TOP

სიზმარში ნანახი სიყვარულის ისტორია, რომელიც რეალობად იქცა

Image may contain: 2 people, indoor

ქორწილამდე

47508269_2253295938248103_4042116721539022848_nჩვენი სიყვარულის ისტორია ბათუმში, ერთი წლის წინ დაიწყო. საერთო სამეგობრო წრის მეშვეობით გავიცანით ერთმანეთი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეზობლებიც ვყოფილვართ და არ გვცოდნია. ვაჟა თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ სარაგბო კარიერიდან გამომდინარე ბათუმში მოუწია გადმოსვლა… ყველაფერი დეტალურად მახსოვს, 19 მარტი წვიმიანი დღე იყო, მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში ვიყავი როდესაც ის მოვიდა, დანახვისთანავე თვეების წინ ნანახი სიზმარი გამახსენდა და თვალწინ დამიდგა. ვიაზრებდი, რომ უკვე ცხადში ვხედავდი. სიზმარს რაც შეეხება, ამის მოყოლის გარეშე არ გამოვა, გაზაფხულის თბილი და მზიანი დღე იყო, ზღვისპირას ვსეირნობდი ბიჭთან ერთად, იტყვით ამაში განსაკუთრებული რა არისო, მაგრამ განსაკუთრებული ის იყო, რომ გამორჩეულად თბილი და გემრიელი სიზმარი გახლდათ. გამოღვიძებისთანავე მახსოვდა ყველაფერი, განსაკუთრებით მახსოვდა თვალები და წამწამები, რომლებიც ბიჭის თაობაზე ულამაზესი და უზომოდ ბევრის მთქმელი იყო. მახსოვდა, რომ მორაგბე იყო და ისემც აგიხდეთ ყველაფერი , 4თვეში გამომეცხადა მორაგბე პრინცი, თუმცა თეთრი ცხენის ნაცვლად წითელი “MitsubiSh”-ით. სულ ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ შევხვედრილვართ და რაღაც განსაკუთრებული ისტორია იწყებოდა… ხოდა დაიწყო და გრძელდება ყველაზე ნამდვილი, ემოციებით სავსე წრფელი სიყვარული.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა ძალიან მნიშვნელოვან დღეს მოხდა, როგორ გავიგე ერთი თვის განმავლობაში გეგმავდა ჩემს მეგობრებთან ერთად, რიცხვი კი 24 მაისი შეარჩია, ჩემი დაბადების დღე. წინა დღით ჩამოვიდა “მეჯვარეებთან” და დასთან ერთად, რადგან ღამის 12 საათზე შევხვედრილიყავით ჩემს დღეს. ლოკაცია Iveria beach-ი იყო, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. შესვლისთანავე სხვანაირმა განწყობამ და ემოციამ შემიპყრო და ზუსტად 12 საათზე მთხოვა ხელი. დაუვიწყარი ემოციები იყო, დღე რომელიც სავსე იყო სიყვარულით, მეგობრობით, ერთგულებით და ზეიმით.

მზადება ქორწილისთვის

22 ივლისს გვქონდა დაწინდვის ცერემონია. ტრადიციული ქართული ნიშნობა გამოგვივიდა, თამადით, თავისი სადღეგრძელოებით, ცეკვით, ფოტოსესიით, ტორტის გაჭრით, ოჯახის წევრებით, მეგობრებით და ნათესავებით სავსე. ხუმრობდნენ კიდეც მეგობრები, ქორწილი გამოგივიდათო. დიდი შრომაც ჩავდეთ და მიხარია, რომ ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც გვინდოდა. ქორწილის მოსამზადებლად 2 თვე გვრჩებოდა, რადგან ქორწილი 14 ოქტომბერს დავნიშნეთ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ვიყავი ჩართული სამზადისში დედასთან ერთად. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დგებოდა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მეხმარებოდა მეჯვარეები და მეგობრები. მშობლების ღვაწლი კი შეუფასებელია, 400 კაციანი ზღაპრული ქორწილი მაჩუქეს, ყველა ჩემი კაპრიზების, მოთხოვნების და ოცნებების ასრულებით. ამით არ დასრულებულა ქორწილის ციებცხელება, წინ მეორე ქორწილი მელოდა თბილისში 11 ნოემბერს.

