
ქორწილი ღია ცის ქვეშ
არ აქვს მნიშვნელობა სად იმართება თქვენი ქორწილი, მთავარია იზრუნოთ მის დეკორაციაზე. სივრცე, სადაც ცერემონიალის მოწყობას გადაწყვეტთ გაალამაზეთ მცირე დეტალებით. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ცერემონიას საკუთარი განსაკუთრებული კვალი დაატყოთ. მთავარია იპოვოთ ხერხი, რომელიც ზუსტად გამოხატავს თქვენს იდეას, გემოვნებასა და სურვილებს.
გემოვნებიანი პატარძალი ღია ცის ქვეშ მოწყობილი ქორწილის გასაფორმებლად ირჩევს სანთლებს, რომლებიც ხელით დამზადებულ ჭურჭლებშიც შეიძლება მოთავსდეს. ეს დეტალი რომანტიკულობას შესძენს ქორწილს. საუკეთესოა ყვავილებით მორთული სკამები. მცენარეები ქორწილს გაალამაზებს და სინაზეს შესძენს. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ბანტები.
კარგი დეკორაციის მოფიქრება იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მთავარია აამუშავოთ თქვენი ფანტაზია და მაქსიმალურად აითვისოთ გარემო, სადაც ქორწილის გამართვას აპირებთ.