TOP

სად ვიმოგზაუროთ თაფლობის თვეში?

თაფლობის თვე ქორწინების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგი ადგილი შეარჩიოთ, სადაც დაუვიწყარ დღეებს გაატარებთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად.

CINQUE TERRE, ITALY

Cinque Terre იტალიის ზღვისპირა ქალაქია. იდეალური ადგილი რომანტიკული დასვენებისთვის.  ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის, შესაბამისად აქ მოგზაურობა ძალიან საინტერესოა.  ეს ქალაქი ნამდვილი თავშესაფარია ბუნებისა და რომანტიკის მოყვარულთათვის. თქვენ შეგიძლიათ ისეირნოთ მის ლამაზ ქუჩებში, დატკბეთ ხედებით, მიირთვათ უამრავი განსხვავებული საკები და უბრალოდ დაისვენოთ.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

  • მოაწყოთ ნავით გასეირნება
  • მიირთვათ ყველა საფირმო კერძი და ზღვის პროდუქტი
  • იხეტიალოთ ისტროიულ ქუჩებში
  • რელაქსირდით სანაპიროზე
  • გასინჯეთ იქაური ღვინო

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

საუკეთესო პერიოდი მარტიდან მაისი ჩათვლით და სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით გახლავთ. ეს არის პერიოდი, როდესაც ტემპერატურა დარეგულირებული და მეტად სასიამოვნოა.

PORTUGAL

პორტუგალია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც თაფლობის თვე შეგიძლიათ გაატაროთ.  ეს ქვეყანა გთავაზობთ ყველაფერს იმას, რაც მოგზაურს შეიძლება სჭირდებოდეს და უნდოდეს.  ძველი არქიტექტურა გაგრძნობინებთ, რომ  წარსულში დააბიჯებთ.  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აქ საუკეთესო ღვინოა და განთქმულია თავისი დახვეწილი სამზარეულოთი.  თუ გსურთ, რომ მთლიანად შეიგრძნოთ პორტუგალიის სიდიადე, აუცილებლად უნდა ისეირნოთ მის ქუჩებზე, გასინჯოთ მისი სამზარეულო და ისრიალოთ წყალზე. აქ ნამდვილი სამოთხე გელოდებათ.

რა უნდ აგააკეთოთ აუცილებლად!

  • დაიკარგოთ ლისაბონის ისტორიულ ქუჩებში
  • ეწვიოთ Oceanário de Lisboa-ს უდიდეს დახურულ აკვარიუმს ევროპაში
  • დაკრიფეთ და მიირთვით ყურძენი Douro Valley-ში. (ამის სეზონი ძირითადად სექტემბერშია, თუმცა ამინდის მიხედვით იცვლება სეზონიც)
  • დაგეგმეთ ტური Porto Cálem-ში
  • აიღეთ ერთი დღე, იმოგზაურეთ ლისაბონიდან სინტრამდე და  შეისწავლეთ ყველა ციხე სიმაგრე
  • აუცილებლად  სცადეთ ბედი სერფინგში.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის 

მარტიდან მაისი ჩათვლით და სექტემბრიდან ოქტომბრამდე.ეს არის დრო, როდესაც ტემპერატურა საუკეთესოა პორტუგალიის ქუჩებში სახეტიალოდ.

ICELAND

ეს ადგილი ერთ-ერთი იშვიათია დედამიწაზე. ზაფხულშიც და ზამთარშიც ერთნაირად საინტერესო და ლამაზი. ზამთარში ძირითადად თოვლით არის ფერდობები დაფარული. ზაფხულში თბილა, მაგრამ არ ცხელა,  შესაბამისად ზაფხულში აქ სტუმრობა ძალიან სასიამოვნოა.  მნიშვნელობა არ აქვს  როდის მიდიხართ, თქვენ ყველა შემთხვეაში ისიამოვნებთ იქ ყოფნით, მყინვარებს შორის ფეხით სეირნობით და ცხელ წყლებში ნებივრობით.

რა უნდ აგააკეთოთ აუცილებლად!

