TOP

ქორწილი მყინვარწვერზე

33

ქორწილამდე

unnamed (2)მე და დავითმა ერთმანეთი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გავიცანით,დაახლოებით 10 წლის წინ. დათო მთამსვლელია. მეც ძალიან მიყვარს მთა. ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. ორივეს გვიყვარდა მოგზაურობა, სიმღერა, ლაშქრობები, შესაბამისად  საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დავახლოვდით.  ერთმანეთის მიმართ სულ გვქონდა რაღაც სხვა, განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც  მეგობრობაზე მეტი იყო. თუმცა ოფიციალურად ყველაფერი ერთ ზაფხულს დაიწყო,  რაჭაში. მეგობრებთან ერთად ვისვენებდი, როდესაც  დათომ ჩამომაკითხა და სწორედ იმ დღიდან მიეცა ჩვენს ურთიერთბას ოფიციალური სახე.

IMG_5703ხელის თხოვნა

ოფიციალური და რომანტიული ხელის თხოვნა არ ყოფილა. ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დაოჯახების დრო იყო და  უშუალოდ ჯვრისწერამდე 2 თვით ადრე  რუის ურბნისის ეპარქიაში, ბრეთის დედა მონასტერში დავიწინდეთ.

 მზადება

ჯვრისწერისთვის მზადება ნიშნობიდანვე დავიწყეთ. 300 კაციან სუფრასა და გრანდიოზულ ქორწილზე არასოდეს მიოცნებია. გვინდოდა, რომ ჩვენი ქორწილი ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ყოფილიყო და გადავწყვტეთ ჯვარი მყინვარწვერზე, პატარა სამებაში დაგვეწერა. რა თქმა უნდა ჩანაფიქრი საკმაოდ რისკიანი იყო,თითოეულ დეტალზე ვნერვიულიბდით: ვინ როგორ ივლიდა, აღჭურვილობა, აკლიმატიზაცია.. ყველაფერი გასათვალისწინებელი იყო.  წინაწარ მოვამზადეთ ყველაფერი: ცხენები, ჩანთები, შესაბამისი სამოსი იმხელა გზის გასავლელად.  ცხენები ჩვენმა მოხევე მეგობრებმა მოგვიყვანეს, რათა საჭმლის ტარება არ გაგვჭირვებოდა. ყოველივე ეს 2 თვეში მოვაგვარეთ და 27 ივლისისთვის უკვე მზად ვიყავით.

სამოსი

ჩაცმაზე ბევრი არ გვიფიქრია. წინასწარვე ვიცოდით, რომ თემატური უნდა ყოფილიყო. როგორიც მთას შეეფერებოდა. დათოს ჩოხა ეცვა, მე კი თეთრ ფაშფაშა კაბაზე მოცმული ქულაჯა.

DSC_5640

თმა და მაკიაჟი

თმისა და მაკიაჟისთვის სალონში არ ვყოფილვარ. თმა ჩემმა ბიძაშვილმა, თეომ გამიკეთა, ძალიან ექსტრემალურ პირობებში. მაკიაჟ კი ძალიან სადა იყო, რომელიც მე თვითონ გავიკეთე.

DSC_5766 ლოკაცია

ჯვრისწერა გაიმართა ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მდებარე მყინვარწვერზე, პატარა სამებაში, რომლამდეც ფეხით 32 კილომეტრი ვიარეთ. მეტეო ჩემი იდეა იყო და ასევე ოცნებად მქონდა, რომ მყინვარწვერი მენახა, რომელიც ჩემს ქორწილში ავიხდინე.

DSC_2417

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფში ნამდვილად გამიმართლა! Nikolas VG გვყავდა, რომელმაც მიუხედავად დამღლელი გზისა და აკლიმატიზაციისა, თავისი საქმე უნაკლოდ შეასრულა. ფოტოსესია მოგვიწყო და არაჩვეულებრივი ფოტოები დაგვიტოვა.  ძალიან კმაყოფილები დავრჩით არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენი 25 მეგობარიც, რომლებსაც ასევე უღებდა ფოტოებს. ყველას ვურჩევ, რომ ამ პროფესიონალ ადამიანს ანდონ საკუთარი ბედნიერი დღე.

