TOP

ვედინგსთორი წარმოგიდგენთ, სრულიად ახალ და ყველასგან განსხვავებულ სერვისს.

 

თუ თქვენ აქამდე ფიქრობდით, რომ გსურდათ გადაგეხადათ პატარა ქორწილი, რომლისთვისაც არ დახარჯავდით ათეულობით ათასებს, მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ სივრცეს, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ისეთი წვეულება, როგორიც თქვენ გინდათ, ნებისმიერი ტიპის ფურშეტით, მოიყვანოთ სასურველი დიჯეი და გაერთოთ ყველასგან განსხვავებულად!.

ჩვენი სივრცე გადახურულია და რისკი იმის, რომ წვიმა გეგმებს შეგიცვლით არ არსებობს.

ჩვენ გაძლევთ სრულ თავისუფლებას იმისათვის, რომ ეს დღე თქვენს ცხოვრებაში გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყოს!

გალერეა

მინი ქორწილის სივრცე

ხელის მოწერის ცერემონიის სივრცე

მინი ქორწილის სივრცე

2500 ₾

რას მოიცავს ღირებულება?

    • გადახურული და ღია სივრცე 50-70 ადამიანისთვის
    • გაფორმებული დეკორაციებით და ფოტოზონებით
    • ტერიტორიის დახურვა 3 საათით (მზადების პროცესის გარეშე)
    • ყოველი მომდევნო საათი 1000 ლარი (წინასწარ შეთანხმებით)

ტექნიკური აღჭურვილობა

    • სასცენო განათება
    • ლაზერშოუ
    • ბოლის აპარატი
    • გახმოვანება
    • მიკროფონი

მინი ქორწილი + ხელის მოწერის ცერემონია 

3500 ₾

ბაღის სრული გაფორმება

  • 30 სკამის, მაგიდის და თაღის გაფორმება.
  • ცერემონიის მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი.
  • ტერიტორიის დახურვა 4 საათით
  • ყოველი მომდევნო საათი 1000 ლარი (წინასწარ შეთანხმებით)

კითხვები / პასუხები

მინი ქორწილი

რამდენი ხნით გვეთმობა ტერიტორია?

ტერიტორია გეთმობათ 3 საათით.
თუ გაქვთ ხელის მოწერის ცერემონიაც, ტერიტორია დაგეთმობათ 4 საათი.

დამატებითი საათის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს

რამდენ ადამიანზეა მინი ქორწილი გათვლილი?

მინი ქორწილი გათვლილია 50-70 ადამიანზე

შეგვიძლია თუ არა სასმელის შემოტანა?

დიახ შეგიძლიათ.

გაქვთ თუ არა მაგიდა და სკამები ?

30 სკამი (ცერემონიის დროს)

კოქტეილის მაგიდები

ბაღის მაგიდა+სკამები
ტუჩის ფორმის ბაღის დეკორატიული სავარძლები

შეგვიძლია თუ არა ხმის გამაძლიერებლების დამატება?

დიახ შეგიძლიათ

რომელ საათამდე შეგვიძლია მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა?

ღამის 12 საათამდე

რა დროები შემიძლია ავარჩიო მინი ქორწილისთვის?

მინი ქორწილისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დრო 18:00 დან

ხელის მოწერის ცერემონია

ოფიციალურია თუ არა ცერემონია?

ცერემონია არ არის ოფიციალური, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება ნოტარიულად დავამოწმოთ ქორწინება. შესაბამისად თუ გნებავთ ოფიციალური წარმომადგენელი, უნდა განაცხადოთ იუსტიციის სახლში.

გყავთ თუ არა ცერემონიის წამყვანი ?

ჩვენ არ გვყავს ცერემონიის წამყვანი, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ წამყვანის ტექსტი-ს შაბლონი, რომელსაც წაიკთხავს თქვენი მეგობარი. ან თქვენი სურვილისამებრ შეადგინოთ ინდივიდუალური ტექსტი.

შესაძლებელია დიზაინის შეცვლა?

ჩვენი კოლექციები არის სეზონური, დიზაინი არის სტანდარტული და მისი პერსონალიზება არ ხდება.

რა შედის მინი ფურშეტში?

მინი ფურშეტში შედის: 4 ბოთლი შამპანური, 5ლ ნატურალური წვენი, 4-5 დასახელების ტკბილეული. + მინის ჭურჭელი (შამპანურის და წვენის სასმისები, დისპენსერი, ტკბილეულის ჭურჭელი) რომლის ფასიც არის 500 ლარი.

რამდენი ხნით ადრე შემიძლია ცერემონიის დაჯავშნა?

ცერემონიის დაჯავშნა შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 თვით ადრე.

რა დროები შემიძლია ავარჩიო ცერემონიისთვის?

13:00, 15:00, 17:00

რა უნდა გავითვალისწინოთ დაჯავშნისას?

თანხის ჩარიცხვისას, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: ქორწილის თარიღი, საათი და საკონტაქტო ნომერი.

გაქვთ თუ არა პარკინგი ?

დიახ !
მანქანები შეგიძლიათ გააჩეროთ ლისის ტბის პირველივე პარკინგზე, ზალდასტანიშვილების სკოლასთან. ბაღი მდებარეობს პარკინგიდან 50 მეტრში.

ლოკაცია

“ლისი გრინსი”

    • იშვიათი სიმწვანე
    • 100 ზე მეტი უნიკალური მცენარე
    • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და პარკინგი

კონტაქტი