TOP

ხელის თხოვნა coldplay-ს კონცერტზე

FE5B7090
ქორწილამდე
21371102_1968902606658311_2761120925435457978_n

ერთმანეთი ხუთი წლის წინ 17 ნოემბერს, ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში გავიცანით. ისე ცხადად მახსოვს ეს დღე, მისი პირველი სიტყვები,რეაქციაცკი ჩემი გაცნობისას,რომლის დაფარვა განსაკუთრებულად არ უცდია. ამ დღიდან საკმაოდ სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და მგონია დღემდე ამ პროცესში ვართ. საკმაოდ განსხვავებული ხასიათების წყალობით ერთმანეთი ბოლომდე არ ამოგვიწურავს, თუმცა ვფიქრობ სწორედ ამაშია სიყვარულის მთელი ხიბლი.


 ხელის თხოვნა

გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი, სადაც “Coldplay”-ის კონცერტის ბილეთებით ჩამომაკითხა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი დღე იყო 6 ივნისი, ერთ კვირიანი მოგზაურობებით გადაღლილი, საშინელ წვიმას კოპლებიანი ქოლგით ვუმკლავდებოდი მიუნხენის ოლიმპია სტადიონის შესასვლელთან და მართლა ყველაფერზე ვფიქრობდი, გარდა ამ მარტივი კითხვისა, ასებევრს რომ იტევს. ასე უბრალოდ ადგა და ცოლობა მთხოვა, სრულიად უცნობი ადამიანების გარემოცვაში, საოცრად განათებულ სტადიონზე, ზღაპრული მუსიკისა და წვიმანარევი ვისკის სუნის ფონზე. ეს იყო სიყვარულის საღამო, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ემოციების მთელი სიზუსტით.

23619152_1874024665960302_428316592_n

მზადება ქორწილისთვის

22050229_1825634230799346_2731798318408191734_nქორწილისთვის თითქმის ორი თვე ვემზადებოდით,საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა მოწვეული, რამაც ბუნებრივია დაგეგმვისა და ორგანიზების საქმე კიდევ უფრო გაართულა. აქტიურად გვეხმარებოდა როგორც ოჯახის წევრები ასევე მეგობრები რომლებიც ნამდვილად ძალიან გადავღალეთ. საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს შევძელით თითოეული სტუმარი ცოტა ღვინით და უფრო მეტი დადებითი ემოციით გაგვებრუებინა. დიზაინის ნაწილი ჩემს უსაყვარლეს ნათლიას, მეგი ნიჟარაძეს და მის გუნდს მივანდეთ, რომლებმაც ნამდვილად გაამართლეს ჩვენი იმედები. თუმცა ჩვენც საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ საქორწილო გაფორმების ნაწილშიც, რამაც საბოლოო ჯამში კარგ შედეგამდე მიგვიყვანა. მაგალითად, სტუმრების მაგიდის ნომრები დედამ და ჩემმა ძმამ ხელით გააკეთეს. ასევე ჩვენითვე შევიძინეთ ქილები, რომლებიც ბუნებრივი ყვავილებით, კანაფის თოკებითა და სახალისო სტიკერებით გავაფორმეთ, რაც ნამდვილად ახალი და ჯერ ნაკლებად დამკვიდრებული სტილია საქართველოში. რეალურად ნახევრად DiY wedding გამოგვივიდა, რაც მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა. ასევე დაგვეხმარა კომპანია “ანაბეჭდი” რომელთა წყალობითაც მოწვეული სტუმრებისგან ანაბეჭდები და საქორწილო სურვილები დაგვრჩა

 კაბა

ვფიქრობ, ტანზე მომდგარი უზურგო კაბა იყო, არის და ყოველთვის იქნება კლასიკა. ამიტომ ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ მარიონელას არაჩვეულებრივ გუნდს მივანდე ამ სილამაზის შექმნა. ამ კაბამ,  Mach&Mach ის ბრჭყვიალა ფეცსაცმელთან ერთად სრული კომფორტი შემიქმნა, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის

FE5B7023

თმა და მაკიაჟი

მაკიაჟზე შეუდარებელმა ელისო ჯიშკარიანმა იზრუნა, ხოლო თმა რუსო თუთბერიძის ნამუშევარია, რომლებსაც კიდევ ერთხელ, საჯაროდ დიდ მადლობას ვუხდი

FE5B6050

 

