TOP

…ნამდვილად დავებედეთ ერთმანეთს

FS2T4972

ქორწილამდე 

dმე და გიორგიმ ერთმანეთი facebook-ით გავიცანით 2013 წლის 17 დეკემბერს. ზოგადად ყოველთვის მიკვირდა მსგავსი ურთიერთობები, თუმცა facebook-ის საშუალებით დიდი ბედნიერება ,სიყვარული და სიხარული ვიპოვე გიორგის სახით. … თავიდანვე ჩემი ყურადღება მიიქცია იმიტომ,რომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი მსგავსება იყოო, საერთო ღირებულებები და ინტერესები. ამით  უფრო და უფრო  საინტერესო ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა.  გაცნობის დროს გაირკვა რომ გიორგის დაბადების დღე 11 მარტს ჰქონია მე კი 12 მარტს, თუმცა გიორგი 4 წლით დიდია ჩემზე და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. ასევე გაცნობის დროს, პირველი მკითხა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვიყავი თუ არა და ამან ძალიან მომხიბლა, რადგან მივხვდი, რომ ორივესთვის პირველ ადგილას უფალი იყო.  მითხრა, რომ ეკლესიის აშენება უნდოდა, როცა საშუალება ექნებოდა და  საბოლოოდ  დავრწმუნდი, რომ მასთან ურთიერთობა  უნდა გამეგრძლებენია. თავიდან მეგობრობით დავიწყეთ, მაგრამ ისე აქტიურობდა პირველი მესიჯიდანვე, რომ მეგობრად ვერასდროს აღვიქვამდი…  2 იანვრამდე ერთმნეთს არ შეხვედრილვართ. გიორგი ფეხბურთელიაა, სულ ვარჯიშები და თეორიები ჰქონდა, ორივეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვქონდა და მესიჯებით და ზარებით შემოვიფარგლებოდით. პირველი პაემანი კი სტადიონზე გვქონდა.  ეს დღე ძალიან მიყვარს და ნამდვილად დავებედეთ ერთმანეთს. იმის მერე 3 წელი და 9 თვე გავიდა და ერთი დღე არ ყოფილა, რომ ერთმანეთის გარეშე ვყოფილიყავით, შემდეგ გიორგიმ თავის უსაყვარლეს მოძღვართან მიმიყვანა და იმ დღის მერე ერთი სულიერი მამა გვყავს. ეს დიდი ბედნიერებააა. გიორგიმ უბედნიერეს ადამიანად მაქცია თავისი უსაზღვროო სიყვარულით და სითბოთი. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნამდვილად ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი იდეალური მამაკაცია, ყველა თავისი ღირსეული თვისებით. უფლის უდიდესი და საოცარი, ყველანაირად განსხვავებული  საჩუქარი, რომელსაც ვერც ვინატრებდი, რომელიც 3წლის განმავლობაში ყოველ დღე სიცოცხლეს მილამაზებდა და უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებდა თავს. არც კი ვიცი ამხელა სიყვარული და სითბოო როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რაც მას გააჩნია. ეს უდიდესი ნიჭია და მიკვირს, უფალმა ეს ადამიანი მე  რომ მაჩუქა.

