
ბედისწერის ამბავი
ქორწილამდე
მე და გიორგიმ ქორწილამდე 1 წლით ადრე გავიცანით ერთმანეთი. გაგეცინებათ და ჯერ დედამთილი გავიცანი და შემდეგ მეუღლე. მე თითონ jungle fever-ში ვმუშაობ, კერძო კომპანიაში, რომელიც სალონებს ემსახურება. სამსახურიდან გამომდინარე ჩემი მომავალი დედამთილის სალონში მომიწია მისვლა, სადაც სადედამთილო დამხვდა და ძალიან მოვეწონე. ჩემს მეუღლეს გაეხუმრა: კარგი სარძლო ავარჩიეო, მაგრამ გიორგის მაშინ ყურადღება არ მიუქცევია ამ ნათქვამისთვის. როგორც თვითონ მეუბნება, ბევრს სთავაზობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არავის აქცევდა. მაგრამ ერთხელ მისი და ჩემს ფოტოებს ათვალიერებდა, როდესაც ძალიან მოვწონებივარ. შემდეგ სადღაც შემთხვევით შევხვდით, თუმცა არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ დვალაპარაკებივართ. ჩვენი რამდენიმე საერთო ახლობლისგან გაიგო ჩემზე რაღაცეები და ამის შემდეგ დამეკონტაქტა. ჩვენი ურთიერთობა თავიდან მიმოწერით დაიწყო და შეხვედრებით გაგრძელდა. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს. გაგიჟებული შეყვარებულები არ ვყოფილვრთ, ყოველთვის დისტანცია იყო ჩვენს შორის. ერთ დღესაც, სიმბოლურად 14 თებერვალს, რომანტიულ გარემოში გიორგიმ მიმახვედრა, რომ ვუყვარდი და ამ დღიდან ჩვენი ურთიერთობაც უფრო სერიოზულ ფაზაში შევიდა.
ხელის თხოვნა