  • შეიწოვეთ ყველა სასარგებლო ნივთიერება The Blue Lagoon-დან
  • მოიწყვეთ პიკნიკი Reynisfjara-ის შავი ქვიშის სანაპიროზე
  • წადით ვეშაპების სანახაობაზე (სეზონი: აპრილიდან ოქტომბრამდე, პიკი: ივნისიდან აგვისტომდე)
  •  Vatnajökull National Park-ში დალაშქრეთ  მყინვარები და ჩანჩქერები

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის 

ზამთარი –  დეკემბრის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე. ეს საუკეთესო დროა ზამთრის აქტივობებისთვის

ხოლო ზაფხულში ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ჩათვლით.

BANFF, ALBERTA, CANADA

თუ თქვენ ხართ ის წყვილი, რომელსაც ცხოვრება უნდა ბუნებაში, შესაძლოა ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობდეს თაფლობისთვისთვის. საოცარი ბუნება, ხედები, თითქოს ხელუხლებელი  ლანდშაფტები,  ფირუზისფერი ტბები – ეს ყველაფერი ნამცვილი სამოთხეა. ზაფხულში შეგიძლიათ კარავშიც კი დარჩეთ.  არ აქვს მნიშვნელობა რა სახის თავგადასავალი გსურთ თაფლობისთვისთვის, ამ ადგილს აქვს  ბუნების ყველანაირი ხასიათი.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად!

  • ისეირნეთ საფეხმავლო ბილიკებზე
  • კანოეთი გაისეირნეთ  Lake Louis-ზე და მის დობილ Moraine Lake-ზე
  • დატკბით ხედით helicopter ride დან ან Banff Gondola-დან
  • მოიწყვეთ ტური Columbia Icefield-ში

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

ივნისიდან აგვისტომდე არის იდეალური პერიოდი. ამ დროს  ტარდება ყველა საზაფხულო შეჯიბრი. ივნისიდან იხსნება ყელა ბილიკი და ტბები სიკაშკაშეს იძენენ.

დეკემბრიდან მარტამდე არის საუკეთესო დრო ზამთრის აქტივობებისთვის, სრიალისთვის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზვავის რისკიც მაღალია.

TULUM, MEXICO

ტულუმი ყველაზე ცხელი სანაპიროა მთელს მსოფლიოში. ეს ადგილი იდეალურია იმ წყვილისთვის, ვისაც სანაპიროზე ჯდომა  სურს, ტროპიკული სასმლის თანხლებით.  აქ უნდა მოინახულოთ გამოქვაბულები, შეისწავლოთ მაიას ნანგრევები და  მიირთვათ ტაკო.  ტულუმი იდეალური ვარიანტია იმისთვის, რომ მძიმე საქორწილო მზადების შემდეგ წამოწვეთ ცხელ ქვიშაზე, დაისვენოთ და მოემზადოთ  ცხოვრების ახალი  ეტაპისთვის.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად!

  •  გაატაროთ დღე Playa Paraiso-ზე
  • იცურაოთ ზღვის კუებთან ერთად
  • ესტუმროთ Mayan Ruins-ს
  • მოამზადოთ თქვენი ხელით ტაკოები

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

ნოემერი და დეკემერი არის ის ორი საუკეთესო თვე, როდესაც ტულუმს უნდა ესტუმროთ. ეს არის პერიოდი, როდესაც ქარიშხლები უკვე დასრულებულია და ტემპერატურა არის ნორმალური.

THAILAND

ტაილანდი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი ადგილია წყვილებისთვის, რომელთაც სურთ ცოცხალი, დინამიური და კულტურული ექსპანსიური  თაფლობის თვე.  აქ თქვენ იპოვით აყვავებულ ჯუნგლებს, ხელუხლებელ პლაჟებს, ულამაზეს სასახლეებს, უძველეს ტაძრებს. ტაილანდი საკმაოდ იაფი ქვეყანაა და იქ მოგზაურობისთვის დიდი ბიუჯეტი არ გჭირდებათ.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად!

  • ჭამეთ, იძინეთ, იცურავეთ, გაირუჯეთ და პარალელურად დაეხმარეთ სპილოებს Elephant Nature Park-ში
  • მოინახულეთ Wat Pho, ტაილანდის  უძველესი ტაძარი, რომელიც ბანგკოკში მდებარეობს
  • დაესწარით ტაილანდური საკვების მომზადების მასტერკლასებს

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

ნოემბრიდა თებერვლამდე საუკეთესო დროა. ამ პერიოდში ყველაზე მშრალი და სასიამოვნო კლიმატია

ბედნიერ და სასიამოვნო  მოგზაურობას გისურვებთ!

კომენტარები