TOP

ქართული ქორწილი ტაილანდში

29496834_1604221166298940_4801473453084968837_n
ქორწილამდე
29341298_1607077562679967_1090470378_nჩვენი ისტორია 5 ზამთრის წინ დაიწყო, ზამთრის ყველაზე თოვლიანსა და მზიან დღეს. სხვაგან სად, თუ არა გუდაურში და თუ არა საოცარი ისტორიით. კურსელებთან ერთად ვიყავი, როცა დიდი სისწრაფით ვიღაცამ ჩაიქროლა და ლამის დამეჯახა. ძალინ შემეშინდა, თუმცა მალევე დამავიწყდა ეს შიში და განვაგრძე სრიალი. ნიკა სნოუბორდის ეროვნული ნაკრების წევრია, გუდაურშია გაზრდილი, შესაბამისად ყველას იცნობს და იკითხა ვინ ვიყავი, თუმცა მხოლოდ ჩემი უნივერსიტეტის შესახებ მიიღო ინფორმაცია. სახელიც კი არ იცოდა და არც მაშინვე უცდია მოსვლა. გოგონა ქერა თმითა და ლურჯი თვალებით ალმა-მატერიდან. რამდენიმე თვე მეძებდნენ ის და მისი მეგობრები, თუმცა მოლოდინი ალბათ არ გავუმართლე, რადგან გაცნობის მცდელობისას საკმაოდ ცივი და თავდაჭერილი ვიყავი. იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ პირველი ოფიციალური პაემანიც შედგა, თითქმის ორი წლის ინტერვალით პირველი ნახვიდან. სულ ვამბობ, რომ საოცრად გამიმართლა ნიკაში, რადგან ზუსტად ჩემნაირია. გვიყვარს ლაშქრობები, ბუნება, ექსტრემი, სრიალი, გვაქვს საერთო ინტერესები და ფაქტობრივად ერთი პრიზმიდან ვუყურებთ სამყაროს. სამი წელი გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი და ყოველი შეხვედრა განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. ფანტაზიის ნაკლებობას არცერთი ვუჩივით და შესაბამისად ეს სამი წელი პატარ-პატარა ზღაპრების წელი იყო დიდი სიყვარულით.
ხელის თხოვნა
2017 წლის 24 ივნისი განსაკუთრებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა. იმ პერიოდში საკმაოდ დაძაბული და დამღლელი რეჟიმით მიწევდა ცხოვრება, ნიკამ კი ჩემთვის განტვირთვის მოწყობა გადაწყვიტა და გუდაურში შემომთავაზა წასვლა. (ეს ადგილი ჩვენთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია) თავდაპირველად ისევ მოუცლელობა მოვიმიზეზე და უარი ვუთხარი, თუმცა მალევე დამითანხმა. მზიანი დღე იყო და საკმაოდ ცხელოდა გზაში რამდენჯერმე გავჩერდით, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საოცრად ლამაზია მთიულეთი და სანახავიც საკმაოდ ბევრია. ბოლოს გუდაურის გადმოსახედთან გავჩერდით. ახლობელს ველოდებიო და იმდენ ხანს მალოდინა მანქანაში ჩამეძინა. ახლად გაღვიძებული კი ისე აღმოვჩნდი ცაში გააზრებაც ვერ მოვასწარი. პარაპლანით გავფრინდით ორივე და სწორედ იქ მთხოვა ხელი. დაუვიწყარი და საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო. საოცარი ბუნება, საოცარი შეგრძნებები და მომენტი, რომელსაც ყველა გოგო მოუთმრნლად ელის. ამ დღეს ორი ოცნება ერთდროულად ამიხდა: ნიკას ხელის თხოვნა და ფრენა. იმ მომენტში რეალურადაც და ემოციურადაც მეცხრე ცაზე ვიყავი. ახლაც ხშირად დავხუჭავ ხოლმე თვალებს და წარმოვიდგენ იმ მოცემულ მომენტს, ეს იყო საოცრება. გუდაურის შემდეგ ბაზალეთზე წავედით და ვღებულობდით მოლოცვებს, მას შემდეგ კი ნიშნობის თვე გამოვიგონეთ და მთელი თვის მანძილზე განსხვავებულად აღვნიშნავდით ჩვენს ნიშნობას. 2 ივლისს კი ოფიცისლური სახე მიიღო ჩვენმა ნიშნობამ, ოჯახებისა და ახლო ნათესავების გარემოცვაში. ვეცადე ეს დღეც განსაკუთრებული ყოფილიყო, თეთრი კაბით, ტორტით, რესტორანიც საგულდაგულოდ შევარჩიე და ჩვენს ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი თარიღი შევმატეთ.