• მთავარი
  • იდეები
  • რჩევები
  • საქორწილო კაბა
  • განსხვავებული
  • ტესტები
  • ინტერვიუ
  • კონტაქტი
WEDDING STORY
  • მთავარი
  • იდეები
  • რჩევები
  • საქორწილო კაბა
  • განსხვავებული
  • ტესტები
  • ინტერვიუ
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • იდეები
  • რჩევები
  • საქორწილო კაბა
  • განსხვავებული
  • ტესტები
  • ინტერვიუ
  • კონტაქტი

,,hello ყველაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“

  • by Wedding.Blogger
  • November 22, 2018
  • 0
  • 505
  • in ინტერვიუ

Image may contain: one or more people, people standing, wedding, tree, outdoor and nature

ქორწილამდე

ჩვენი სიყვარულის ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ, ძალიან უჩვეულოდ დაიწყო. 2018 წლის  25 აპრილს გავიცანით ერთმანეთი, სოციალურ ქსელში. დღის მეორე ნახევარში შემოვიდა friend recuest-ი და საერთო მეგობრების წყალობით შევედი მის გვერდზე და დავათვალიერე ვნახე მისი ჩანაწერები… ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მეტიც, ძალიან მომეწონა და ვერ დაგიმალავთ – დავინტერესდი. მდენად საინტერესო პიროვნება ჩანდა, ძალიან ორიგინალური იყო მისი პირველი ესემეს შეტყობინებაც, სხვაგვარად ვერც წარმომედგინა… ,,hello ყველაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“. ამ შეტყობინებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისმა ყურადღებამ, მისმა დამოკიდებულებამ ჩემდამი და ზოგადად მისმა ,,მე“-მ მოახერხა და დაიმსახურა ჩემი გული. მისმა გულწრფელმა თვალებმა, მისმა გამოხედვამ და ღიმილმა კი  ცხოვრება გამილამაზა.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნაა ? ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მნიშვნელოვანი  და დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. ის პროგრამისტია და მუშაბს თბილისში, მე კი ვცხოვრობ ბათუმში. ასე შორს გვიწევდა ერთმანეთისგან ყოფნა. მოკლედ გვქონდა დაგეგმილი  ნიშნობაა და ვემზადებოდი.  მას არ ეცალა მზადებისთვის, იმდენად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. დაღლილი მიდიოდა სახლში და მალევე იძნებდა.  ნიშნობიდან სამი დღით ადრე მეუბნება, რომ მიდიოდა კახეთში, ტრენინგი ჰქონდა სამდღიანი და მხოლოდ ნიშნობის დღეს ახერხებდა ჩამოსვლას. მოკლედ არ ვიცი როგორ აგიხსნათ რა მდგომარეობაში ვიყავი, მაშინ  ტელეფონზე იშვიათად მეხმიანებოდა, მწერდა რომ არ ეცალაა საათობით. 23 აგვისტოა ნიშნობის წინა დღე მირეკავს ჩემი დაქალი და მეუბნება: 7 საათზე მზად იყავი, გოგოები მოგაკითხავთ და გავიდეთო. უარი ვუთხარი, მაგრამ ვინ  გაცალა შუა გზაში მანქანით გამაჩერეს, თვალები ამიხვიეს და ჩამსვეს მანქანაშიი. ვიფიქრე გოგოები მიწყობენ სიურპრიზს თქო, ნამდვილად არ გამივლიდა გულში რომ მას ვნახავდი. მაგრააამ არა, სწორედ რომ ის აღმჩნდა მეგობრებო.ეს სასწაული გრძნობაა, უბედნიერესი ვიყავი.

ქორწილის სამზადისი

ქორწილის სამზადისში მთლიანად მე ვიყავი ჩართული.  .მინდოდა ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორსაც ვოცნებობდი და მომწონდა.  არ მქონდა დიდი დრო, სულ რაღაც 28 დღე მქონდა იმისთვის, რომ ყველაფერი მომეგვარებინა ^_^  ერთადერთი ვისაც რჩევას ვთხოვდი იყო დედა. ეს ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესი იყო ჩემს ცხოვრებაში.

კაბა

კაბა ანჟელის იყო. როცა მივედი და დავინახე, სულ ახალი იყო, იმდღეს გამოეტანათ. დავინახე თუ არა მომეწონა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა: მაქმანებით და ულამაზესი პატარა ყვავილებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ კაბაში მოძრაობა, მაინც მაქსიმალურად ვეცადე, რომ მთელი დღე მცმოდა და არ გამომეცვალა.

