იდეები საქორწილო მაგიდის დეკორაციისთვის
იმისთვის, რომ სტუმრებმა თავიანთი ადგილები ადვილად იპოვონ, ნომრები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ინფორმაციულობის გარდა ისინი ლამაზად და ორიგინალურად უნდა იყოს განთავსებული მაგიდაზე. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელთა განხორციელება საკუთარი ხელით, დიზაინერის გარეშეც გაგიადვილდებათ.
თუ წიგნებს თქვენს ცხოვრებაში იმდენად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მათი გამოყენება ქორწილშიც გინდათ, ინსპირაციის წყაროდ ფოტოებს გთავაზობთ.
საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ ნომრები ბოთლებითაც, თანაც მინიმალური დანახარჯებით.
ლამაზი, დახვეწილი და შესამჩნევი ნომრები შეიძლება ჩარჩოებითაც შექმნათ.
როგორც ხედავთ, საკუთარი ხელით უამრავი საინტერესო, ლამაზი და საჭირო ნივთები შექმნათ თქვენივე ქორწილისთვის.