TOP

ფოტოსესია, რომლის მსგავსი არავის ჰქონია

11997405_915696345133714_1809825236_n

ღონისძიებების ორგანიზატორმა სალომე კახნიაშვილმა და ბიზნესმენმა იკო ხუხუნაიშვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს. 1 წლის შემდეგ დაინიშნნენ და ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს. როგორც პატარძალი ამბობს, ქორწილი უფრო ლამაზი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო, ვიდრე წარმოიდგენდა. დეტალებზე სწორედ სალომეს ვესაუბრეთ.

ხელის თხოვნა

საოცარი დღე იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება. იკომ მეგობრებთან ერთად,  ფიალებით ხელში, სერენადა მიმღერა. საშინლად ნერვიულობდა და სიმღერის დროს ხმა უკანკალებდა. თითქოს ბანალურია, მაგრამ ძალიან ემოციური იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა,  რომ შემეძლო ფანჯრიდან გადავფრენილიყავი.

მზადება ქორწილისთვის

ჩემი და, ანუკი ბერიძე,  ქორწილების ორგანიზატორია. 10 წელია ამ სფეროშია და ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ  ნამდვილი პროფესიონალია. მეც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, ასე რომ, დიდი ხნით ადრე მზადება არ დაგვიწყია. ყველაფერი სწრაფად და ოპერატიულად დავგეგმეთ და შევასრულეთ. თუმცა, მე ნაკლებად მივიღე მონაწილეობა მზადების პროცესში. ყველაფერში ჩემს დას ვენდე.

საქორწილო ლოკაცია

ვოცნებობდი, ღია ცის ქვეშ,  აუზთან ქორწილზე. სურვილი გვქონდა, ქორწლის მსვლელობის დროს, აუზში ჩავმხტარიყავით, რაც შევასრულეთ კიდეც. კრწანისის რეზიდენცია იდეალური ადგილია. ულამაზესი გარემო, უგემრიელესი კერძები და ძალიან მაღალი დონის მომსახურება.

ფოტოსესია

11950411_1167243189968870_2168267774587757664_o

ფოტოგრაფმა გიორგი ტორონჯაძემ შემოგვთავაზა მოგვეწყო ისეთი ფოტოსესია, როგორიც ჯერ არავის ჰქონია – აუზში. თუმცა, ქორწილის დღეს ეს არ მოხერხდა. ქორწილის შემდეგ, კრწანისის რეზიდენციაში მოვაწყვეთ გადაღება. ძალიან სახალისო იყო პროცესი. ვიღებდით უამრავ დუბლს. მადლობა იკოს, რომ დამთანხმდა ამ ფოტოსესიაზე.

კაბა

12033501_915696335133715_1636420681_n

კაბის შერჩევა ძალიან გამიჭირდა. ათასობით ფოტოს ვათვალიერებდი ყოველ დღე და ვერაფრით ვიპოვე შესაფერისი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ავარჩიე სხვადასხვა ფოტოებიდან სხვადასხვა კაბის ნაწილები და ბოლოს დიზაინერმა ლიკა ზაქარიაძემ ერთ კაბაში გააერთიანა ყველაფერი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა.

მაკიაჟი და ვარცხნილობა

12047335_915696298467052_2004664005_n

როდესაც პროფესიონალთან გაქვს საქმე, ნაკლებად ნერვიულობ მოსალოდნელ შედეგებზე. მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე ანუკა მურვანიძემ იზრუნა და, შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ.

მეუღლის კოსტიუმი

12025482_915696325133716_918960127_n

იკომ თავად იზრუნა თავის ჩაცმულობაზე. უსიმპათიურესი მეუღლე მყავს და ქორწილშიც შეუდარებელი იყო.

პირველი ცეკვა

დადგმული გვქონდა ფლეშ მობი. დიდი მადლობა ხოსროს და ნიკას, ქორეოგრაფებს. სტუმრების ოვაციებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან განსხვავებული და ორიგინალური ფლეშ მობი გამოგვივიდა. რაც შეეხება ქართულ ცეკვას, ექსპრომტად დავდგით. მოწვეული გვყავდა პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებმაც ულამაზესი ნომრები შეასრულეს, ბოლოს კი ჩვენც ჩაგვრთეს და მათთან ერთად ვიცეკვეთ.

მეჯვარეები

მეჯვარეების შერჩევა რთულია. როდესაც ბევრი მეგობარი გყავს, ძნელია მათგან რამდენიმე ამოარჩიო და სხვას გული არ დაწყვიტო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნებოდნენ ჩვენი შვილების ნათლიები. იმედია, ჩვენი მეჯვარეები ჩვენი შვილების ღირსეული ნათლიები იქნებიან.

სიურპრიზი

12030766_915696308467051_1131622277_n

სურპრიზებით ჩემმა დამ და იკოს ძმამ გაგვანებივრეს. გადაიღეს ფილმი, სადაც მთელი ჩვენი სამეგობროს მილოცვებია. ასევე, ინტერნეტის საშუალებით ჩაწერეს ჩვენთვის უსაყვარლესი ახლობლები, რომელებაც ქორწილში ვერ შეძლეს ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი წლების შემდეგ უფრო და უფრო ძვირფასი გახდება ჩვენთვის. ასევე ჩაწერეს სიმღერა, რომელიც ჩვენ მოგვიძღვნეს. ტექსტი მთლიანად იყო აგებული იკოს ბავშვობასა და ჩემს გაცნობაზე. ძალიან თბილი და ემოციური ტექსტი გამოვიდა. დიდი მადლობა იკოს ძმას და იკოს მეგობრებს ამ არაჩვეულებრივი სურპრიზისთვის.

საქორწილო მოგზაურობა

ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე ჩემა უსაყვარლესმა დედამთილმა იზრუნა და ქორწილში ესპანეთის საგზურით დაგვასაჩუქრა. უდიდესი მადლობა მას ამისთვის. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.

რჩევები მომავალ პატარძლებს

პატარაძლებს ვურჩევდი, ნაკლებად დაიტვირთონ თავი. საქმე პროფესიონალებს მიანდონ, მშვიდი და დასვენებული სახით რომ იყვნენ ქორწილში. ეს დღე ერთხელაა ცხოვრებაში და თუ აკეთებ, სჯობს საკუთარი ენერგიისა და ნერვების ხარჯზე არ დაზოგო ფინანსები.

ფოტო და ვიდეო – ეს ის ერთადერთი ნაწილია ქორწილის, რაც მთელი ცხოვრება გრჩებათ. ასე რომ, სხვა რომ ყველაფერი დაივიწყოთ, ეს საქმე აუცილებლად მიანდეთ პროფესიონალებს. უდიდესი მადლობა გიორგი ტორონჯაძესა და ნუკა მარგალიტაშვილს დაუვიწყარი ფოტოსესიისა და ფოტოებისთვის.

 

12006426_1048410675199705_6418856990234997335_o 12003129_1048410735199699_2121489048778071316_n 12017623_1048410751866364_535110572095180751_o 11143717_1048410808533025_1666771537212060883_o 12017578_1048410528533053_4973557963950558923_o 12034217_1048410611866378_1834908057984022955_o 12034411_1048410621866377_595037934189048841_o (1) 12015200_1048410688533037_6434843634543262844_o

12029803_1048410525199720_623818064995268052_o

კომენტარები