Image may contain: დია ნა, wedding

თმა და მაკიაჟი

თმა და  მაკიაჟი მაია მაგიას მივანდე და ერთი წამითაც არ ვნანობ ამას, ის შეუდარებელია.

ლოკაცია

ხელის მოწერის ცერემონია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მქონდა. სალომე ჯაიანი მადლობა შენ რომ  ზუსტად იცი როგორ ასიამოვნო პატარძალს. თეთრი და ცისფერი ფერის ყვავილების ულამაზეს ფონზე ჩემმა ძმამ მიმიყვანა და ჩამაბარა ჩემს საქმროს.  ესეც ერთ-ერთი  ულამაზესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ორი ფოტოგრაფი მყავდა –  ღუდუ კომახიძე და ხვიჩა კირკიტაძე, ორივე სასწაულები. ძალიან ძალიან მაგრები.. ყურადღებიანები და მზრუნველები. მთელი დღე დაუღალავი შრომით ამისრულეს ეს ოცნებაც, რომ მქონოდა ბევრი ბევრი ფოტო. ყველა მომენტი, ყველაა ემოცია დაენახათ და გადაეღოთ…მადლობაა თქვეენ.

ქორწილი

ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც ველოდი. ძალიან ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი, რაც ყოველთვის გვემახსოვრება მედა ჩემს მეუღლეს.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ არ დაზოგონ თანხები საქორწილო კაბაზე, თუ ამის საშუალება არის.  ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, და ასეც დარჩება თქვენს ცხოვრებაში. ამ დღეს საოცრად უნდა გამოიყურებოდეთ. ამავედროს, ვფიქრობ, რომ ეს დღე მართლა მარტო პატარძლისაა და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას სურს. არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვებს მოსწონთ თუ არა. ყველაფერი აუცილებლად თქვენთვითონ გააკეთეთ, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

Image may contain: 3 people, including დია ნა, people smiling, kitchen and indoorImage may contain: 1 person, standing

Image may contain: one or more people and people standing

‘Image may contain: one or more people, people standing and suitImage may contain: one or more people, wedding, outdoor and nature

Image may contain: one or more people, wedding and outdoor

Image may contain: one or more people, people standing, wedding, tree, outdoor and nature

Image may contain: one or more people, wedding and outdoor

Image may contain: 5 people, including დია ნა, people smiling, people standing, wedding, tree and outdoor

Image may contain: 3 people, people smiling, people standing, wedding and outdoor

Wedding.Blogger
Tags
  • dress
  • wedding
  • ახალი ბულვარი
  • გამორჩეული ქორწილი
  • გაფორმება
  • თმა და მაკიაჟი
  • კაბა
  • საპატარძლო კაბა
  • ქორწილი ბათუმში
  • ხელის მოწერის ცერემონია
  • 1
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
Find us on Facebook
Follow us
ტოპ 5 პოსტი
  • 1.

    ტესტი: როდის გათხოვდები

    • 3 years ago
    • 120
    • 98286
  • 2.

    ტესტი: როგორი ცოლი იქნები ?

    • 4 years ago
    • 48
    • 30074
  • 3.

    7 მიზეზი თუ რატომ უნდა მოაწეროთ ხელი weddingstory-ში

    • 6 months ago
    • 5
    • 26825
  • 4.

    მოჭიდავე ბიჭის სიყვარულის ამბავი

    • 2 years ago
    • 7
    • 25342
  • 5.

    ქართულ-იტალიური სიყვარულის ამბავი

    • 1 year ago
    • 1
    • 24795
ბოლოს დამატებულები
  • “..ვუყურებდით ერთმანეთს და ეს მომენტი იყო პირველი შეხედვაც და შეყვარებაც”
  • დაოჯახების სახუმარო პოსტი, რომელიც რეალობაში ქორწილით დაგვირგვინდა
  • გამოსაშვები საღამოს სიურპრიზი
  • “მივხვდი, რომ ის “ჩემი ადამიანი” იყო”
  • სიზმარში ნანახი სიყვარულის ისტორია, რომელიც რეალობად იქცა
  • ორი საბედისწერო თამაში – ქართულ-გერმანული სიყვარულის ისტორია
  • უცნობ სახლში აღმოჩენილი წარმოუდგენელი სიურპრიზი
ძებნა

Recent comments

Previous Post

მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად იცვლებოდა

by Wedding.Blogger

Next Post

უცნობ სახლში აღმოჩენილი წარმოუდგენელი სიურპრიზი

by Wedding.Blogger

 

weddingstory.ge

პირველი ქართული საქორწილო ბლოგი
All rigths reserved © 2017

რეკლამა weddingstory-ზე 




Like our facebook page