ქორწილი

27-28-29 ივლისი. 2016წელი. დაუვიწყარი 3 დღე.
27 ივლისს, საღამოს გავემგზავრეთ თბილისიდან ყაზბეგისკენ. გზაში ბევრი სასაცილო ფაქტი  გადაგვხვდა თავს. ბევრი ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ. გერგეთის სამებასთან  ჩვენმა მოხევე მეგობრებმა გაშლილი კარვები დაგვახვედრეს. ცოტა შეციებულებმა და დაღლილებმა უფალს მადლობა გადავუხადეთ მშვენიერი საღამოსთვის. მრავალჟამიერიც გაისმა, ეს კი ნიშნავდა რომ მე, დათო და მეგობრები ვემზადებოდით ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ჯვრისწერითვის. ამ დღეს ხომ ერთ სულ და ერთ ხორც უნდა გავმხდარიყავით.
დილა ადრიანად, 7 სთზე დაიწყო. კარვიდან გერგეთი  მოჩანდა, ხოლო თავზე მყინვარი დაგვყურებდა. ყველა ორგანიზებულად ვმოქმედებდით, რომ ბანაკი მალე აგვეშალა და დაგვეწყო მსვლელობა მეტეოსადგურამდე, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს.
გზა საკმაოდ ხანგრძლივი, დამღლელი და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდა.ზოგიერს ფეხსაცმელი დარჩა თბილისში, ზოგი წუწუნებდა, ზოგს შიმშილი აწუხებდა, ზოგს წნევის მატებასთან ერთად თავის ტკივილი ემატებოდა. ხანაც გაოცებულები შევცქეროდით ბუნების სულისშემძვრელ ხედებს.
თან გვდევდა ნერვიულობაც, რომ ამინდი არ შეცვლილიყო. აქაც გაგვიმართლა და მზემ აგვაცილა მეტეომდე.
გზა აღარ ილეოდა. წუთები საათებად, მეტრები კი კილომეტრებად გვეჩვენებოდა. ის-ის იყო მყინვარის ენა ავიარეთ, რომ მაღლა მთის ფერდობზე გამოჩნდა მეტეოსადგური. სიხარულის ყიჟინა გაისმა მაყარში. გამოცდილმა ჯგუფის წევრებმა ღიმილით გადმოგვხედეს და გვითხრეს: სიხარული ნაადრევია, წინ ”ბოღმა” გვაქვს ასავლელიო. გაგვეცინა დასახელებაზე, მაგრამ აღმართი თავის სახელს ნამდვილად ამართლებს.
”ბეთლემის ქოხში” ყველა გვიღიმოდა. იყვნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტები, მთამსვლელები.იცოდნენ ჩვენი ჯვრისწერის ამბავი და უკვირდათ, იმდენად იშვიათი მოვლენა იყო იქ, იმ მთებში ქორწინება(მე-5 წყვილი ვართ ჩვენ), თანაც ასეთი რთული გზის გავლა, მღვდლის პოვნა, ვინც ამ ჩვენს ”სიგიჟეს” სერიოზულად აღიქვამდა და თანახმა იქნებოდა. ეს სიძნელეც გადავიარეთ. ცოტა დავისვენეთ და შევუდექით ჯვრისწერას. ჯვრისწერის შემდეგ  მოვილხინეთ. ღამის სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი სიმღერა და სიცილის ხმა არღვევდა. მყინვარი კი მედიდურად დაგვყურებდა.
ღვთის წყალობით, მეგობრების მხარდაჭერით და ჩემი მეუღლის დამსახურებითა და მონდომებით, მართლაც რომ საუცხოო ,დაუვიწყარი და სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ, ისეთი ზღაპრული დღეები გამოგვივიდა.

საქორწინო მოგზაურობა

თაფლობის თვე ბუდაპეშტი- პრაღა – ამ მიმრთულებით გვქონდა. რა თქმა უნდა, იქაც ბევრი ვიხეტიალეთ, მაქსიმალურად დავათვალიერეთ ქალაქები და დავბრუნდით სამშობლოში ემოციებით დახუნძლულები.

 

DSC_6041 411 148 154 (1) 618 DSC_5651 DSC_5648 DSC_2353 DSC_5899 DSC_5509 DSC_5640 93 91 43 32 34 23 (2) 35 DSC_2260IMG_6698 IMG_6699 DSC_5958

კომენტარები