TOP

ხელი გთხოვეს? მაშინ მოგვყევი!

9-things-to-do-after-getting-engaged

თუ შენ ახლა ამას კითხულობ, ესეიგი ცოტახნის წინ თქვი ფრაზა “თანახმა ვარ!”. გილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ ახლა თქვენ ალბათ მეცხრე ცაზე, ღრუბლებში დაცურავთ, ჩვენ ვიცით უკვე, თუ რამდენი საქმე გელოდებათ წინ და როგორ გჭირდებათ დახმარება.  ქვემოთ ჩამოთვლილია 9 პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ თანხმობის გაცხადების შემდეგ, რათა თქვენი ქორწილის დაგეგმარება იყოს სრულყოფილი და წარმატებული.

 აცნობეთ ამბავი ახლობლებს და ოჯახის წევრებს

ეს პირველია, რაც წინადადების მიღების შემდეგ უნდა გააკეთოთ. ოჯახს შეგიძლიათ პირადად აცნობოთ, როდესაც შინ დაბრუნდებით, ხოლო სხვა დანარჩენებისთვის ამ ამბის ცნობა, საკმაოდ მარტივია. დღესდღეობით ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდია ამის სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, ერთ-ერთ ცხოვრებისეულ მოვლენად. ასე ყველა თქვენი  ახლობელი, მეგობარი და შორეული ნათესავი გაიგებს ამ ბედნიერ სიახლეს.

Image result for got engaged facebook

 დაიწყეთ ქორწილზე ოცნება

მოლოცვების მიღების შემდეგ, დროა ქორწილის სამზადისს შეუდგეთ. დაიწყეთ ძრომიალი საქორწილო ბლოგებზე, გადახედეთ რჩევებსა და იდეებს Weddingstory.ge-ზე, ეს ძალიან დაგეხმარებათ ქორწილის დაგეგმვაში. შეარჩიეთ ქორწილის კონცეფცია, ფერები,  დრესკოდი და სხვა.

Glam-Palm-Springs-Meets-Joshua-Tree-Engagement-Photos-Lets-Frolic-Together-0014

 გადაიღეთ ნიშნობის ფოტო

ნიშნობაც ისეთივე განსაკუთრებული მოვლენაა, როგორც ქორწილი, ამიტომ აუცილებლად მოაწყვეთ ნიშნობა და თან დაურთეთ ფოტოსესია, რომელიც სამახსოვროდ დაგრჩებათ, როგორც დასაბამი თქვენი ქორწილის ისტორიისა.

 შეადგინეთ სტუმრების სია

სტუმრების სია ერთ-ერთი პირველია ქორწილის დაგეგმარების დროს. თუ არ გეცოდინებათ სტუმრების სია, თქვენ ვერ შეუთანხმდებით რესტორანს, შესაბამიად ვერ გადაწყვეტთ სხვა დეტალებსაც, ვინაიდან რესტორანი ქორწილის დღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ნაწილია  და მასზე ბევრია დამოკიდებული.

  შეარჩიეთ ადგილი და დათვქით თარიღი

სტუმრების რაოდენობის დაზუსტების შემდეგ მიაშურეთ რესტორანს, ან უბრალოდ იპოვეთ ადგილი, სადაც მიღებას  გამართავთ. პარალელურად აარჩიეთ ხელის მოწერისა და ჯვრისწერის ცერემონიალის ჩატარების ლოკაცია.

Ultra-Stylish-Engagement-Paris-Ivo-Popov-Photography (21 of 22)

დაუთმეთ დრო ყველაზე მთავარს – კაბა

კაბა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქორწილის. მიიღეთ ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია გამოცდილი ადამიანებისგან, თუ არ ხართ ამ საკითხში ჩახედული. შეაჩერეთ არჩევანი საუკეთესო სალონზე/დიზაინერზე და აქციეთ თქვენი ოცნება რეალობად.

Black-Tie-Wedding-at-The-Grain-Exchange-BP-Photo (2 of 24)

აუცილებლად იყავით ორგანიზებული

ეს არის მთავარი პირობა იმისა, რომ ქორწილი კარგად დაიგეგმოს. აუცლებლად ჩამოწერეთ ქორწილის ყველა დეტალი, რათა არაფერი გამოგრჩეთ და ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ქორწილის წინა დღეს გაგახსენდებათ, რომ რაღაც საკითხი სრულიად გადაგავიწყდათ და მოსაგვარებელი დაგრჩათ.