TOP

ხელის თხოვნა Times Square-ზე

IMG_2659ქორწილამდე

IMG_3771გიორგი და მე 8 წლიდან ვმეგობრობთ.ჩვენ ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით, როცა მისი ოჯახი გადმოვიდა იქ საცხოვრებლად.ჩვენი მამები ბავშვობის მეობრები იყვნენ, ამიტომაც ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან ურთიერთობა. 4 წლის განმავლობაში, სანამ გიორგი და მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდნენ, ჩვენ გავხდით საუკეთესო მეგობრები და ვერც კი წარმოგვედგინა მომავალი კვირა ერთმანეთის გარეშე.შემდეგ კი გიორგის ოჯახს მოუწია საქართველოში დაბრუნება და ჩვენი გზები ცოტახნით გაიყო.რამოდენიმე წლის შემდეგ, მაშინ, როცა დავამთავრეთ სკოლა და გავხდით სტუდენტები, გადავწყვიტეთ მოგვეკითხა ერთმანეთი და გავიხსენეთ ჩვენი ბავშვობის მეგობრობა. შედეგ კი მომიწია ამერიკაში კერძოდ ნიუ-იორკში ჩასვლა, სადაც გიორგი იმ პერიოდში სწავლობდა და ბევრად უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ცოტა ხნის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან გვივარდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი American love story.

ხელის თხოვნა

გიორგიმ ხელი 3 წლის შემდეგ მთხოვა.ეს იმ ადგილას მოხდა სადაც ჩვენი love story დაიწყო.ეს ყველაფერი ორიგინალური და მოულოდნელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდით თაიმ სქვეარზე და სურათების გადაღება ცნობილ წითელ კიბეებთან გადავწყვიტეთ.სანამ ჩვენი მეგობარი სურათს გვიღებდა, გიორგიმ სრულიად მოულოდნელად ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, რამაც ხალხში ოვაცია და ჩემში მღელვარება გამოიწვია და რა თქმნა უნდა “კი” ვუთხარი.

 

მზადება ქორწილისთვის

ქორწილისთვის მზადება 1 წლით ადრე დაიწყო.თავიდანვე მინდოდა ჩვენი ქორწილი რაც შეიძლება უცხო და ორიგინალური ყოფილიყო,ისეთი როგორიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ქორწილის გადახდაზე რომ შევთანხმდით, საქაერთველოში ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას, ამიტომაც გადავწყვიტეთ პირველი ქორწილი ლას ვეგასში, ძალიან ახლო წრეში გაგვეკეთებინა. მეორე ქორწილი კი გრანდიოზული იყო, რადგანაც ამ ქორწილს ძალიან ბევრი ხალხი ელოდებოდა. ქორწილის დაგეგმვა საქართველოს საუკეთესო ორგანიზატორებს , team 4 event ს ვანდეთ, რომლებიც გორგის დედასთან ერთად შეუდგნენ სამზადისს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო დიზაინერ გვანცა შიუკაშვილის გარეშე ჩემი ქორწილი ვერ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი. ყველაზე დიდ სირთულეს აზრთა სხვადასხვაობა წარმოადგენდა. ჩვენ გვინდოდა თანამედროვე ქორწილი ტრადიციული ელემენტებით.

კაბა

ბავშვობაშივე ჩემი ქორწილის კაბა დიდი და პრინცესული წარმომედგინა, თუმცა რომ გავიზარდე მივხვდი რომ კომფორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადავწყვიტე ქოწილში რამდენჯერმე გამომეცვალა კაბა. დილით, ჯვრისწერაზე ჩემი ბავშვური ოცნების კაბა მეცვა, საღამოს კი რესტორანში ელეგანტური, ტანზე მომდგარი “რუსალკას” სტილის კაბას მივანიჭე უპირატესობა. ორივე კაბა ამერიკაში შევიძინე და არჩევაში ჩემი ერთ ერთი მეჯვარე დამეხმარა. საღამოს როცა ქორწილის მთავარვა ნაწილმა ჩაიარა და DJ-მ დაკვრა დაიწყო, “StandART” ში შეკერილი კომბინიზონი მეცვა.

