TOP

დაბადების დღის ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი

DITO4086

ქორწილამდე

13041292_1130670856964911_6698455345430270325_oმე და გიორგი 2 წლის განმავლობაში პარალელური კლასელები ვიყავით, თუმცა ერთმანეთს არ ვიცნობდით და არანაირი შეხება არ გვქონდა.  2015 წლის 25 აგვისტოს ზღვაზე წავედი და სრულიად შემთხვევით, იმ სასტუმროში, რომელშიც დავბინავდი, გიორგი დავინახე. აქედან დაიწყო ყველაზე ლამაზი თავგადასავალი. ზღვაზე ყოფნის პერიოდში ძალიან დავახლოვდით, საუკეთესო მეგობრები გავხდით და ისე გადაიზარდა ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში, რომ ვერც კი მივხვდით.   ზღვიდან რომ ჩამოვედით და სკოლა დაიწყო, ექსკურსია დაიგეგმა რაბათში,  წასვლას ვერ ვახერხებდი, გიორგი კი განსაკუთრებულად მონდომებული იყო, რომ  ამ ექსკურსიაზე ორივე წავსულიყავით, თუმცა ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ექსკურისა ჩაიშალა. 25 სექტემბერს, ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, როდესაც ტელეფონზე ველაპარაკებოდი, ძალიან აღელვებულმა მითხრა, რომ  მომდევნო დღეს  რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მითხრა რა.  26 სექტემბერს, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავი, გიორგიმ დამირეკა და მთხოვა, რომ გარეთ გავსულიყავი.  გარეთ გასულს გიორგი დამხვდა მეგობრებთან ერთად, ვარდებით ხელში და პირველად მაშინ გამომიტყდა სიყვარულში. თურმე ამის გაკეთება ექსკურსიაზე უნდოდა და სწორედ ამიტომ მთხოვდა რაბათში წამოსვლას. რა თქმა უნდა, მეც მაშინვე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა.

ხელის თხოვნა

14330099_1403794546315836_6671303856958225761_nოჯახის შექმნაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არცერთი არ ვგეგმავდით. სასწავლებლად უცხოეთში მინდოდა წასვლა და შესაბამისად დაოჯახება საკმაოდ შორი პერსპექტივა იყო. გიორგის ყოველთვის აწუხებდა ეს საკითხი, ეძნელებოდა ჩემი გაშვება და მთხოვდა, რომ დავრჩენილიყავი და ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. არასოდეს დამავიწყდება 2016 წლის 16 სექტემბერი, ჩემი დაბადების დღე დგებოდა. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემთან ამოსულიყვნენ, 12 საათზე გიორგის ზარსაც ველოდი. ჩემს ოთახში ვიყავი, როდესაც გარედან ხმაური მომესმა და როდესაც კარი გავაღე, ბავშვები შემოცვივდნენ. სადღაც შუაში გიორგიც იყო, რომელიც დაიჩოქა და ხელი მთხოვა, სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ  ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი და რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე.

ქორწილის სამზადისი

მე და გიორგის არ გვინდოდა ტრადიციული ქორწილი, დიდი სუფრები, ხალხმრავლობა, მილოცვები, ბანალური სადღეგრძელოები. გვინდოდა აღგვენიშნა ყველაფერი ცალკე, ცოტა განსხვავებულად. მარტო წავსულიყავთ სადმე. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მხოლოდ ჩვენ გვინდა.  ხანდახან ვალდებულები ვართ, რომ უფროსების აზრიც გავითვალისწინოთ. ამიტომ ქორწილი 2016 წლის 19 ნოემბერს გადაწყდა. ძალიან ემოციური დღეები იყო,  4 თვის განმავლობაში ვემზადებოდით ამ არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი დღისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი მედგა გვერდზე, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში: ოახის წევრები, მეგობრები, განსაკუთრებით დედა, ბებია და ბაბუა.  მიუხედავად ბევრი ნერვიულობისა, საბოლოოდ ყველაფერი  ძალიან კარგად გამოვიდა.

კაბა
ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი კაბა ძალიან დიდი ლამაზი და რაც მთავარია დახვეწილი ყოფილიყო და არა ძალიან გადატვირთული და ბევრი დეტალით გაწყობილი, ამიტომ  არჩევანი დიზაინერ თამუნა ინგოროყვაზე შევაჩერე, რომელმაც ძალიან ლამაზი მოდელის კაბა შემიკერა.  ზუსტად ისეთი, როგორიც მე მინდოდა. სანამ დასრულდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი, რამე ისე რომ არ ყოფილიყო, როგორც ჩავიფიქრე, მაგრამ თამუნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ულამაზესი კაბა შექმნა ჩემთვის.

unnamed

თმა და მაკიაჟი

ამ შემთხვევაშ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. ამაზე ზრუნვა სილამაზის სალონ „პოდიუმს“ მივანდე. ჩემი უმაგრესი სტილისტისთვის, ლევან ხმალაძისთვის არც კი აღმიწერია, როგორი  მინდოდა. კაბა ვაჩვენე და თავად შემირჩია ისეთ ვარცხნილობა, რომელიც ამ სტილს მოუხდებოდა. მაკიაჟზე კი ნელი ავილოვამ იზრუნა, რომელთან მუშაობაც ყოველთვის მსიამოვნებს, მან ყოველთვის იცის რა მინდა და არასოდეს არ გაუცრუებია იმედები.  რა თქმა უნდა, ქორწილის დღეს ორივეს ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

15589568_1512294122132544_4908089691121491705_n

ლოკაცია

ჯვარი სულთმოფენობის ეკლესიაში დავიწერეთ, ამას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის, ხოლო ხელმოწერა უშუალოდ ქორწილამდე, რესტორან „შარბათის“ დარბაზში გავმართეთ.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ქორწილში ფოტოგრაფის როლი ერთ-ერთი მთავარია. ამიტომ შევეცადე მეპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ დღეს ზღაპრად გადააქცევდა და განუმეორებელ კადრებს დამიტოვებდა.  ფიქრისა და ძებნის პროცესში, ერთ-ერთი წყვილის ფოტოებს წავაწყდი, რომელიც ძალიან მომეწონა. დავუკავშირდი მის ავტორს, დიტო თედიაშვილს, რომელიც დამთანხმდა, რომ გამხდარიყო ამ დღის მონაწილე. დიტო ძალიან საყვარელი ადამიანი და უძლიერესი ფოტოგრაფია, აღფრთოვანებული დავრჩი მისი ნამუშევარით.

ჯვრისწერა

მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ, რომ ჯვრისწერა ცალკე გაგვეკეთებინა და მეგობრებთან ერთად, მცირე წრეში აღგვენიშნა. ამისათვის კაბა ტატუნა ნიკოლაიშვილმა შემიკერა. დიდი და გრანდიოზული არ მინდოდა, ამიტომ სადა და უბრალო კაბაზე შევაჩერე არჩევანი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯვრისწერის ადგილს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. სულთმოფენობის ტაძარი ჩემმა ბებიამ და ბაბუამ, ლეილა და თემურ ნიკოლაიშვილებმა ააშენეს, სადაც მე პირველი შვილიშვილი ვიყავი, ვინც ჯვარი დაიწერა. ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ამ დღის დაუვიწყარ კადრებზე ფოტოგრაფმა „Sept Doigt”-მა იზრუნა.

13220720_506676489515458_5436538863474859316_o

ქორწილი

ქორწილის დღეს გიორგი თავის ახლობელ ადამიანებთან ერთად, სახლში გვესტუმრა. იქიდან ფოტოსესიაზე წავედით და ბოლოს რესტორან „შარბათში“.  სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი დარბაზი როგორ უნდა გაფორმებულიყო, არ მიმაღებინეს ამ პროცესში მონაწილეობა. უნდოდთ, რომ ეს სიურპრიზი ყოფილიყო ჩემთვის. როდესაც დარბაზში შევედი, ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე. ეს იყო ენით აღუწერელი სილამაზე,  ნამდვილად არ მეგონა, ასეთი სიურპრიზი თუ მელოდა. ამ სილამაზეზე დიზაინერმა ედემი გვარმიანმა იზრუნა. მე და ჩემმა მეგობრებმა ქორწილში ფლეშმობი ვიცეკვეთ, რომელიც ისე მოეწონათ, რომ მეორედაც გვაცეკვეს. ყველა აღფრთოვანებული იყო და დღემდე ლაპარაკობენ, როგორ მოვახერხეთ და როგორ გავართვით თავი თინეიჯერებმა, რომ ასეთი კარგი და დასამახსოვრებელი ქორწილი გაგვეკეთებინა.

საქორწინო მოგზაურობა

საქორწინო მოგზაურობა ჯერ არ გვქონია. არ გვინდოდა, რომ ნოემბრის სუსხიან პერიოდიში გაგვეკეთებინა ეს, ამიტომ ზაფხულისთვის გადავდეთ.

რჩევა მომავალ პატარძლებს

პირველს და ყველაზე მთავარს რასაც ვურჩევ, არის ის, რომ არ ინერვიულონ. პირიქით, დამშვიდდნენ და ყოველი წამით დატკბნენ, ეს ხომ მათი ბედნიერების დღეა.

ყველას ძალიან დიდი სიყვარულს ვუსურვებ.

15400984_1512293715465918_2432406281038465760_n 15542040_1512299725465317_8115624769461835222_n 15420802_1512294395465850_2578139774608123527_n 15440369_1512299202132036_7567707419752207441_o 15420880_1512299372132019_7814238620726194238_n

unnamed (2)

unnamed (1)15541341_1512294632132493_5322615094018634535_n 15589836_1512294825465807_6179838464780327883_n 15589954_1512293592132597_8307441481000369097_n DITO3254 15420919_1512299815465308_219216136292887065_n DITO3530 15590196_1512300902131866_1184776716521763011_n 15542432_1512300808798542_3410558742029172821_n 15578492_1512300428798580_3102824204643003906_n 15541630_1512300422131914_6242490636724516716_n 15493360_1512300785465211_7495577974500284733_o 15590552_1512331728795450_1017121124150303151_n 15493579_1512332125462077_7542651297195563685_o 15542345_1512300558798567_1761994995853334402_n 14963168_1468997649795525_1351069249191683662_n

კომენტარები