TOP

ბიჭების ჩაცმულობა ქორწილში

ერთ დროს დიდი მნიშვნელობა საერთოდ არ ენიჭებოდა იმას, თუ რა ეცვა ბიჭს ქორწილში. უბრალო, ბანალური შავი “შარვალ-კოსტუმიც” სრულიად საკმარისი და მისაღები იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ვითარება ამ კუთხით შეიცვალა და დღეს უკვე ბიჭები გაცილებით მეტს ფიქრობენ  თავიანთ საქორწილო ლუქზე, ვიდრე ეს ადრე იყო.  უპირატესობა უკვე განსხვავებულ, ფერად სამოსს ენიჭება, ბანტითა და სხვადასხვა აქსესუარებით. ბანტთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ პატარა, პიჯაკის ჯიბეზე დასამაგრებელი თაიგული, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს აძლევს სამოსს.   წარმოგიდგენთ 2018 წლისთვის აქტუალურ მოდელებს.

კომენტარები