TOP

სიყვარულის ლექცია

IMG-117

 

ქორწილამდე

31093404_1681550611898022_8256099041918582784_oერთმანეთი კავკასიის უნივერსიტეტში გავიცანით. მეორე კურსზე პირველი ლექცია ტარდებოდა, როდესაც აუდიტორიის კარები შევაღე და ლადო დავინახე. ყველაფერი საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულებით დაიწყო. შემდეგ უფრო ყურადღების და თბილ ფაზაში გადაიზარდა. საბოლოოდ კი ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ ჩვენი სიყვარულის ისტორიაც დაიწყო.

 

ხელის თხოვნა

36898664_1874827095873173_3758358527328911360_nვფიქრობ, რომ ხელ თხოვნის ცერემონია საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია თითოეული გოგოსთვის. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერმა ტრადიციულ ვითარებაში ჩაიარა, წინასწარ ორგანიზებული და დაგეგმილი იყო.ოჯახის წევრების გარემოცვაში ძალიან თბილი გარემო შეიქმნა.ვფიქრობ, რომ ნიშნობის დღე და ხელის თხოვნის ცერემონიალი არანაკლებ მნიშვნელოვანია ქორწილის დღეზე, სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება განწყობას. მთავარია მოიხსნათ დაძაბულობა, მუდმივად გაიღიმოთ და ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილი გქონდათ.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის სამზადისი სტრესთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ყოველთვის ვცდილობთ და მთელ ენერგიას ვდებთ, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. ჩემს შემთხვევში მომზადებისთვის დაახლოებით ექვსი თვე გვქონდა, რაც მიმაჩნია, რომ სავსებით საკმარისი დროა იმისათვის, რომ თითოეული დეტალი კარგად დაიგეგმოს. ამ ყველაფრის გაძღოლაში, რა თქმა უნდა ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებოდნენ. ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ყველაფერი მათი დახმარების გარეშე.

კაბა

კაბა – ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ყველა პატარძლისთვის. თავიდანვე ვიცოდი, რომ სასურველი კაბის შერჩევას საკმაოდ დიდ დროს დავუთმობდი, სწორედ ამიტომ დრო წინასწარ განვსაზღვრე და ძიების პროცესში მივმართე საქორწილო კაბების მაღაზია „DRESSCODE-ს”.დღემდე აღფრთოვანებული ვარ მათი მუშაობით და გამოცდილებით. ჩემი კაბა საკმაოდ რთული შესაკერი იყო, რადგან თითოეულ დეტალს ხელით დამუშვება ესაჭიროებოდა. საბოლოოდ ზუსტად ის შემიკერეს, რაც მინდოდა და ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გუნდს.

IMG-146

თმა და მაკიაჟი

ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა სრულიად „ARTHOUSE-ს” მივანდე. ვფიქრობ,რომ აქ ნამდვილი პროფესიონალები არიან, რომლებით მონდომებას არ იშურებენ იმისთვის, რომ ზუსტად ისე გამოიყურებოდე, როგორც შენ გინდა.მაკიაჟი უფრო სადა და ბუნებრივი ვარჩიე. მიმაჩნია, რომ პატარძალი ნაზად და ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, ყოველგვარი ზედმეტი დეტალის გარეშე.

IMG-4

ლოკაცია

ჯვრისწერა სიონის ტაძარში გაიმართა. ტაძარიც და ეზოც ძალიან თბილ გარემოს ქმნის. ცერემონიალი მგალობლების ხმამ დაამშვენა, რაც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. რაც შეეხება ხელისმოწერას, ამ შემთხვევაში არჩევანი weddingstory-ზე შევაჩერეთ.თითოეული დეტალი საოცრად ლამაზად იყო გაწყობილი და მომზადებული. ყველაფერი იდეალურად წარიმართა და სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ ამ მომენტით. გაგვიმართლა, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რადგან ხელისმოწერამ ღია ცის ქვეშ ჩაიარა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩემი აზრით, ქორწილის ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მივენდე პროფესიონალ ფოტოგრაფს სოსო გამგებელს, რომლის ნამუშევრებმაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.რაც შეეხება ვიდეო მონტაჟს, ამ შემთხვევაშიც ძალიან გამიმართლა და არჩევანში არ შევმცდარვარ. ალექს სუჯაშვილმა განახორციელა ვიდეო გადაღება.

ქორწილი

ქორწილის დღე ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩვენთვის. ჩვენი ქორწილი 15 აპრილს შედგა, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიყვარულთან .დიდი ნერვიულობის შემდეგ ეს დღეც შედგა და სწორედ ისეთი გამოვიდა როგორიც ორივეს გვინდოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუმართა რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო, რთული იყო ენერგია დღის ბოლომდე შემენარჩუნებინა, თუმცა მიღებული სიამოვნება იმდენად დიდი იყო, რომ ყველანაირ სტრესს ფარავს, რომელიც მაგ დღეს თავისთავად ახლავს. შიდა ინტერიერის გაფორმება ძალიან ლამაზი, ბუნებრივი ყვავილებით მოხდა, რაც საერთო ჯამში ლამაზ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა.

თაფლობის თვე

საქორწინო მოგზაურობაში იმ ღამესვე გავფრინდით. ჩვენ საოცარ დუბაის ვესტუმრეთ. დაღლილობისა და სტრესის შემდგ, ეს ყველაზე კარგი დასვენება იყო. აღფრთოვანებულები დავრჩით იქ არსებული ჰარმონიით. ყველანაირი თვალსაზრისით დუბაი საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის.

36898670_1874827029206513_2361444264258306048_n36903035_1874832039206012_7428768322142863360_n 31093404_1681550611898022_8256099041918582784_o

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ სამზადისი რაც შეიძლება ადრე დაიწყონ, რადგან დაგეგმვისას უამრავი დეტალი იჩენს თავს. მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა, რომელიც ქორწილის დღეს თქვენზე აუცილებლად აისახება. რამდენადაც არ უნდა დაგეგმოთ წინასწარ, შესაძლებელია, რომ რაღაც გაუთვალისწინებელიც მოხდეს, მაგრამ მთავარია არ ინერვიულოთ და მუდმივად იღიმოდეთ.

IMG-23IMG-21 (2) IMG-3 36950672_1874815149207701_4070503745241219072_n IMG-6721 (2) IMG-118 IMG-147 IMG-11 (2) IMG-150 IMG-173 IMG-117 IMG-113 IMG-118

კომენტარები