TOP

წლების შემდეგ ნაპოვნი სიყვარული

IMG_9809

ელენემ და გიორგიმ ერთმანეთი დაახლოებით სამი წლის წინ გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ერთმანეთის გარშემო ტრიალებდნენ,  მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და სულ რამოდენიმე ხნის წინ მათი სიყვარული ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა, რომლის დეტალებზეც ელენე გვიყვება.

IMG_0565

ქორწილამდე

მე და გიორგიმ ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წარმოშობით ერთი მხრიდან ვართ, წლების განმავლობაში, ყოველ ზაფხულს ერთსა და იმავე ადგილას ვისვენებდით, მაგრამ ერთმაეთს არ ვიცნობდით. ყველაფერი დაიწყო იმ დღეს, როდესაც გიორგიმ პირველად დამინახა და როგორც თვითონ ამბობს, ერთი ნახვით შევუყვარდი. მაშინვე გაიკითხა ახლობლებში თუ ვინ ვიყავი. აღმოჩნდა, რომ საერთო ნაცნობიც გვყავდა, რომელმაც შემდეგ ერთმანეთი გაგვაცნო. ძალიან მალე,  5 დღეში გამომიტყდა გიორგი, რომ ძალიან მოვწონდი, რის შემდეგაც ჩვენი ურთიერთობა  უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა და დაახლოებით ერთი თვის თავზე, ორივეს  დიდი სიყვარული გვეწვია.  შეყვარებულობის პერიოდი იყო საოცრად ლამაზი და მრავალფეროვანი. გიორგი ძალიან თბილი, მხიარული და მოსიყვარულე ადამიანია, ამიტომ სულ ზრუნავდა იმაზე, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და უფრო გაზრდლიყო ჩვენი სიყვარული. საბედნიეროდ  გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, რომლის გარეშეც დღეს ერთი წუთიც  ვერ წარმომიდგენია.

ხელის თხოვნა

ახალი წლის ღამეს გიორგი მეჯვარესთან ერთად საჩუქრებით დახუნძლული მეწვია ოჯახში და ოჯახურ გარემოში სრულიად მოულოდნელად  ხელი მთხოვა.  ეს იყო შოკი და საოცარი განცდა ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ დღეს გადავწყვიტეთ ძირითადი საკითხები, როდის იქნებოდა ქორწილი და ა.შ.

ქორწილის სამზადისი

ქორწილის სამზადისი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო,  თებერვალში დაიგეგმა ქორწილის დაახლოებითი თარიღი, ამიტომ ორი თვე გქვონდა ყველაფრის მოსამზადებლად.  საკმაოდ დიდ ქორწილს ვგეგმავდით, ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი, რაც არ იყო ადვილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან სასიამოვნო და სახალისო.  სამზადისში ყველაზე დიდი შრომა გასწია ჩემმა უსაყვარლესმა დედამთილმა, რომელიც ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. ყველაფერს ერთად ვარჩევდით: მუსიკოსებს , მოცეკვავეებს და პატარა წვრილმანებსაც კი. დიზაინერი გვყავდა ედემი გვარმიანი, რომელთანაც ყველამ ერთად შევათანხმეთ ფერები და სტილი. ჩემი დედამთილი შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე მეტადაც კი ნერვიულობდა. უნდოდა, რომ ყველაფერი იდეალური ყოფილიყო და ვფიქრობ გამოუვიდა კიდეც.

კაბა

კაბის შერჩევისას ძალიან გავწვალდი, ამიტომ გადავწყვიტე “Mari Gold”-ში   შემეკერა ისეთი, რომელიც მთლიანად ჩაჯდებოდა ჩემს გემოვნებაში.

IMG_9697

ტორტი

ტორტი ჩემი და ჩემი მეუღლის გემოვნებით შეირჩა და ზუსტად ისეთი იყო როგორიც ჩვენ გვინდოდა , მადლობა ამისათვის “Assort”-ს

IMG_0357 (3)

მაკიაჟი და ვარცხნილობა

ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა მივანდე  ეკატერინე ჩანჩიბაძეს , რომლისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ მაკიაჟითაც და ვარცხნილობთაც, იგი უდაოდ პროფესიონალია.

IMG_7511

ლოკაცია

ჯვეისწერა მცხეთაში ,სვეტიცხოველის  საოცარ ტაძარში გაიმართა რომელის მრევლიც ვარ და ამიტომ შევარჩიეთ ეს ტაძარი. ქორწილი და ხელმოწერა  ბუბუტეიშვილების რესტორან “გუჯარში” გავმართეთ, ხელმოწერისთვის შესნიშნავი ბუნება და გარემოა აქ და სწორედ ეს არის ამ რესტორნის დიდი პლუსი.

ქორწილი

ქორწილი წარიმართა მშვიდად , გეგმის მიხედვით. ყველაფერი იმაზე უკეთესი იყო ვიდრე წარმომედგინა. ეს იყო ის დღე რომელსაც არასოდეს ვინანებ და რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ძალიან კმაყოფილები დავრჩით ყველანი, მეც და დამსწრე საზოგადოებაც. ქორწილის დასრულების შემდეგ ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგი დღე იყო და ძალიან ისიამოვნეს.

თაფლობის თვე

თაფლობის თვის გასატარებლად   საფრანგეთში გავემგზავრეთ. ორ ულამაზეს ქალაქში ვიყავით – პარიზი და ნიცა.  შესანიშნავი მოგზაურობა იყო! პარიზი ეს არის  სიყვარულის ქალაქი სადაც ბედნიერება გიორმაგდება , ნიცა კი ადგილი, სადაც ისვენებ ყვლაფრისგან და ადგილი, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩემს მეუღლესთან ერთად.

14432930_1850919745140741_5923382870480921093_n

 რჩევა მომავალ პატარძლებს 

უპირველეს ყოვლისა ვურჩევ , რომ არ ინერვიულონ , რადგან ნერვიულიბა ყოველთვის აისახება მათ ქცევებსა და გარეგნულობაზე , ჩაიცვან ისეთი კაბა როგორიც თვითონ უნდათ და მოსწონთ და არა სხვის მიერ მოწონებული, არ ჩაიცვან არაკომფორტული და ძალიან მარალქუსლიანი ფეხსაცმელი. სწორად შეარჩონ ვიზაჟისტი , რადგან ესეთ უმნიშვნელოვანეს დღეს ყველაზე ლამაზად უნდა გამოიყურებოდნენ.

14022225_1051299131633318_4793350210427984849_n 14021668_1051299248299973_3790877979746602463_n IMG_9809IMG_8489-2 IMG_9943 IMG_7888IMG_464514195280_1841803086052407_6908935126160091908_o14199402_1841585089407540_3926619189305146889_n IMG_0318

კომენტარები