TOP

“არცთუ ისე ადვილი არჩევანის წინაშე ვიდექი”

14947889_10207869755198200_6372688608517268250_n

“არცთუ ისე ადვილი არჩევანის წინაშე ვიდექი” – კიდევ ერთი სიყვარულის ბედნიერი დასასრული

მარიამმა და ნიკამ ერთმანეთი ერთი წლის წინ, საერთო მეგობრისგან გაიცნეს.  გადატვირთული და დაძაბული დღის შემდეგ, მარიამისთვის ეს საბედისწერო შეხვედრა დიდი მოულოდნელობა იყო. მიუხედავად დიდი არჩევანის წინაშე დგომისა, ოცნების ახდენა და სწავლა უცხოეთში თუ დარჩენა საყვარელ ადამიანთან, გამარჯვება სიყვარულმა მოიპოვა და  სულ ცოტა ხნის წინ, ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა.

ქორწილამდე     12814331_10206206073567199_4832443003922668849_n

მე და ნიკამ ერთმანეთი 2015 წლის 15 ივლის გავიცანით. დილას სადიპლომო ნაშრომის დაცვა მქონდა, შესაბამისად ძალიან ვნერვიულობდი და დაძაბული დღე მქონდა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და იმ წუთას წარმოუდგენელი იყო, რომ ამ დღეს შეიძლებოდა რამე კიდე უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. საღამოს ჩემი ბავშვობის დაქალი- მარიამი იყო ჩემთან და მითხრა, რომ ცოტახანში მისი მეგობრები გამოგვივლიდნენ და სასეირნოდ გავსულიყავით. მისი ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ნიკა აღმოჩნდა. სასეირნოდ მცხეთაში წამოვედით. ამ დღეს ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ნიკა ბუნებით ძალიან წყნარი ადამიანია, რამაც უფრო მიიქცია ჩემი ყურადღება.

ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ერთმანეთს ორ დღეში შევხვდით, რასაც შემდგომ  სისტემატიური სახე მიეცა. 6 სექტემბერს ესპანეთში წავედი დასასვენებლად, ჩემი მშობლები და ძმები იქ ცხოვრობენ. რამდენიმე თვეში მეც ვაპირებდი სასწავლებლად გადასვლას. ჩემი მშობლების სახლთან ძალიან კარგი უნივერსიტეტია, სადაც მარტიდან უნდა დამეწყო სწავლა. 25 სექტემბერს ისევ დავბრუნდი საქართველოში. არცთუ ისე ადვილი არჩევანის წინაშე ვიდექი, ან წავსულიყავი ესპანეთში, რაც ჩემი ძალიან დიდი ხნის სურილი იყო, მაგრამ ჩემი და ნიკას ურთიერთობა როგორ გაგრძელდებოდა არ ვიცოდი, ან უარი მეთქვა წასვლაზე. ბევრი ფიქრის შედეგად საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე. ამის შემდეგ ჩვენ ურთიერთობას უკვე ოფიციალური სახე მიეცა. რასაც მოჰყვა ოჯახის გაცნობა.

14908168_10207874682721385_5025240325649917341_n

 

ხელის თხოვნა

4 მარტს დაბადების დღე მქონდა და გადავწყვიტეთ ბაკურიანში წავსულიყავით მეგობრებთან ერთად და იქ აღგვენიშნა . საღამოს ბარში ვისხედით, როდესაც 12:00 საათზე, ჩემი დაბადების დღის დადგომისთანავე –  ნიკამ ხელი მთხოვა. ამის შემდეგ კი თბილისში ოფიციალური ნიშნობა გავმართეთ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებთან ერთად.

 

 

ქორწილის სამზადისზე

ქორწილის მზადება დაახლოებით ორი თვით ადრე დავიწყეთ. რესტორნის დიზაინზე, მუსიკაზე და ბევრ სხვა დეტალზე იზრუნა ჩვენმა ორგანიზატორმა – ლერი ოკუჯავამ, შესაბამისად ეს საკითხი სულ რამდენიმე შეხვედრით მოგვარდა. ძალიან დიდი პლიუსია, როცა გყავს ადამიანი რომელსაც შენი ქორწილის თითოეული წამი აქვს გათვლილი და ენდობი 100%-ით.