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილისთვის მზადება დაახლოებით 3 თვით ადრე დაიწყო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად ვიცვლიდი აზრს და ქორწილის განსხვავებულ ვარიანტებს ვიფიქრებდი. საბოლოოდ კი ორივემ ერთად გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი საზღვრებს გარეთ მომხდარიყო. რადგან ქორწილი ზამთარში დავგეგმეთ, ლოკაციად ჩემი საოცნებო ქვეყანა, ტაილანდი შევარჩიეთ. ყველაფერი მარტივად მოხდა, დავუკავშირდით ტურისტულ კომპანიას და უმოკლეს დროში ცერემონიის ყველა დეტალი, ჩვენი სურვილების გათვალისწინებით მარტივად მოაგვარეს. სამზადისი იყო საკმაოდ სახალისო და საინტერესო პროცესი. მე და ნიკა ურთიერთშეთანხმებულად ვმოქმედებდით, რამაც საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო.
კაბა
არ მიყვარს სტანდარტულობა და ყოველთვის ვცდილობ, არ ვიყო მიმბაძველი. საქორწილო კაბაც მინდოდა ყველასგან გამორჩეული და ჩემეული ყოფილიყო, ისეთი, რომლის ყველა დეტალიც ჩემი მოფიქრებული იქნებოდა. ბავშვობიდან მიყვარდა ტანსაცმლის დიზაინის შექმნა და ვფიქრობ, ეს სფერო მესამე პროფესიადაც გავიხადო. ამრიგად დაახლოებით ორ კვირაში შევქმენი ესკიზი და კაბის შეკერვა ერთ-ერთ საკმაოდ კარგ სალონს მივანდე. ეს არის კაბა, რომელიც მხოლოდ ჩემია და რომელშიც ვფიქრობ, ჩანს ჩემი ხასითიც. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდე და შედეგმაც არ დააყოვნა. ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, რაც განსაკუთრებით მახარებს. მომავალ პატარძლებსაც ვურჩევ, რომ იყვნენ მაქსიმალურად ინდივიდუალურები ყველა დეტალის შერჩევის დროს, რადგან სამოსი ზოგჯერ იმაზე ბევრს ამბობს ჩვენზე ვიდრე გვგონია.
29511631_1603640479690342_6863164705997848576_n
ქორწილის დეტალები
ყველა პატარძალი განსაკუთრებით ნერვიულობს, როცა საქმე მის ვიზუალსა და სურათებს ეხება. ყველას სურს განსაკუთრებული დღე, საოცარ კადრებად აქციოს, თუმცა ამ მხრივ არჩევანის საშუალება არ მქონია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ქორწილის ლოკაცია ტაილანდი იყო და მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შემეძლო შემეთანხმებინა დეტალები. კომპანიამ, რომელმაც თავიდან ბოლომდე უზრუნველყო ქორწილის ორგანიზება ამ დეტალებზეც იზრუნა და ვფიქრობ, ჩემი მოლოდინებიც გამართლდა. გამიმართლა, რადგან როგორც წესი, ცდილობენ დაიჭირონ და აღბეჭდონ განსაკუთრებული დეტალები. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი იმდენად ზღაპრული იყო, ფოტოაპარატმა ყველაფრის აღბეჭდვა ვერც კი მოახერხა. ეს იყო დაუჯერებელი სილამაზე, რომელიც გაკარგვინებს უნარს აღიქვა რეალობა. ეს დღე იყო ზღაპარი რეალობაში.
ქორწილი სასტუმრო centara grand mirrage -ის ტერიტორიაზე შედგა. არაჩვეულებრივი სასტუმროა არაჩვეულებრივი ხედებითა და სანაპიროთი. გვინდოდა ქვიშიან სანაპიროზე გვექორწინა და ეს ოცნებაც ახდა. არაჩვეულებრივი დეკორაციები დაგვახვედრეს და განსაკუთრებით მოხიბლული ტაილანდის ულამაზესი ბუნებრივი ყვავილებით დავრჩი. წინა დღეს შევხვდით ორგანიზატორებს, კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ყველა დეტალი თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
29497206_1603640359690354_5602712390123651072_n
ქორწილი
საოცნებო ქორწილი მქონდა და ეს იყო დღე, რომელსაც ნამდვილად შემიძლია ვუწოდო ზღაპარი. ზღვა ემოციები, საოცარი სილამაზე, ადამიანი რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მომენტი, რომელმაც “გაგვაჩვენა”. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო!
