პატარძალი და მეჯვარეები
თუ აპირებთ, რომ რამდენიმე მეჯვარე გყავდეთ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მათი კაბები. ჩვენი მეგობრები განსხვავდებიან სიმაღლით, წონით, სხეულის ფორმებით, ვარცხნილობით… საკმად რთულია ყველა მათგანს ერთნაირი კაბა შეურჩიო. რამდენიმე გამოსავალია:
- შეარჩიოთ ერთი ფერი და ყველამ სხვადასხვა ქსოვილის და დიზაინის კაბა შეიკეროს.
- შეარჩიოთ ქსოვილი და ფერი და ყველამ სხვადასხვა დიზაინის კაბა შეიკეროს.
- შეარჩიოთ კაბის დიზაინი და ყველამ სხვადასხვა ფერის შეიკეროს.
- შეიკეროს ყველამ ერთნაირი კაბები.
- ყველამ ჩაიცვას ის, რაც სურს.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს, მეჯვარეების კაბების შერჩევისას.