
ბავშვური სიყვარულის ბედნიერი დასასრული
ქორწილამდე
მე და საბამ პირველ კლასში გავიცანით ერთმანეთი 2002 წელს და პირველი კლასიდანვე ვმეგობრობდით და ვერასდროს ვიფიქრებდი იმას რომ ოდესმე შეიძლებოდა ცოლ–ქმარი ვყოფილიყავით.საბა ძალიან თბილი ადამიანია და ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ,მაგრამ ბავშვობაში ამას ვერ ვხვდებდი დიდი სამეგობრო წრიდან მაინც და მაინც ჩემს მიმართ რატომ იყო ასეთი თბილი და ყურადღებიანი.სკოლის ბოლო წლებში რაღაც პატარა უსიამოვნებების გამო ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ,შემდეგ სხვა სკოლაშიც გადავიდა და რამოდენიმე წელი ერთმანეთი ნანახი არ გვყვავდა.ბოლოს ჩვენი მეგობრების დახმარებით,მაგრამ უფრო საბას მონდომებით ერთმანეთს ისევ შევხვდით და ურთიერთობა განვაახლეთ 2014 წლის მიწურულს და ზუსტად ახალ წელს გამომიტყდა სიყვარულში.თუმცა მე რთული პერიოდი მქონდა პირველ კურსზე ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი კიდევ რა ხდებოდა ჩემს თავს.შემდეგ მთხოვა სანამ ვეტყოდი რომ მიყვარს უბრალოდ შეყვარებულები ვყოფილიყავით და ამაზე 20 აპრილს დამითანხმა. სიყვარული კი ჩემს დაბადების დღეზე გავუმხილე,დაბადების დღე რომელიც არასოდეს დამავიწყდება და ყოველთვის საუკეთესოდ დარჩება,რადგან საოცარი ბედნიერება მაჩუქა,ეს დღე მოულოდნელად გამილამაზა მეგობრებთან ერთად და ასევე არასდროს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე.შეყვარებულობის პერიოდში სულ ცდილობდა რამით გავეხარებინე,ხან სად მხვდებოდა ყვავილებით ხელში ხან სად,თვითონ არ არის რომანტიკოს ადამიანი და სიურპრიზებიც დიდად არ იზიდავს თუმცა ჩემ გამო ცდილობდა რომ ყოველი დღე სიურპრიზი ყოფილიყო და გამოსდიოდა კიდეც.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა საბას მამიდაშვილის ქორწილში მოხდა სპონტანურად 2016 წლის 20 (20 რიცხვი ჩვენთვის ორმაგ დატვირთვას ატარებს) ნოემბერს,ხელზე ბეჭედი მეკეთა გამომართვა და წავიდა,რამოდენიმე წუთში საბას მიკროფონით ხელში და ჩემსკენ მომავალს ვხედავ,მივხვდი უკვე რაშიც იყო საქმე,არ მომისმენია ან მოვუსმინე და საერთოდ არ მახსოვს რას მეუბნებოდა ის ვიცი რომ ხელი მთხოვა და ჩემივე ბეჭედით დამნიშნა. ვერაფერი ვუთხარი, ტირილი დავიწყე და ჩავეხუტე.იქ მყოფი სტუმრების ოვაციებმა,აპლოდისმენტებმა და მოლოცვებმა კიდევ უფრო ამიჩუყა გული და გამაბედნიერა.შემდეგ მეორე ხელი თხოვნა გვქონდა ამჯერად მისი ნაჩუქარი ბეჭდით,ახალ 2017 წელს მეგობრები ერთად შევხვდით და საბამ საახალწლო საჩუქრად ქინდერ სიურპრიზის კვერცხი გადმომცა რაშიც ულამაზესი ბეჭედი იდო.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილისთვის მზადება 2 თვით ადრე დავიწყეთ და საკმაოდ მცირე დრო აღმოჩნდა მომზადებისთვის.ყოველთვის მინდოდა ჩემი ქორწილის ორგანიზება მე თვითონ გამეკეთებინა თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ყველაფერში საბა დამეხმარა.ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერზე საოცრად ვნერვიულობდი,მეგონა ვერც კაბის დიზაინს ავარჩევდი,ვერც თმას და მაკიაჟს მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,პატარძალიც საკუთარი თავით მეტნაკლებად კმაყოფილი იყო
კაბა
დედაჩემი დიზაინერია, ატელიე აქვს ” Bellusi” და მინდოდა კაბა მასთან შემეკერა,თუმცა ძალიან ნერვიულობდა და ამიტომ ერთ არაჩვეულებრივ მკერავთან მიმიყვანა და დედაჩემის დახმარებით,ერთობლივად შემიკერეს.მართალია ძალიან ვაწვალე ორივე, მაგრამ გმირულად გამიძლეს.კაბა ძალიან მომწონდა ,ის იყო რაც მინდოდა თუმცა შემდეგ საერთოდ სხვა დიზაინის და ქსოვილის კაბა მომინდა მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი 3 დღე იყო დარჩენილი ქორწილამდე.
თმა და მაკიაჟი
მაკიაჟი და თმა ჩემთვის ნამდვილ პროფესიონალებს მივანდე. ულამაზესი მაკიაჟი ნინა ტაბატაძის დამსახურება იყო ვარცხნილობა კი Le Soleil_ის ერთ–ერთი საუკეთესო სტილისტის ნინელისი.თმასაც და მაკიაჟსაც უცვლელი სახე ქონდა მთელი დღის განმავლობაში,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორივეს.
