6 რამ, რაც ქორწილამდე აუცილებლად უნდა იცოდე
1. ქორწილის სამზადისი არც ისე სახალისოა
არ დაიჯეროთ, რომ ქორწილის სამზადისი მხიარული ხალისიანი და ფერადი დღეებია. იგი ძალიან ბევრ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და ამისთვის წინასწარ მზად უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, არის სასიამოვნო და სახალისო შემთხვევებიც, მაგრამ ძირითადად ეს პროცესი დაძაბული მომენტებითაა დატვირთული. გაითვალისწინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა დეტალზე მოგიწევთ ფიქრი, საქორწინო კაბისა და ლოკაციის დიზაინით დაწყებული, სტუმრებისთვის მოსახერხებელი პარკინგით დამთავრებული. არავითარ შემთხვევაშ არ ჩაერთოთ ამაში მხოლოდ თქვენ!! დაიხმარეთ უამრავი ადამიანი, რომლებსაც შეგეძლებათ, რომ რაღაც გარკვეული საკითხებზე ზრუნვა დაავალოთ, მაგრამ შემდგომ აუცილებლად ყველაფერი გადაამოწმეთ, რათა ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გსურთ.
2. ოცნების ქორწილი შესაძლოა არარეალური იყოს
წინასწარ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ყველაფერი ზუსტად ისე ვერ იქნება, როგორც მთელი ცოხვრება წარმოგედგინათ და ოცნებობდით. ზოგადად ქორწილი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შეიძლება ბავშვობიდან ოცნებობდით დიდსა და გრანდიოზულ ქორწილზე, დიდებულ კაბაზე და სხვა მრავალ ძვირადღირებულ წვრილმანზე, მაგრამ არსებული ფინანსები და ოცნებები ხშირად შესაბამისობაში ვერ მოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არის, შესაძლებელია გააკეთოთ სადა და ძალიან ლამაზი ქორწილი, მინიმალური დანახარჯებით
3. ნუ იქნებით მხოლოდ ბლოგების იმედად
თუ დიზაინერის აყვანას არ აპირებთ, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქორწინო ბლოგები შეგიცვლიან მის თავს და მთლიანად მათზე მინდობა ღირს. შესაძლოა თქვენ მიერ შერჩეული იდეა, ქორწილის დეკორირებასთან დაკავშირებით, არც ისე კარგი იყოს. ამიტომ ჯობია მოიწვიოთ მეგობრები, ოჯახის წევრები და გააცნოთ თქვენი გააწყვეტილება საქორწილო დიზაინსა და სხვ დეტალებზე, მოისმინოთ მათი აზრი და შემდეგ გააკეთოთ საბოლოო არჩევანი.
4. იფიქრეთ მეჯვარეებზე
როდესაც თქვენს მეგობრებს მეჯვარეობას სთავაზობთ, ეს ავტომატურად დიდ ხარჯებსა და პასუხისმგებლბას გულისხმობს.
გამორჩეული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, განსაკუთრებული საჩუქარი თქვენთვის, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად ისინი დამატებითი ხარჯებით აღარ უნდა დატვირთოთ და არ უნდა გადაუქციოთ ეს სტატუსი ტვირთად. ქორწილი თქვენია და თაიგულზე, მანქანაზე, ფოტო- ვიდეო გადაღებაზე, ტორტზე, ჯვრისწერასა და სხვა დეტალებზე , უნდა იზრუნოთ თქვენ და მისი ხარჯებიც აუცილებლად თქვენ უნდა დაფაროთ.
5. ფოტოგრაფი დღის უმნიშვნელოვანესი პერსონაა!
ფოტოგრაფი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პატარძლის შემდეგ. შეიძლება დაზოგოთ ფული ყველაფერზე, გარდა ფოტოგრაფისა, ვინაიდან რაც არ უნდა მაგარი და ძვირადღირებული ქორწილი გააკეთოთ, კარგი ფოტოგრაფისა და მის მიერ შესრულებული კარგი ნამუშევრების გარეშე, მისი ფასი ფაქტობრივად არაფერია. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ქორწილიდან გრჩება და წლების შემდეგ ამ არაჩვეულებრივ და ბედნიერ დღეს სწორედ მისი საშუალებით იხსენებთ.
6. ეს თქვენი დღეა, მხოლოდ თქვენი!
ეს არის დღე, რომელიც აღარასოდეს განმეორდება (ძირითად შემთხვევაში)! ამიტომ, ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ. აუცილებლად უნდა მოისმინოთ ოჯახის წევრების რჩევები და მაქსიმალურად გაითვლისწინოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც წარმოგედგინათ მთელი ცხოვრების მანძილზე. დაპატიჟეთ ქორწილში ის ხალხი, რომლებთან ერთადაც ყოფნა გიხარიათ, რომლებთანაც უამრავი ბედნიერი დღე და მოგონება გაკავშირებთ და ამ დღესაც უზომო სიამოვნებას მიიღებთ მათთან ყოფნით. თავიდან აიცილეთ არასასურველი და ზრდილობის გამო დაპატიჟებული სტუმრები, ვინაიდან პატარა ქორწილები ყოველთვის გაცილებით უფრო კარგი და სასიამოვნოა, ვიდრე 200-300 კაციანი. მოიხსენით ყველანაირი კომპლექსი და ამ დღით მაქსიმალურად ისიამოვნეთ!