თუ ნიშნობისთვის ემზადებით
ნიშნობა ქორწილზე არანაკლებ მნიშვნელოვანი წვეულებაა. ეს არის დღე, როდესაც ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნავთ თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის დანიშვნას, გეგმავთ ქორწილს, ატარებთ სასიამოვნო დროს და ა.შ. შესაბამისად ეს დღეც ისეთივე ლამაზი უნდა იყოს და ისევე ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ეს ქორწილის დღეს იქნება. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ნიშნობის სამოსის რამოდენიმე ვარიანტს, რომელიც უფრო ლამაზს და გრანდიოზულს გახდის თქვენს დღეს.
შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალია – ტორტი. როგორც ქორწილში, ამ წვეულებაზეც ტორტს საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მასაც საგულდაგულოდ შეარჩევთ.
ტორტის მოცლობა და ვიზუალი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ნიშნობის თემასა და მასშტაბებზე, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებული ზომისა და ფორმის ტორტს, რომელიც ნიშნობისთვის გამოგადგებათ.