ხელის თხოვნა

2გიორგიმ ხელიი ჩემს უსაყვარლეს ადგილას, Tiffany Bar & Terrace-ში მთხოვაა, 2017 წლის 27 ივლისს.  მე და გიორგი ძალიან ხშირად დავიდოით  ბევრ ლამაზ ადგილას, მიუხედავად ჩემი დიდი თხოვნისა,  არასდროს მივყავდი ტიფანი ბარში და ძალიან მწყინდა. თურმე, როგორც ჩანს, ხელის თხოვნისთვის შემოინახა ჩემთვის სასურველი ადგილი და ამ მოულოდნელი და ორიგინალური სიურპრიზით ძალიან  გამახარა ….ამ საღამოს მთხოვა რომ  ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი და მე ვერც კი ვიფიქრებდიი, რომ ხელი  უნდა ეთხოვა.  ჩვეულებრივ 3გამოვიპრანჭე, ტიფანი ბარში რომ მივედით, ვიეჭვე, ხელი ხომ არ უნდა მთხოვოს – თქო,მაგრამ გავიდა ნახევარი საათი, შემდეგ 1 საათი და არაფერი ხდებოდა…გიორგიმ მთხოვა ცოტახანი გავალო და როცა უკან დაბრუნდა მარტოო აღარ იყო. ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად შემოვიდა კარშიი, ხელში skylantern-ის  უსაყვარლესი ჰელიუმის ბუშტები და MonTa&Go მონტაგო- ს ულამაზესი ვარდები ეჭირა. ეს რომ დავინახეე მთლიანად ავკანკალდიი ბედნიერებისგან. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდიი. ისეთი გრძნობა იყო, მეორედ რომ არ განმეორდება. თურმე ტიფანის მენეჯერიც ჩართული ყოფილა ამ ყველაფერში და ყველანაირად დაეხმარა გიორგის, რომ ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო. შემდეგ დაიჩოქა და ხელი მთხოვა. ჩემზე ბედნიერი მგონი დედამიწაზე არავინ იყო მაგ წუთებში  და მე ვთქცვი კი  <3 …ხელის თხოვნის შემდეგ ტიფანის მენეჯერი დამიკავშირდა და ტიფანის ფასდაკლების ბარათის პირველი ბარათი გადმოგვცა, კომპლიმენტის ნიშნად , რომელიც მთელი ცხოვრება იქნება მოქმედი.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის სამზადისი 10 აგვისტოდან დავიწყეთ, დაწინდვის შემდეგ და ქორწილი 7 სექტემბერს გვქონდა. ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ქორწილის დაგეგმვა, თუმცა ძალიან რთული იყო, რადგან ყველაფერი გვინდოდა საუკეთესოდ გაგვეკეთებინა. მე და გიორგი ვაკეთებდით ყველაფერს და ხშირად ძალიან გვიან გვიწევდა  სახლში დაბრუნება. დამღლელი იყო, თუმცა სასიამოვნოდ დამღლელი. თითქმის ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი იყო სამზადისში ჩართული და გვეხმარებოდნენ. ვიცოდით, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღისთვის ვემზადებოდით და დიდი სიხარულით ვაკეთებდით ყველაფერს. ქორწილის სამზადილი ნამდვილად ამაღელვებელიი იყო. ყველაზე სასაცილო ქართული ცეკვის  გაკვეთილები იყო, რადგან გიორგისგან განსხვავებით მე არ მივლია  ქართულ ცეკვაზე და არ ვიცოდი არაფერი. 3 დღეში დავდგით ქორწილამდე ქართული ცეკვა და საბოლოო ჯამში ნორმალურად ვიცეკვეთ.

კაბა

კაბა მარიონელაში ავარჩიე. ვიცოდი მიახლოებით როგორი სტილიც მინდოდა. მარიონელა თავისი უნიკალური და ორიგინალური კაბებით, რა თქმა უნდა, ჩემს გემოვნებასაც მოერგო და პირველივე კაბის მოზომვის შემდეგ არც მიფიქრია სხვა კაბის მოზომვა, ისე მომეწონა. ზუსტად ისეთი  იყო, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო. კაბა პრინცესული და ულაამზესი იყო, როგორც წარმომედგინა ხოლმე ყოველთვის ჩემს ქორწილზე ფიქრის დროს.

FS2T4327

თმა და მაკიაჟი

ქორწილის დღეს თმის და მაკიაჟის გაკეთება  სილამაზის სალონ NATALI-ს პროფესიონალ ტატას მივანდე და ძალიან კმაყოფილიი დავრჩიი. მიუხედავად ძალიან ქარიანი ამინდისა, დამაკმაყოფილებლად შეინარჩუნა ვარცხნილობამ პირვანდელი სახე .

