქტი