TOP

ბედი იქ, სადაც არ ელოდები

LAP_5739

ქორწილამდე

მე და ირაკლიმ ერთმანეთი 2 წლის წინ, ერთ-ერთ კაფეში გავიცანით, რომელშიც თავად მუშაობდა.   ჩვენი ურთიერთობა სახლში მისვლისთანავე დაიწყო facebook-ით. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის სულ დადებითად ვახასიათებდი და გარკვეული შეხედულებები მქონდა ამ ადამიამზე,  სერიოზულად არასოდეს აღმიქვია ეს ურთიერთობა და ვერც იმას დავუშვებდი ვერასოდეს, რომ მისი მეუღლე გავხდებოდი. ,ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნვა უნდოდა და დღემდე პირნათლად ასრულებს ამ დანაპირებს.

ხელის თხოვნა

ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში მაშინ შევიდა, როდესაც  საქართველოში არ ვიმყოფებოდი. მოწონება სიყვარულში სწორედ მაშინ გადაიზარდა. ერთ დღესაც, 17 მაისს სიურპრიზი გავუკეთე და ჩამოვაკითხე, აქედან უკვე ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური გახდა, რის შემდეგაც მალე ხელის თხოვნაც იყო. თუმცა ჩემი თანხმობა ცოტა გაჭინაურდა, ვინაიდან ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება სხვანაირი იყო. გარკვეული დროის შედეგ თანხმობა ვუთხარი და შინ დავპატიჟე, სადაც ჩემი მშობლები გაიცნო და ოფიციალურად სთხოვა ჩემი ხელი.

მზადება

მზადება ერთი თვით ადრე დავიწყეთ. ძალიან დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. არავინ დაგვხმარებია, ყველაფერი ჩვენით მოვაგვარეთ. არ ვიცოდი საიდან რა დამეწყო, შესაბამისად გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვაბით ყველაფერს თავი და 25 ოქტომბერს ყველაფერი მზად გვქონდა.

კაბა

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს თეთრ კაბაზე არ მიოცნებია, ავარჩიე ძალიან სადა და პრინცესული კაბა. ამაზეც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ დავდიოდით მოვიარეთ ქალაქები და ერთ ერთ ატელიეში მივხვდი, რომ ასეთი კაბა აღარ მინდოდა და  ჩემი იდეები გავუზიარე ქუთაისის უძლიერეს ჯგუფს ”galants”, სადაც შემიკერეს ისეთი ლამაზი კაბა, რომ მისი ხათრით მეორედ გადავიხდიდი ქორწილს.

LAP_5579

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი ცოტა მტკივნეული თემაა. ჩვენს ქალაქში ნორმალური სტილისტების არ ყოლის გამო, ბევრი ძებნის შემდეგ, ჩავეწერე ბათუმის ერთ-ერთ ახალ გახსნილ სალონში “sherni_nail”, სადაც მხოლოდ ინტერიერი ჰქონდათ კარგი. რა თქმა უნდა, იმედებმა არ გაამართლა და საბოლოოდ სხვა მაკიაჟით და ვარცხნილობით გამოვედი

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი გვყავდა ირაკლი ლაფაჩი, რომლის რჩევითაც ფოტოსესია გავაკეთეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, ცუდი ამინდი იყო და ბევრი ვიწვალეთ, ფოტოები მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ირაკლის.

ლოკაცია

ჯვარი დავიწერეთ აიასოფიაში, ფოთის ულამაზეს საკათედრო ტაძარში. უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ კოლხეთის ტყე-პატკში ხელის მოწერა, ამიტომ იქვე, იუსტიციის საქორწილო დარბაზში ჩატარდა ცერემონიალი. უშუალოდ ქორწილი კი სასტუმრო green hotels-ის დარბაზში გაიმართა.

ქორწილი

მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის წინააღმდეგი ვიყავი და ეს მოხდა ირაკლის დაჟინებული თხოვნით, ყველაფერმა მაინც კარგად და ლამაზად ჩაიარა და კმაყოფილი დავრჩი.

დარბაზში შევედით ნინო ქათამაძის ულამაზესი სიმღერის ფონზე და ასევე შევასრულეთ საქორწილო სიმღერა რომელიც ჩავწერეთ სტუდიაში.

საბოლოოდ ძალიან კარგი დღე გამოვიდა ძალიან გავერთეთ, ვიმხიარულეთ და ყველა კმაყოფილი დარჩა.

 საქორწინო მოგზაურობა 

სამწუხაროდ საქორწინო მოგზაურობა აღარ გამოვიდა და იქვე, green hotels-ის ნომერში დავრჩით რამოდენიმე დღე.

LAP_6218 LAP_6127 LAP_6172 LAP_6292 (3) LAP_5698 unnamed (1) LAP_5683 LAP_5626 LAP_5689 LAP_5739 LAP_5579 unnamed (2) unnamed (3)

 

 

კომენტარები