ლოკაცია

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჯვრისწერა იყო და ჩვენმა ენით აღუწერელმა, უტკბილესმა და უთბილესმა, სასწაულმა მოძღვარმა, ირაკლი დუმბაძემ დაგვწერა ჯვარი, დიდი დიღმის 100,000 მოწამის ტაძარში. სასწაული შეგრძნება იყო, მთელი ჯვრისწერა უფლის დიდებაში გავატარეთ. ხელმოწერა დაგეგმილი იყო ლისის ტბასთან ღია ცის ქვეშ, თუმცა ძლიერი ქარის გამო ლოკაციის შეცვლა მოგვიწია და  გაიმართა ლისი ლაუნჯში …ხელის მოწერის და დარბაზის გაფორმებაზე იზრუნა art-ificial-მა

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩემთვის ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და ეს დღე უდაოდ უნიჭიერეს და პროფესიონალ ფოტოფრაფ ALEX APTSIAUR-ს დაRobbie RG commercial-ის ვიდეოგრაფს RIBBIE SMITH-ს მივანდე, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს, არა მხოლოდ თავიანთი პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანობით და მზრუნველობით. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. ფოტოსესია ძირითადად წყნეთის ტყეში გადავწყვიტეთ ,თუმცა ლისის ტბაზეც მოვახერხეთ გადაღება და მეტეხის ტაძართანაც.

ქორწილი

ქორწილიიის დღე, 7 სექტემბერი  უბედნიერესი დღე იყო. ახლაც კიი რომ ვიხსენებთ, ის ემოციებიიი არ განელებულა და დიდი სიხარულით გვახსენდება. ერთადერთიი ქარი იყო ხელის შემშლელი ფაქტორი. ფოტოსესიაზე ცოტა გაგვაწვალა. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაიგეგმა და უზომოდ კმაყოფილები ვიხსენებთ ამ დღეს. ჩვენს ქორწილში თითქოს სიყვარული სუფევდა. ყველა ამას აღნიშნავს დღემდე და ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. ქორწილი ჩემთვის ორმაგად ამაღელვებელი იყო, რადგან 7 წელი მამაჩემი საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ, ამ დროის განმავლობაში ვხედავდი მხოლოდ სკაიპის საშუალებით  და ქორწილისთვის ჩამოვიდა. ემოციები ემოციებზე მემატებოდა და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ორმაგად ბედნიერი გახდა მამის ნახვით და ისევ მისი ჩახუტებით .ქორწილის შემდეგ კი დაიწყო ჩვენი ოჯახური ,სიტყვები რომ ვერ მოიძებნება ისეთი ტკბილი და  ბედნიერი თანაცხოვრება.

რჩევა მომავალ პატარძლებს

საქორწილო სამზადისისის დროს არაფერზე ინერვიულოთ, რადგან ეს ყველაზე ტკბილი დღეებია და დატკბით ამ ჯადოსნური დღეებით. ყველაფერი მშვიდად და დიდი ხნით ადრე დაგეგმეთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ საუკეთესო ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფიი დაიქირაოთ და ასევე საუკეთესო კაბა აარჩიოთ. უბრალოდ ისიამოვნეთ ამ დღეებით, რადგან ნამდვილად  განუმეორებელია და გახსოვრეთ რომ ეს თქვენი დღეა  <3 !!!

FS2T4397 (1) FS2T4441 FS2T4679 FS2T4683 FS2T4444 FS2T4844 FS2T4937 FS2T4854 FS2T4874 FS2T4804 FS2T4792 FS2T4872

23517945_2045096312442976_5837679844162194767_nFS2T4876 FS2T4899 FS2T5005 FS2T4981 FS2T4988 FS2T5021 FS2T5410 FS2T5428 FS2T5509 FS2T5304 FS2T5047

კომენტარები