ლოკაცია
ჯვრისწერის ცერემონია ანჩის ხატში გაიმართა და ჯვარი მამა გიორგიმ ,ჩემმა მამამთილმა დაგვწერა, რაც ორმაგად მახარებს.ხელისმოწერის ცერემონია Weddingstory.ge_ს ორგანიზებით Lisi Greens_ში გაიმართა და შემიძლია ყოველ დღე გადავუხადო მადლობა მათ იმ სილამაზისთვის.ქორწილი რესტორან ბარაკონში გვქონდა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
გიორგი ისაკაძე და დავით ხვედელიძე ის ფოტოგრაფები არიან,რომლებმაც ჩემი ბედნიერი დღე აღბეჭდეს,რომლებიც ასევე ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე.ფოტოსესია Ambassadori Tbilisi Hotel_ში გვქონდა. ფოტოებით და შერჩეული ლოკაციებით უზომოდ კმაყოფილი ვარ,შემიძლია ღამეები გავათენო ფოტოების თვალიერებით,ყოველი დეტალი და ემოცია საოცრად აქვთ კადრში მოქცეული ფოტოგრაფებს.
ქორწილი
ქორწილის დილა დაიწყო სასტუმრო Renaissance Hotel Tbilisi_ში,მომზადების შემდეგ ამავე სასტუმროს ვერანდაზე შევიკრიბეთ ახალგაზრდები,სადაც ფურშეტი იყო მომზადებული სტუმრებისთვის,ვერანდის დიზაინი კი ჩემ დედამთილს ეკუთვნის,საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი. პარალელურად ფოტოსესიაც მიმდინარეობდა.შემდეგ გადავინაცვლეთ ჯვრისწერაზე,რომელმაც მხიარულად და პოზოტიურად ჩაიარა უამრავი უცნობი ადამიანი და ტურისტი გვესწრებოდა,ჩვენთან ერთად სურათებსა და ვიდეოებს იღებდნენ და გვილოცავდნენ. შემდეგ ფოტოსესიაზე გადავინაცვლეთ ამბასადორში,ხელისმოწერის ცერემონიაზე ლისი გრინსზე და ბოლოს რესტორან ბარაკონში. რესტორნის დიზაინი ედემი გვარმიანს მივანდე. მუსიკალური გაფორმება ბარაკონის ბენდს ეკუთვნოდა, ბესო ნემსაძის ხელმძღვანელობით. სტუმრების ფოტოსესიისთვის სპეციალურად არ დავდგით ბანერი,რადგან ძალიან ბანალურად მოგვეჩვენა და დამატებითი ფოტოსესიის კუთხეც არ გაგვიკეთებია, რადგან ისეთი ლოკაციები გვქონდა შერჩეული სურათების გადასაღებად,მეტი აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ. რესტორანში და მხოლოდ Giffer_ი გვედგა სცენის გვერდით, რითიც განსაკუთრებით ახალგაზრდები გავახარეთ და გავამხიარულეთ. ვერც ცეკვის დადგმისთვის გამოვნახეთ დრო და უბრალოდ ვალსი ვიცეკვეთ კონფეტის თანხლებით. ყველაფერმა სასიამოვნოდ და კარგად ჩაიარა,თუმცა არ დამაკმაყოფილა ერთმა დღემ, ბოლომდე მაინც ვერ დავხარჯე ის ენერგია რაც ქორწილისთვის მზადების პროცესში დამიგროვდა ნერვიულობისგან .ყოველ დღე მინდა რომ 2 სექტემბერი მეორდებოდეს.
საქორწინო მოგზაურობა
მოგზაურობა წინასწარ გვინდოდა დაგვეგეგმა ქორწილამდე, მაგრამ მაგისთვის დრო ვრ გამოვნახეთ, ამიტომ ქორწილის შემდეგ ცოტა ხნით მოვწყდით ყველაფერს და ბათუმში წავედით. ისე გავატარეთ დრო, როგორც ახალდაქორწინებულებს შეეფერებათ,მოგზაურობას კი ახლა ვგეგმავთ,უამრავ ქვეყანაში გვინდა მოგზაურობა და ჯერ–ჯერობით პასპორტების დამზადებას ველოდებით, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვარჩევთ ქვეყანას,თუმცა ბარსელონა ლიდერობს.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს კი ვურჩევ,რომ ნაკლები ინერვიულონ სწორად და კარგად შეარჩიონ ვიზაჟისტი, სტილისტი,დიზაინერი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რათა ყველა დეტალი და ნიუანსი მათი გემოვნებით იყოს შექმნილი და დრო სწორად გადაანაწილონ.არ ინერვიულონ ქორწილის დღეს მომხდარ პატარა უსიამოვნებებზე. კაბა აუცილებლად დაგესვრებათ მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება რადგან ვერაფერს უშველით, შეიძლება “შემოგერღვეთ” კიდეც და ამიტომ ნემსი და ძაფი თან უნდა გქონდეთ. შეიძლება მეჯვარემ დააგვიანოს, მაგრამ უნდა გაუგოთ, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანი დღეა და ისიც თქვენსავით ემზადება. შეიძლება თაიგული საშინლად არ მოგეწონოთ, მაგრამ ამასაც არ მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ თაიგულით ხელში აღარ გადაიღებთ სურათებს და მორჩა.მოკლედ ეცადეთ ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ,თავი შეიკავოთ ისევ საკუთარი თავისთვის, რათა ცუდად არ დაგამახსოვრდეთ ეს ბედნიერი დღე და არც სტუმრებს აგრძნბინოთ თავი უხერხულად.