
ქორწილი ღია ცის ქვეშ
ქორწილი ღია ცის ქვეშ ულამაზესი ცერემონიაა. ყველა დახურული სივრცის ქორწილისგან გამორჩეული და განსაკუთრებულია. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ღია ცის ქვეშ ქორწილის ჩატარება ცოტა სარისკო საქმეა, მაგრამ ბოლო დროს მაინც აქტუალურია. იმისათვის, რომ თქვენი ცერემონია მეტად ეფექტური იყოს, გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და იდეას ფოტოების სახით, რომელიც გაამრავალფეორვნებს თქვენი ქორწილის დღეს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით ცეკვა და მითუმეტეს ბუნებაში ძალიან რთულია, მითუეტეს თუ მთელი დღე ასეთ ფეხსაცმელში გაქვს გატარებული, ამიტომ შეგიძლიათ ასე იზრუნოთ თქვენს სტუმრებზე და საცეკვაო ფეხსაცმელი მოუმზადოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ქორწილი ღია ცის ქვეშაა და საღამო შეიძლება სუსხიანი იყოს, შეგიძლიათ მოამზადოთ მსგავსი პლედები თქვენი სტუმრებისთვის.
ზაფხულს თან სდევენ აბეზარი მწერები, რომლებმაც შეიძლება მთელი საღამო გაგიფუჭონ, ამიტომ წინასწარ გქონდეთ მზად სპეციალური, მწერებისგან დამცავი კრემი ან სპრეი.
ღია ცის ქვეშ ქორწილისას ტორტიც შესაფერისი გჭირდებათ
ყველის ტორტი