TOP

მზადება ქორწილისთვის – 12 თვის გეგმა

Untitled

იმისათვის, რომ ქორწილისთვის ყველაფერი დროულად იყოს მოგვარებული და არაფერი გამოგრჩეთ, გთავაზობთ 12 თვიან გეგმას, რომლის საშუალებითაც მზადების პროცესი იქნება ნაკლებად დამღლელი, ქორწილი კი კარგად ორგანიზებული.

12 თვით ადრე

  • გამართეთ ნიშნობა
  • დათქვით ქორწილის თარიღი
  • შეადგინეთ ქორწილის ბიუჯეტი
  • მოამზადეთ გეგმის შესადგენი ალბომი
  • შეარჩიეთ ქორწილის თემა და ფერები
  • დაჯავშნეთ ხელის მოწერის ცერემონია და რესტორანი
  • შეადგინეთ სტუმრების საორიენტაციო სია

9-10 თვით ადრე

  • შეარჩიეთ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და დაჯავშნეთ.
  • მოაწყვეთ წინა საქორწინო და ნიშნობის შემდგომი ფოტოსესია. (ეს საუკეთესო გზა იქნება იმისა, რომ გამოსცადოთ თქვენი ფოტოგრაფი)
  • დაჯავშნეთ ორგანიზატორი, დიზაინერი და ფლორისტი
  • დაამუშავეთ სტუმრების სია

7-8 თვით ადრე

  • შეარჩიეთ კაბები მეჯვარეებისთვის
  • შეარჩიეთ კონდიტერი და დააგემოვნეთ მისი ტორტები
  • დაიწყეთ თაფლობის თვეზე ფიქრი
  • შეადგინეთ ფლეილისთი ცერემონიისა და მიღებისთვის
  • დაჯავშნეთ ბენდი და დიჯეი
  • დაიწყეთ სხეულზე ზრუნვა

giphy (2)

5-6 თვით ადრე

  • შეარჩიეთ დიზაინერი და კაბის სტილი
  • შეარჩიეთ სიძისა და  მისი მეჯვარეების ჩაცმულობა
  • შეარჩიეთ ბავშვების ჩაცმულობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცერემონიის მსვლელობაში
  • შეარჩიეთ საქორწილო ტრანსპორტი
  • დაჯავშნეთ სტილისტი და ვიზაჟისტი
  • შეუკვეთეთ მოსაწვევები

3-4 თვით ადრე

  • შეხვდით დაქირავებულ პერსონალს და კიდევ ერთხელ გაისაუბრეთ დეტალებზე
  • შეარჩიეთ და შეუკვეთეთ ტორტი
  • შეარჩიეთ რესტორნის მენიუ
  • შეიძნეთ აქსესუარები
  • დაგეგმეთ Bachelorette party

2 თვით ადრე

  • დაწერეთ საქორწილო ფიცი
  • იზრუნეთ ლამაზ ღიმილზე, ეწვიეთ სტომატოლოგს
  • გაუგზავნეთ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს  დღის გეგმა
  • შეიძნეთ ქალის თეთრეული  ქორწილისა და თაფლობის თვისთვის

giphy

 

6-8 კვირით ადრე

  • დაარიგეთ მოსაწვევები
  • შეადგინეთ მენიუს საბოლოო ვარიანტი

1 კვირით ადრე

  • გაიარეთ ცერემონიის რეპეტიცია
  • შეაგროვეთ ყველა სამოგზაურო დოკუმენტი
  • წადით სპა სალონში და განიტვირთეთ
  • მოაწყვეთ Bachelorette party

giphy (4)

1 დღით ადრე

  • მომზადეთ კაბა და აქსესუარები
  • გაიკეთეთ მანიკური და პედიკური მეჯვარეებთან ერთად
  • იყავით ბედნიერი, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ცხოვრებას სამუდამოდ დაუკავშირებთ
  • კარგად გამოიძინეთ!

ქორწილის დღე!

  • ისაუზმეთ, მიიღეთ შაქარი და კოფეინი, რათა ენერგიულად იყოთ
  • მოემზადეთ
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე
  • გაიღიმეთ
  • და მაგრად გაერთეთ!

giphy (3)

 

თაფლობის თვის შემდეგ

  • მოამზადეთ სამადლობელი პოსტი მომსახურე პერსონალისა და სტუმრებისთვის
  • გაუზიარეთ თქვენი ქორწილის ფოტოები საზოგადოებას
  • ჩაწერეთ ინტერვიუ weddingstory-სთან

giphy (1)

კომენტარები