
საბედისწერო ზარი ბათუმიდან თბილისში
ქორწილამდე

ხელის თხოვნა

მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი ალბათ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი რამაა. დაახლოებით 2თვით ადრე დავიწყე მზადება: ვისი აზრიც მაინტერესებდა ყველა ჩავრთე ამ პროცესში (მე კი ყველას აზრი მაინტერესებდა).
ძირითადად მეჯვარეები მყავდა გადაღლილ – გადაქანცული, სადაც კი წავიდოდი ყვეგან მიმყავდა ყველაფერს მათთან ვათანხმებდი და ისინიც, რა თქმა უნდა, მე მითანხმებდნენ ყველაფერს. ძალიან მომთხონი და ეგოისტი ვიყავი. იმდენად ვიყავი ჩაფლული სამზადისში, რომ რამოდენიმე კილო დავიკელი და ბოლოს 40კილო პატარძალი გახლდით. ჩემთვის ყველაზე რთული თბილისიდან ბათუმში სიარული იყო, თანაც თითქმის ყოველ 2კვირაში ერთხელ, რადგან ქორწილი იქ მქონდა და ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი იყო(სხვას ვერ დავავალებდი ამხელა საპასუხისმგებლო საქმეს)
კაბა
საპატარძლო კაბა შევიკერე და ძალიან ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი შექმნილი კაბა არ არის. ერთი ულამაზესი პატარძალის, გვანცა აფაქიძის მოდელია. როგორც კი დავინახე მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, თუმცა პრობლემა შემექმნა, თავდაპირველად სულ სხვა კაბის შეკერვა მინდოდა, დიზაინი ჩემით მოვიფიქრე და როდსაც კაბა თითქმის დასრულებული იყო მივხვდი, რამდენად საშინელი პატარძალი ვიქნებოდი თუ იმ კაბას ჩავიცმევდი. არ მომეწონა შეკერილი, არცერთი დეტალი არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო. ქორწილამდე კი სულ ცოტა დრო რჩებოდა. ამ დროს ვნახე სწორედ გვანცას კაბა და ისე მომეწონა, რომ ჩემი უკვე ნახევრად შეკერილი, საშინელი კაბა სულ დამავიწყდა და დრესკოდის ძალიან მაგარმა თანამშრომლებს მივანდე ეს საკითხი.
თმა და მაკიაჟი
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თმაც და მაკიაჟიც სადა უნდა ყოფილიყო, მეტი არაფერი. სრულიად ვენდობოდი ჩემს სტილისტს. ბათუმში New forms-ში გავიკეთე ქეთი შავიშვილთან და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ლოკაცია
ჯვრისწერა ბათუმში, სამებაში მქონდა და ამიტომაც ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, 14 რიცხვში მინდოდა ქორწილი, მაგრამ ტაძრის და არამარტო ტაძრს გამო, 15-ში მომიწია გადატანა. ხელის მოწერის ცერემონიალი დავგეგმე ზღვისპირას, კაზინო კამპიონის ვერანდაზე, თუმცა ჩემდა საუბედუროდ გაწვიმდა და ჩაიშალა, ამიტომაც ხელი ჯერ არ გვაქვს მოწერილი. ზაფხულში ვგეგმავ ისევ ზღვისპირას.
ქორწილი რესტორან ლიდერში მქონდა, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ირაკლი ლაფაჩი იყო ჩემი ფოტოგრაფი და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ფოტოგრაფი მყავდა! ვიდეო გადამღები ასევე ძალიან მაგარი, ედგარ დავითიანი იყო. ჯერ შერატონში მქონდა ფოტოსესია, შემდეგ სამების მიდამოებში, სადაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება. შემდეგ ბულვარის გზაზე და ბოლოს უკვე რესტორანში. საბოლოო ჯამში იდეალური ფოტოსესია გამოვიდა!
ქორწილი
ქორწილი დაიწყო ჩვეულებრივად, როგორც ქართულ ტრადიციულ ქორწილს შეეფერება და გაგრძელდა თამადის სადღეგრძელოებით, რაც მართალი გითხრათ დიდად არ მხიბლავს. შემდეგ ჩემი და ბექას ვალსი და ტანჯვა, რადგან კაბის შლეიფი ძალიან მიშლიდა ხელს და ნერვს ცეკვაში. ვფიქრობ კმაყოფილი დარჩა ყველა. არც დიდად დარდიმანდული სიმღერები ყოფილა ქორწილში რაც ძალიან მახარებს (იცინის). მოლოდინი ბოლომდე ვერა მაგრამ 80%-ით გამართლდა.
საქორწინო მოგზაურობა
ეს ცოტა მტკივნეული თემაა . საგზური გვაჩუქეს მეგობრებმა ბუდაპეშტი-პრაღა-ვენის , მაგრამ გამოცდები დამეწყო და ვერ წავედით, ამიტომაც ლოპოტაზე გავემგზავრეთ რამოდენიმე დღით.
რჩევა მომავალ პატარძლებს
პირველ რიგში გაითვალისწინონ აუცილებლად ამინდის პროგნოზი, რადგან ამინდს შეუძლია ოცნებების 50% -ის დამსხვრევა მაინც. და ბოლოს, ყველა პატარძალს ვუსუვებ ისეთი ქორწილი ჰქონოდეთ, როგორზეც ოცნებობენ. მე ოცნება ამიხდა.