TOP

როგორ დავგეგმოთ ქორწილი 3000 ლარად

030d56a2fe41547463b18e13384839f3

ქორწილი –  დღე, რომელზეც გოგოების 90% ბავშვობიდან ოცნებობს.

ალბათ ყველა გოგოს წარმოუდგენია, როგორი იქნება მისი ქორწილის დღე. როგორი კაბა ეცმევა, ვინ იქნება მის გვერდით. ბევრჯერ წარმოდგენილი ექნება ის მომენტი, როდესაც პირველად წარსდგება თავისი მეორე ნახევრის წინაშე… მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, თუ რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული ეს ერთი ლამაზი დღე.  თუმცა ეს ისეთი დღეა, რომელიც ცხოვრებაში აღარასოდეს განმეორდება (ნუ, ძირითად შემთხვევაში 🙂 ), ამიტომ მცირე ბიუჯეტის გამო ამაზე უარი არ უნდა თქვათ. მოუყაროთ თქვენს  ფინანსებს თავი და დაიწყეთ პატარა და სამახსოვრო ქორწილის დაგეგმვა!

პირობითად ავიღოთ ყველაზე მინიმალური თანხა – 3000 ლარი.

პირველრიგში ვისაუბროთ თქვენს ჩაცმულობაზე.

72764d36ebf884ca3c815b77bb0cb447

იმისათვის, რომ კაბა იაფი დაგიჯდეთ, უნდა შეარჩიოთ სადა სტილის, უკვე გაქირავებაში ნამყოფი კაბა.  საქორწინო სალონებში ასეთი კაბების ფართო არჩევანი აქვთ. მათი ფასი საშუალოდ 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ფეხსაცმელს მას 50-100 ლარის ფარგლებში შეიძენთ, აიტომ პატარძლის ჩაცმულობა დაახლოებით 600 ლარი ვიანგარიშოთ.

პლუს სალონური მომსახურება – თუ საშუალო დონის, მაგრამ კარგ ვიზაჟისტსა და სტილისტს შეარჩევთ, ეს საშალოდ 100 ლარი დაგიჯდებათ.

შარვლისა და პიჯაკის მაღაზიაში შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ უახლოეს ბაზრობას მიაშუროთ, სადაც მათი ფართო არჩევანია. სიძის საშალო ხარისხის სამოსსა და ფეხსაცმელს ჯამში 400 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ჩაცულობა – 1100 ლარი 

გამომდინარე პატარა ბიუჯეტიდან, ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფზეც მოგიწევთ ეკონომიის გაკეთება. საშუალო დონის ფოტოგრაფის დაქირავება დაახლოებით 700 ლარშიც შეიძლება, ხოლო რაც შეეხება ვიდეოგრაფს, ქართულ ბაზარზე 200 ლარიანი მომსახურების პაკეტიც არსებობს, რომელიც უბრალოდ აღბეჭდავს თქვენს დღეს ფირზე და სტანდარტულად დაგიმონტაჟებთ.

ფოტო-ვიდეო გადაღება  – 900 ლარი 

iluminação de casamento varal de luzes

ვინაიდან ბიუჯეტი ძალიან დაბალია,  ქორწილის რესტორანში გადახდა შეუძებელია, თუმცა ეს სულაც არ არის ტრაგედია და გამოუალი მდგომარეობა.  თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხელის მოწერის ცერემონია გამართოთ Weddingstory-ს სივრცეში, სადაც მოაწერთ ხელს და ცერემონიის შემდეგ ისიამოვნებთ კარგი მუსიკითა და ტკბილი სუფრით, ალკოჰოლური და გამაგრილებელი, ცივი სასმელებით.  ისვრით თაიგულს და გაჭრით ტორტს, რომელიც დაახლოებით 100 დან 200 ლარამდე დაგიჯდებათ.  ცერემონიის ფასი 800 ლარია, რომელშიც შედის ტერიტორია ცერემონიისთვის, სრული დიზაინი, დეკორაციები, სკამები თქვენი სტუმრებისთვის, ფოტოსესიის რეკვიზიტები და ტკბილი სუფრა სასმელებით.
იხილეთ დეტალები: ხელის მოწერის ცერემონია

ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ 3000 ლარად გადაიხადოთ პატარა და ორიგინალური ქორწილი, რომელიც აგიხდენთ ოცნებას და მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ.

Image may contain: plant, tree, outdoor, text and nature

Image may contain: grass, outdoor and nature

Image may contain: outdoor

Image may contain: 4 people, people playing musical instruments, people sitting and outdoor

Image may contain: plant, tree, flower and outdoor

Image may contain: one or more people, tree, grass, shoes, plant, wedding, outdoor and nature

Image may contain: tree, plant, flower, outdoor and nature

Image may contain: plant, flower and nature

კომენტარები