
ბავშვური სიყვარულის ბედნიერი დაგვირგვინება
ქორწილამდე
ჩვენი სიყვარულის სიტორია დიდი ხნის წინ დაიწყო და მთელი ეს წლები ჩემს გონებაში წარუშლელადაა აღბეჭდილი. ერთმანეთი 8 წლის წინ გავიცანით, ეზოში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან პატარები ვიყავით. მაშინ როგორც მეგობარს, ჩემ თანატოლს ისე ვუყურებდი, რასაც ვერ ვიტყვი მასზე, მაგრამ ის ამ გრძნობას არ ამხელდა. გადიოდა წლები და მისი ყურადღება უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს მიმართ. სადაც არ უნდა წავსულიყავი, რომელ სკოლაშიც არ უნდა გადავსულიყავი, ის მუდამ ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე. გულის სიღრმეში მომწონდა ეს ყურადღება, მაგრამ ალბათ ასაკის გამო ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მისი ასაკიდან გამომდინარე ძალიან პრინციპულად იქცეოდა და ბრძოლობდა ჩემი სიყვარულისთვის. ეს ბრძოლა 6წელი გაგრძელდა და საპასუხო გრძნობით და დიდი სიყვარულით დაგვირგვინდა.
ხელის თხოვნა
2 წელი ვიყავით შეყვარებულები. არაერთხელ ყოფილა ჩვენ შორის საუბარი ქორწინებაზე, მაგრამ უნივერსიტეტის დასრულებას ველოდებოდით, თუმცა ყველაფერი ყოველთვის გეგმიურად არ ხდება. ბოლო პერიოდში დაემთხვა ჩვენი მეგობრის ქორწილები, ბოლოს შევამჩნიე, რომ დათოს, ჩემ მეუღლეს აღარ უხაროდა სტუმრის ამპლუაში ყოფნა და სულ მეუბნებოდა: ” იმ მაგიდაზე ნეტა ჩვენ ვისხდეთო”, მეფე-დედოფლის მაგიდას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი, თუმცა ერთ დღეს ჩვენი საერთო მეგობრის ქორწილში, ცეკვის დროს უეცრად ხელი მთხოვა. დღემდე ის მომენტები კადრივით მეორდება და მახსოვს ის შეგრძნებები, რაც მაშინ დამეუფლა.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისიც ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. 1 თვე ვემზადებოდით, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ოჯახის წევრი იყო ჩართული სამზადისში. რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა ჩემთვის პირადად, იმიტომ, რომ ყველა სირთულე და სანერვიულო დედამთილმა და მამამთილმა აგვაცილა. მათ თავიდან ბოლომდე აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გაუმკლავნდნენ ამ ყველაფერს.
კაბა
არასდროს არ ვყოფილვარ საქორწინო კაბების მაღაზიაში, ყოველთვის ვარიდებდი თავს და არ მივყვებოდი ჩემს მეგობრებს კაბის ასარჩევად, იმიტომ, რომ მინდოდ,ა როდესაც ქორწილი მე მექნებოდა პირველად შევსულიყავი იმ თეთრ და ლამაზ კაბებიან სამყაროში და ამერჩია “ჩემი კაბა”. ნამდვილად ასე მოხდა, უცხოეთში შევიძინეთ ჩემი საოცნებო სადედოფლო კაბა. მამათილიც თან გვახლდა და აქტიურად ჩაერთო ისიც კაბის შერჩევის პროცესში. ჩემი სადედოფლო კაბა უნდა ყოფილიყო ძალიან პრინცესული, მოკრძალებული და ამავდროულად ლამაზი. მიხარია რომ დედამთილი დამეხმარა კაბის შერჩევაში და ერთობლივი გადაწყვეტილებით ქორწილში მეცვა ის კაბა რომელიც წარმომედგენილი მქონდა მანამდე ჩემს გონებაში.
თმა და მაკიაჟი
რაც ჩეეხება თმასა და მაკიაჟს, ყველაზე ნაკლებად ამ საკითზე ვნერვიულობდი, რადგან პროფესიონალებს ვანდე თავი. მაკიაჟი ანა პატარაიამ, თმა კი ელიმ გამიკეთა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ.
ლოკაცია
ხელის მოწერა რესტორან ” ბერნში” იყო, ტერასაზე. ხელს გვიწყობდა კარგი ამინდი და ბათუმის ულამაზესი ხედი. ქორწილი კი სასტუმრო “შერატონში” გაიმართა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
არ შემიძლია არ გამოვყო ფოტოსესია, უნიჭეიერესი ფოტოგრაფები – ხვიჩა და უჩა ასამბაძეები ” ასა სტუდიო”. მათ შეძლეს ეზრუნათ ჩვენზე და ასევე თითეულ სტუმარზე და გაეფერადებინათ 31 მარტის დღე და სამუდამოდ აღებეჭდათ ფოტოებში თითეული წამი და იმ დღის საოცარი შეგრძნებები. მადლობა ვუხდი მათ ყველაფრისთვის.
ქორწილი
ყოველთვის მეგონა რომ მეფე და დედოფალი საკუთარ ქორწილში ვერ ერთობოდნენ და სიამოვნებას ვერ ღებულობდნენ. ალბათ მათი გაუცინარი სახეების მიზეზი რუტინული სადღეგრძელოები, არასწორად წარმათული ქორწილი და სიმღერებია. არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩვენი ქორწილი იყო ისეთი, როგორცზეც ვოცნებობდი. გათვლილი იყო თითოეული დეტალი, იყო უამრავი სიურპრიზი და მოულოდნელობა, პირველად იყვნენ ჩვენს ქორწილში ბრაზილიელი მოცეკვაავების მსგავსად, ოღონდ უკრაინელი ულამაზესი გოგოები, რომლებმაც პატარა რიოს კარნავალი მოგვიწყვეს, ყველაზე მეტად მახარებს ის რომ აბსოლიტურად ყველა ასაკის ადამიანი გაერთო და კმაყოფილი დარჩა.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობაც არანაკლები ემოციებით იყო სავსე. 4 დღე გავატარეთ რომში, 4 დღე კი პარიზში. ყველაზე დიდი მოწონება რომმა დაიმსახურა. ძალიან გავერთეთ, თითქმის ყველაფერი ვნახეთ. კარგი ამინდებიც დაემთხვა, რასაც ვერ ვიტყვი პარიზზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომეწონა. საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო და განსაკუთრებულად ვიხსენებთ იქ გატარებულ დღეებს. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ მთავარია დათოსთან ერთად ვიყო, მასთან ერთად ყოველი დღე დღესასწაულია ..( თუმცა პარიზზში პირველად და უკანაკსნელად ვიყავი)
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ ერთ რამეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულონ, ყოველთვის გაიღიმონ და იფიქრონ პოზიტიურად, რადგანაც მჯერა, რომ როდესაც კარგზე ფიქრობ და დადებითად ხარ განწყობილი, მაშინ ყოველთვის ყველაფერი კარგად არის.