TOP

2017 წელს საქართველოში ცოლის გვარზე 418 კაცი გადავიდა

42

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა ადამიანმა შეიცვალა. მათგან აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა კაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი – 418-მა კაცმა და 477-მა ქალმა.

2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა – 4-ჯერ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გვარის შეცვლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა.

წყარო: imedinews.ge