14390893_10207545756458434_756027206329057726_n

კაბა

ალბათ ყველა გოგოს ოცნებაა ჩაიცვას თეთრი სადედოფლო კაბა. ვფიქრობ რომ ქორწილის უმნიშვნელოვანესი დეტალი სწორედ ეს არის, ამიტომ მინდოდა ჩემი კაბა ყოფილიყო განსაკუთრებული და განსხვავებული. თავიდანვე შეკერვა მქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ ბევრი არ მივლია ჩემი საოცნებო კაბის საპოვნელად. მაგრამ ეს უფრო რთული აღმოჩნდა, დაახლოებით 4 თვე დამჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ყველა ქსოვილი და მასალა სამწუხაროდ არ არის. კაბა ჩემმა ახლობლებმა-ირინა მიქავამ და ნათია ლაბაშიამ შემიკერეს, რომლებსაც ყველანაირად ვენდობოდი. კაბას დაახლოებით თვე ნახევარი დაჭირდა. ზედ 300- მდე თვალი და 5000 ხელით გაკეთებული ყვავილი ჰქონდა, რასაც ალბათ წარმოიდგენთ ძალიან ბევრი დრო და შრომა დასჭირდა. საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ის კაბაა რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ლოკაცია 

ჯვრისწერა სვეტიცხოველში გვქონდა, ხელისმოწერა თვითონ რესტორან გუჯარში. ყოველთვის მინდოდა ხელისმოწერა ღია ცის ქვეშ, გუჯარის ულამაზესი ეზო კი იდეალური ადგილია ამისთვის.

ფოტოგრაფი  და ფოტოსესია

ფოტოგრაფი იყო ზურა ქართველიშვილი, იგი უდაოდ  პროფესიონალია ამ საკითხში. ლესელიძეზე არის ერთი ძალიან ლამაზი ვინტაჟური ქაფე Linville სადაც გვქონდა ფოტოსესიის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი მეტეხზე და სვეტიცხოველის ეზოში.

ქორწილი

ქორწილი იყო საოცნებო. ძალიან ვნერვიულობდი ამინდზე, რადგან წინა დღეებში ძირითადად მოღრუბლული იყო და წვიმდა, მაგრამ ისეთი მაგარი ამინდი დაგვემთხვა, რომელზეც ვერც ვიოცნებებდით. ცოტა დამღლელი იყო ფოტოსესია. დარბაზში მისვლის და დაჯდომისთანავე მთელი ეს დაღლილობა და დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა. ყველა ძალიან მაგრად გავერთეთ. გვყავდა უცხოელი სტუმრებიც, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ. მოლოდინი მართლაც გამართლდა ყველაფერი იყო ულამაზესი და იდეალური. ჩემმა ძმამ თავის საცოლეს ხელი სთხოვა რითაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გახადა ეს დღე.

საქორწინო მოგზაურობა

საქორწინო მოგზაურობაში სამწუხაროდ ჯერ ვერ წავედით, რამდენიმე დღე ვიყავით ციხისძირში,სასტუმრო Castello Mare-ში, სადაც კარგად განვიტვირთეთ.

ჩევა მომავალ პატარძლებს

კარგია თუ გექნებათ იმის შესაძლებლობა რომ გყავდეთ ორგანიზატორი, რომელიც თქვენ მაგივრად იზრუნებს ყველაფერზე, რადგან ძალინ არ გადაიღალოთ და თქვენი ენერგია დაზოგოთ. ეს დღე ანდეთ მხოლოდ პროფესიონალებს, ვგულისხმობ თმას, მაკიაჟს, კაბას და განსაკუთრებით ფოტო-ვიდეო გადაღებას. წინა დღეებში კარგად დაისვენეთ და გამოიძინეთ, რადგან ქორწილის დღეს იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ. იყავით ბედნიერები და გიყვარდეთ- ეს თქვენი მთავარი მოვალეობაა.

14440629_10207587871511284_665899161650444485_n

14962525_10207869723957419_3281325515987195567_n14955973_10207869726957494_5865709312181843861_n14925500_10207869743157899_3379519136178055508_n14915632_10207869746757989_7422577106011881151_n14440865_10207587871311279_7237778222133358376_n14915461_10207869725757464_4296267286572704901_n14915417_10207869759838316_469464125269144579_n

კომენტარები