როგორ ვთხოვოთ შეყვარებულს ხელი
ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც ხვდებით, რომ დროა ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინოთ, ამ ყველაფერს კი წინ თქვენი პირველი ნაბიჯი – ხელის თხოვნა უძღვის.
“გამომყვები ცოლად?”- ამ ფრზას ალბათ ყველა შეყვარებული გოგო ელოდება და წარმოუდგენია, რომ ეს მომენტი ძალიან რომანტიკული, ორიგინალური და შოკისმომგვრელი იქნება.
ბიჭებო, თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ეს მომენტი მაქსიმალურად აქციოთ ისეთად, როგორზეც თქვენი მეორე ნახევარი ოცნებობს. ამაში ჩვენ დაგეხმარებით.
პირველრიგშ ამის შესახებ მის ოჯახს უნდა აცნობოთ. ეს დიდი პატივისცემის ნიშანია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხს უთანხმებთ და ფაქტობრივად მათი შვილის ხელს სთხოვთ. ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ და რა ვითარებაში გააკეთოთ ეს უშუალოდ თქვენს შეყვარებულთან.
მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ხელის თხოვნამდე გოგოს ოდნავი წარმოდგენა და ფიქრიც კი არ ჰქონდეს იმისა, რომ ამ ღონისძიების ჩატარებას აპირებთ. არ ესაუბროთ საერთოდ მომავალსა და ოჯახზე. არც მოსალოდნელ ქორწინებაზე. აფიქრებინეთ, რომ თქვენს დანიშვნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თუ არის ამის საშუალება, რომ წინასწარ ყველანაირი მოლოდინი და ეჭვი გაუქარწყლოთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან სწრაფად და მოულოდნელად, ყოველგვარი დიდი და რომანტიკული შესავლების გარეშე. ასეთ დროს გამოწვეული ერთბაშა ემოცია უფრო ეფექტური და დაუვიწყარია. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ თქვენს გოგოს მოლოდინი აქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას აპირებთ, მაშინ ეს ყველაფერი შეგიძლიათ ძალიან ლამაზად, გრანდიოზულად და რომანტიკულად გააკეთოთ.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სურს მათ. ყველა ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავებული სურვილები და მოლოდინები აქვთ. ზოგ გოგოს უყვარს გრანდიოზული ხელის თხოვნა, ბევრი ხალხით, ოვაციებით, ფეირვერკებით, ცრემლებით, მილოცვებით. ზოგიერთი გოგოსთვის კი ეს ძალიან ინტიმური და სენსიტიური საკითხია, ამიტომ უნდა, რომ განმარტოებით, ერთი ერთზე რომანტიკულ ვითარებაში სთხოვონ ხელი.
გაითვალისწინეთ, არ გააკეთოთ ეს ქორწილში, ყველასთვის კარგად ნაცნობი და უკვე ძალიან გაცვეთილი ხერხით – თაიგულის გადაცემისას! ჩათვალეთ, რომ თქვენი მეორენახევარი მაშინვე მიხვდება რაც ხდება და ბეჭდის ამოღების მომენტი აღარ იქნება მოულოდნელი.
ეს არის ყველაზე ყველაზე გრანდიოზული ხელის თხოვნა, რომლის მსგავსიც მსოფლიოშ მეორე არ ყოფილა!