
როგორ შევარჩიოთ საქორწილო თაიგული
თაიგული, შეიძლება ითქვას, პატარძლის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია. მისი შერჩევისას გასათვალისწინებელია ყველა დეტალი: ყვავილები, ფერი, სიგრძე, ზომა და ა.შ.
ყვავილები, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. წითელი ვარდი ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა. მისი გამოყენება ზამთარში ეფექტური იქნება. თუ ქორწილი გაზაფხულზე გაქვთ, ვარდისფერი ყველაზე სასურველია. შემოდგომაზე თაიგულში შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი მცენარეებიც.
მნიშვნელოვანია, რომ თაიგულის სიგრძე თქვენს სიმაღლეს შეუსაბამოთ. მაღალ პატარძალს გრძელი თაიგული მოუხდება, საშუალო სიმაღლისას კი მოკლე.
ყურადღება მიაქციეთ თაიგულის შეკვრას. ცუდად შეფუთლმა, ან შეუფუთავმა ყვავილებმა, შესაძლოა კაბა დაგისვაროთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფერებს, რომლებიც დომინანტი იქნება თქვენს ქორწილზე.
გთავაზობთ თაიგულებს, რომლებიც შთაგაგონებთ და გაგიადვილებთ თაიგულის შერჩევას.