კაბა

საქორწინო კაბა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თითოეული გოგოს ცხოვრებაში. ყველას გვაქ ჩვენს წარმოსახვაში და ფიქრებში შექმნილი ჩვენეული ვერსია საოცნებო კაბის. კაბის დიზაინი თვალდახუჭულმა მივანდე ხათუნა იმნაძეს და მის გუნდს(Maria Ge). კაბის დანახვისთანავე ისეთი ემოცია მივიღე, რომ ვიცოდი არჩევანს ზუსტად მასზე რომ შევაჩერებდი. რაც შეეხება მეორე კაბას, ჩემეული ვერსიაა, რომელიც პირადი მკერავის საშუალებით ვაქციე რეალობად.

Image may contain: one or more people, people standing, wedding, ocean, sky and outdoor

თმის აქსესური და დეტალები
უკრეატიულესმა და უმაგრესმა გოგომ ტომა გაბუნიამ შექმნა.

Image may contain: one or more people and closeup

ყველაზე პრინცესული ფეხსაცმლი კი ნათია სანიკიძის შემოქმედებაა

No automatic alt text available.

თმა და მაკიაჟი

თმას და მაკიაჟს რაც შეეხება, ბათუმში ანა პატარაიას და ელი გაბაიძეს მივანდე. წარმოუდგენელია მათთან მიხვიდე და იქედან გულდაწყვეტილი წამოხვიდე. თბილისში კი Beauty academy-ის და ყველაზე უსაყვარლეს ანა ბერიძეს მივენდე 100%-ით,.  ორივე შემთხვევაში, ორივე ანამ ნამდვილ დედოფლად მაგრძნობინეს თავი და ამისთვის ორივეს ძალიან დიდი მადლობა.

Image may contain: Khatia Jashi, closeupImage may contain: 1 person, closeup

ტორტი

უგემრიელესი და ულამაზესი ტორტი კი “დონა”-ს წარმოსახვა და ხელოვნებაა

ლოკაცია

ჯვარი ბათუმში დავიწერეთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხელის მოწერა კი თბილისში გვქონდა, კერძოდ ექსპოჯორჯიაში, რესტორან ტერასაში.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი, ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ქრისტინე ჩხარტიშვილია, რომელმაც ზუსტად ისე ასახა და გადმოსცა ყველა დეტალი, როგორც საჭირო იყო. ნიშნობიდან მოყოლობული სულ გვერდით მედგა და ხუმრობით ამბობს ხოლმე: სამი ქორწილი გამოგივიდაო. ვიდეო კი უნიჭიერესმა გიორგი შკუბულიანმა გადაგვიღო. საბოლოოდ კი ძალიან მაგარი კლიპები და ფოტო ალბომები გვაქვს.

ქორწილი

ქორწილი ორივე შემთხვევაში იმაზე კარგი, ენერგიული, ემოციური, სანახაობრივი და ორგანიზებული გამოვიდა, ვიდრე გვეგონა. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ამდენი ენერგია და ნერვიულობა ფუჭი არ აღმოჩნდა და ჩვენ ეს შევძელით

თაფლობის თვე

თაფლობისთვე ანტალიაში გავატარეთ, რომელიც ძალიან მზიანი, ენერგიული, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო.

რჩევა მომავალ პატარძლებს

რჩევა ის იქნება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯეთ, არ დაიშუროთ ძალა და ენერგია, რადგან ეს დღე დაუვიწყარი უნდა იყოს. ამიტომ, აისრულეთ ბავშობის ჩუმი ჩანაფიქრები ქორწილთან დაკავშირებით და оторвитесь по полной. დამერწმუნეთ “სამჯერადი” გამოცდილება მალაპარაკებს.

Image may contain: 2 people, people standing and weddingImage may contain: one or more people and outdoor

Image may contain: one or more peopleImage may contain: flower, plant, nature and outdoorNo automatic alt text available.Image may contain: 2 people, people smiling, people standing and indoorImage may contain: 3 people, wedding and indoor

Image may contain: one or more people and weddingImage may contain: 3 people, people smilingImage may contain: one or more people and wedding

Image may contain: 10 people, people smiling, wedding and indoorImage may contain: Khatia Jashi, weddingImage may contain: 2 people, indoor

Image may contain: 11 people, people smiling, wedding and outdoorImage may contain: one or more people, wedding and indoorImage may contain: 2 people, wedding

Image may contain: 1 person, standing, wedding, ocean and outdoorImage may contain: 2 people, people standing and weddingImage may contain: 1 person, closeup

კომენტარები