თაფლობის თვე
ჩვენი თაფლობის თქვე აქვე გაგრძელდა. ვცდილობდით რაც შეიძლება მეტი გვენახა, მეტი გაგვეგო იმ ქვეყნის კულტურის შესახებ, სადაც ვიმყოფებოდით და ფაქტობრივად სულ დავდიოდით. აქვე ავიხდინეთ კიდევ ერთი ოცნება და ვცადეთ დაივინგი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ემოციები. ბედნიერებაა, როცა ხარ იქ, სადაც გსურს, ვისთან ერთადაც გსურს და აკეთებთ რასაც გინდა. ჩვენ გვესმის ერთმანეთის და ვიცით, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი წუთები არაჩვეულებრივად. ბედნიერებას კი მხოლოდ დანახვა უნდა… ჩვენ ვხედავთ მას!
29345356_1607092606011796_1893760702_n29344909_1607092962678427_1763219277_n 29666205_1607092966011760_957424155_n 29547490_1607090952678628_824524487_n 29547458_1607091172678606_165435591_n 29550028_1607092869345103_1050257960_n 29341704_1607092712678452_503149994_n 29345405_1607092632678460_1005669764_n
რჩევა მომავალ პატარძლებს
განსაკუთრებით მესმის ყველა იმ გოგოსი, რომელიც ახლა ცდილობს ქორწილის დაგეგმვას და მესმის მათი ემოციების. მართლაც რომ ყველაზე ემოციური, ქაოსური და ამავდროულად სასიამოვნო პერიოდი აქვთ. ვურჩევდი გააანალიზონ რომ ეს დღე მხოლოდ მათ ეკუთვნით, უსმინონ მხოლოდ საკუთარ სურვილებს, იყვნენ მშვიდები და აკეთონ ყველაფერი მომავალ მეუღლესთან შეთანხმებულად. მაქსიმალურად გამოიყენონ ფანტაზია და ეცადონ იყვნენ განსხვავებულები. რაც მთავარია, ნუ მოიწყენენ იმის გამო, თუ რაღაც ისე ვერ გამოდის, როგორც მათ სურთ, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ეს არის საუკეთესო პერიოდი მათ ცხოვრებაში და მაქსიმალურად დატკბნენ. ყველაფერი იწყება განწყობით და ყველაფერს ქმნის ფანტაზია. ამრიგად ყველაფერი მათ ხელშია და იყვნენ პოზიტიურები. ნუ მისცემთ ნურავის უფლებას თავს მოგახვიონ საკუთარი აზრები და ნუ ეცდებით მოერგოთ ჩარჩოებს. ეს არის დღე, რომელსაც ვერასდროს შეცვლით და მიიღეთ სიამოვნება ყოველი წუთისგან. იყავით ბედნიერები და იცოდეთ, რომ არ არსებობს სიყვარულზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამ! ბედნიერებას გისურვებთ.
29497378_1603640073023716_8053114064261349376_n 29496274_1603640429690347_1132556010934763520_n 29510874_1603640636356993_4712228393918136320_n 29497555_1603640356357021_4400664328030650368_n 29496834_1604221166298940_4801473453084968837_n 29511269_1604216152966108_7078914462617479971_n 29511581_1604218782965845_5854489274976413910_n 29511953_1603640343023689_2399436256468533248_n 29512260_1603640306357026_335327076259201024_n 29541703_1603640066357050_2219324887355359232_n 29541350_1604220082965715_4451274850042063893_n 29513298_1603640183023705_1678046505686007808_n 29512865_1604218519632538_7759781037644877958_n29543303_1603640206357036_5706446802488655872_n 29543265_1604211692966554_4489848212241879912_n 29542516_1603640079690382_6487301303197237248_n 29542325_1603640443023679_8332590317811269632_n 29541735_1604209852966738_5947014410815785613_n

კომენტარები