TOP

7 მიზეზი თუ რატომ უნდა მოაწეროთ ხელი weddingstory-ში

  1. გამორჩეული სიმწვანე

weddingstory-ის ლოკაცია ლისი გრინსის ბაღი – უნიკალური და იშვიათი ჯიშის ნერგებით. ბაღს მუდმივად ემატება ახალ-ახალი მცენარეები, რომლებიც მას მუდმივად ცვალებადს და მრავალფეროვანს ხდის. სიმწვანით ბაღი ზამთარშიც კი გამოირჩევა, რადგან აქ ნახავთ უამრავ უნიკალურ ნაძვს. სწორედ ეს დეტალები აძლევს ცერემონიას განსაკუთრებულ ელფერს და განასხვავებს სხვებისგან.

  1. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა

ლისი გრინსის ბაღი მდებარეობს ლისის ტბაზე, რაც ჩვენს მომხმარებელს აძლევს თავისუფალი პარკირების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გვესტუმროთ დროის ნებისმიერ მონაკვეთში. Screen Shot 2018-08-12 at 13.48.44

  1. სრულყოფილი სერვისი

მოგეხსენებათ, საქორწილო ცერემონია მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს, რასაც ყურადღება და სწორად ორგანიზება სჭირდება. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ სერვისს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ სანერვიულო და საფიქრალი არ გექნებათ არანაირ დეტალზე.

დიზაინერის მომსახურება, ბაღის, სკამების, მაგიდის, თაღის გაფორმება. ხელნაკეთი აქსესუარები ფოტოსესიისთვის. ხმის რეჟისორი, ცერემონიის მუსიკალური გაფორმება, დინამიკები, მიკროფონი, ტკბილეულის სუფრა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ჩვენი მომსახურება მოიცავს.

  1. ბედნიერების მოწმობა

ბედნიერების მოწმობა არის ჩვენი კრეატიული გუნდის საჩუქარი  მომხმარებლებისთვის. ვედინგსთორი იყო პირველი საქორწილო კომპანია, რომელმაც ქორწინების მოწმობა ჩაანაცვლა საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედნიერების მოწმობით.

6 poto

  1. სრული თავისუფლება

ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ მაქსიმალურ თავისუფლებას იმისათვის, რომ ეს ცერემონია იყოს მთლიანად მორგებული საკუთარ სურვილებზე. მათ შეუძლიათ თავად აარჩიონ, რა მუსიკის ფონზე შემოვლენ,  შეარჩიონ ტექსტი და მისცენ ის თავიანთ მეგობარს, რომელიც გაუძღვება ცერემონიას. ასევე ყველას შეუძლია ტერიტორიაზე შემოიტანოს ის რაც სურს, ეს შეიძლება იყოს შამპანიური, ტკბილეული, ტორტი და ა.შ
ჩვენ გაძლევთ სრულ თავისუფლებას  1 საათის განმავლობაში, რომელსაც  წინასწარ ირჩევთ.

  1. ფოტო და ვიდეოგრაფებისთვის სპეციალურად შექმნილი ფოტოზონები

გარდა იმ სიმწვანისა და უნიკალური ბაღისა, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ჩვენი დიზაინერები მუდმივად მუშაობენ სპეციალურად გამოყოფილ ფოტოზონებზე, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ფოტოსესია იყოს მრავალფეროვანი და სხვებისგან განსხვავებული.

7 poto copy

  1. ერთგული პერსონალი

ყველაფერი ის, რაც ზემოთ ვახსენეთ არ იქნებოდა სრულყოფილი, რომ არა ჩვენი ერთგული პერსონალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ თქვენი ქორწილის დღე იყოს დაუვიწყარი. ეს შორიდან თითქოს არ ჩანს შრომატევადი, მაგრამ იმისათვის, რომ ცერემონია გაიმართოს და ყველაფერი დალაგდეს სრულყოფილად, მუშაობის პროცესი იწყება ცერემონიამდე დიდი ხნით ადრე. ეს ყველაფერი კეთდება მთელი გულით, რათა კიდევ ერთი ბედნიერი და გულანთებული წყვილისთვის შევქმნათ ერთი სიყვარულის ისტორია.

[image_gallery images=”6683:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2018/08/4-poto1.jpg,6682:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2018/08/2-poto.jpg,6681:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2018/08/5-poto.jpg,6680:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2018/08/10-poto.jpg,6679:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2018/08/9-poto.jpg,” ][/image_gallery]

www.weddingstory.ge 

599782040

ხელის მოწერის ცერემონია