21371096_1968905026658069_1984156684569770503_nლოკაცია

ჯვრისწერა ქორწილამდე 2 კვირით ადრე იერუსალიმში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში გვქონდა. ამ უწმინდეს ადგილას ვიყავი პატარძალი მაკიაჟის და ლამაზად დავარცხნილი თმების გარეშე, დაბალი სანდლებით და სხივით თვალებში, რომელიც ალბათ ერთადერთი რამ იყო, რაც იმ დღეს მალამაზებდა. ხელის მოწერის ცერემონიალი კი სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მევიოლინეს მიერ შესრულებული საქორწილო მარშის თანხლებით ძმამ მიმაცილა.  ცერემონიალს დაესწრნენ ჩვენი ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც უგემრიელესი ტკბილეულითა და შუშხუნა ღვინით გავუმასპინძლდით, რამაც ნამდვილი სადღესასწაულო გარემო შექმნა

 ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტო გადაღება ზურა ქართველიშვილს, ხოლო ვიდეო რობის ( Robbie rg commercial) მივანდეთ. ეს ორი სუპერ მაგარი პროფესიონალი ნამდვილად დაგვეხმარა, რომ  ამ დღის საუკეთესო კადრები ფირზე შემოგვრჩენოდა. განსაკუთრებული ადგილი ფოტოსესიისთვის არ შეგვირჩევია, რადგან ადგილი სადაც ხელი მოვაწერეთ იდეალური აღმოჩნდა. ამასთან, ვეცადეთ აქცენტი ბუნებრივად დაჭერილ კადრზე გაგვეკეთებინა და ნაკლები დრო დავუთმეთ დადგმულ ფოტო-ვიდეო გადაღებას.

 ქორწილი

მარტვილიდან უკვე ქუთაისისკენ გადავინაცვლეთ სადაც სტუმრების ნაწილი რესტორანში გველოდა. ჩვენს მისვლამდე Gifme-ს არაჩვეულებრივმა წარმომადგენელმა სტუმრები ფოტოების გადაღება-დაბეჭდვით გაართო, ასევე ფოიეში იყო ბევრი დეტალი რაც ჩვენი ისტორიის თანმხლებია. დასაწყისშივე ვიცეკვეთ პირველი საქორწილო ცეკვა – ტანგო, ამის შემდეგ ჩვენი ჯვრისწერისა და ხელის თხოვნის ვიდეო ვაჩვენეთ საზოგადოებას. ქორწილის მუსიკალურ გაფორმებაზე დასაწყისში არაჩვეულებრივმა ინდირა ჯგერნაიამ იზრუნა, შემდეგ საღამო ბენდმა “Goblins” წაიყვანა, რომელმაც ყველა დროის საუკეთესო მუსიკა ცოცხლად შეასრულა. ქორწილი თითქოს ნახევრად ტრადიციული გამოვიდა, რაშიც თამადამ და  თითოეულმა სტუმარმა ნამდვილად ხელი შეგვიწყო . გრანდიოზული   არ ყოფილა არც ერთი დეტალი, ტორტიც კი, რომელიც საქართველოში   საუკეთესო საკონდიტროს სახლს, ასორტს ეკუთვნის, თითქმის   გაფორმების გარეშე მაგრამ რაც მთავარია საოცრად გემრიელი   შევარჩიეთ. იმედია, ამ დღეს ყველა კარგად გაერთო რადგან ჩვენი   მთავარი საზრუნავი სწორედ ეს იყო

რჩევა მომავალ პატარძლებს

ხოლო რაც შეეხება რჩევას – შეიყვარეთ მთელი გულით და შეიყვარეთ ის ვინც თავს ყოველ დღე დედოფლად გაგრძნობინებთ. შეიძლება ზედმეტად იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ დამიჯერეთ, არა აქვს მნიშვნელობა კაბის ფასს, ვიზაჟისტს და დიზაინერს მთავარია ის ემოცია რაც თქვენს გულშია, ის რაც აუცილებლად მივა თითოეულ სტუმრამდე და ზღაპრული საღამოს მთავარ გმირად გაქცევთ.

FE5B5891

FE5B6892 FE5B5905 FE5B6192 FE5B6207 FE5B5902 FE5B6231 FE5B7090 FE5B7308 FE5B7247 FE5B6917 FE5B7576 21371096_1968905026658069_1984156684569770503_n 23154937_1998485580366680_805705859188813535_o 21766660_1746811968684951_3492337795020180796_n 23004514_1861169547245814_8694420221430080424_o FE5B5788 FE5B7490 FE5B7492FE5B7489

 

 

კომენტარები