IMG_2652

 

თმა და მაკიაჟი

ჩემს გარეგნობაზე სალონმა “Sakurami”მ იზრუნა, რომელსაც უკვე 3 წელია ვანდობ ჩემს გარეგნობას.

IMG_2628

 

ლოკაცია

ხელი 9 აპრილს, ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენი ოცნების ქალაქში, ლას ვეგაში მოვაწერეთ. ჯვრისწერა კი ქორწილის დღეს, 3 სექტემბერს გვქონდა ქალაქ კასპში, მამაჩემის აშენებულ ეკლესიაში (ეს ადგილი ჩემთვისაც და გიორგისთვისაც განსაკუთრებულია).ქორწილისათვის ყველაფერი საუკეთესო გვინდოდა.ვეძებდით ისეთ ადგილს სადაც დიდი ეზო, დარბაზი და გემრიელი კერძები იქნებოდა ამიტომაც ქორწილი მცხეთაში, რესტორან “გუჯარში” გაიმართა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ბევრი რჩევა და რეკომემდაცია გაუწიეს გიორგი ტოროჯაძეს და ამიტომაც ჩვენი საუკეთესო მომენტების გადაღებაზე სწორედ მან იზრუნა.ორგამიზატორების დამსახურებით დიდი არჩევანი გვქონდა ფოტოსესიის ადგილებზე, თუმცა შეზღუდული დროის გამო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმზე შევჩერდით.

ქორწილი

ქორწილი თავიდანვე არაორდინალირად იყო დაგეგმილი. ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა ჩვენი ქორწილის ერთ ერთი საუკეთესო და ორიგინალური მომენტი, სადაც გიორგის ძაღლმა ლუიმ გადაგვარჩინა და ბეჭდები მოგვიტანა.სიურპრიზი მოგვიწყვეს გიორგის დედის დაქალებმაც, რომლებმაც საოცრად შთამბეჭდავი სიმღერა მოგვიძღვნეს. მოწვეული გვყავდა დათო ხუჯაძე, ილურიძის ბენდი და თეატრალური კვარტეტი. სიმღერების დასრულების შემდეგ, ეზოში სრულიად მოულოდნელად ცეცხლოვანი შოუ დაიწყო, რის შემდეგაც ნახევრად შუშის ტორტი გავჭერით და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით სადაც უკვე DJ განაგრძობდა დაკვრას.

 

 

საქორწილო მოგზაურობა

თაფლობის თვე ბარსელონაში და პალმა დე მაიორკაზე გავატარეთ, საიდანაც საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.

IMG_9016 IMG_8974IMG_0141IMG_0124

 

რჩევა მომავალ პატარძლებს

მინდა მომავალ პატარძლებს ვურჩიო,რომ აუცილებელია გაითვალისწინონ ყველას სურვილები, აზრები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. წინასწარ გაიცანით ფოტოგრაფი, დაელაპარაკეთ, აუხსენით თქვენი სურვილები და უთხარით რას ელოდებით ფოტოსესიისგან. წინა საქორწილოდ თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან. მეჯვარეებმა მოიმარჯვონ ჩანთა გაუთვალისწინებელი შემთხვევიბასთვის (ფენი, ტუჩსაცხი და ა.შ) იყავით მშვიდად, და იცოდეთ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

IMG_3961

IMG_2523 IMG_2651 IMG_2656 IMG_2647 IMG_2628 IMG_2645 IMG_2659 IMG_3962 IMG_3963

IMG_2536IMG_2539IMG_2648IMG_3965 IMG_3967 IMG_2658 IMG_3768 IMG_2655 IMG_2535 IMG_2630 IMG_3968

კომენტარები