TOP

ხელის თხოვნა, რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა!

26219363_1596964983721320_4013909956679016721_n

ქორწილამდე

27157594_1606390272778791_1588904740_nმე და ჩემმა ბიჭმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. თავიდანვე  კარგად გავუგეთ  ერთმანეთს.  2013 წელი იყო და, რა თქმა უნდა,  ორივე პატარები ვიყავით. თუმცა რაღაცნაირად მალევე ჩამოვშორდით ერთმანეთს, სწავლა უფრო მნიშვნელოვანი იყო ორივესთვის იმ ეტაპზე.  შარშან წინ კი  შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და სრული სერიოზულობით დაიწყო ჩვენი  ურთიერთობა. ძალიან დიდი ბედნიერებაა გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელსაც იცნობ   ყველაზე კარგად.

ხელის თხოვნა

ეს ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო. 11 ივნისი  ორი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი: ჩვენი უახლესი მეგობრების ქორწინების დღე და ჩემი ხელის თხოვნა. ინტერნეტში განთავსბული ვიდეო ყველაზე ბოლოს მგონი მე ვნახე, უკვე იმდენი გამოხმაურება ჰქონდა. მიხარია პოზიტიურად რომ მიუდგა უმეტესი ნაწილი და დიდი მადლობა ამისათვის.  ვფიქრობ ყველა გოგომ უნდა განიცადოს ის საოცარი გრძნობა, რასაც იმ წუთებში ვგრდძნობდი. კიდევ ერთხელ დიდიი მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის ქმარს.

27292025_1606402676110884_335288523_n 26996655_1606402696110882_1214243000_n

მზადება ქორწილისთვის

თვენახევარი გრძელდებოდა ჩვენი საქორწლო სამზადისი. ჩემი აზრით აუცილებელია ორივე თანაბრად იყოს ჩართული ამ აბავში . ყველაფერი ერთად დავგეგმეთ: დიზაინი, ხელის მოწერს ცერემონია, გადაღების  ადგილების შერჩევა.  დახმარებით მეგობრების რჩევებს ვითვალისწინებდით.   ძალიან კარგად გვახსენდება ის პერიოდი, როცა გადარბენებზე ვიყავით და საბოლოოდ ისე გამოვიდა ყველაფერი როგორც გვინდოდა.

კაბა

ულამაზესი კაბისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი საროქწილო კაბების სამკერვალო DRESSCODE– ს.  ზუსტად ის  შემიკერეს, როგორც მინდოდა  და ყველა პატარძალი კმაყოფილი უნდა იყოს  აუცილებლად იმით, რაც აცვიათ  მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

26195754_1594157347335417_5248209852182626636_n

თმა და მაკიაჟი

make up nina bekauri -უნიჭიერესი ნინი.  ყველას ვურჩევ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გალამაზება მას მინადონ.

26195755_1594167627334389_7689343995418338164_n

ლოკაცია

ჩემი და ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო  მთელი დღე გაგვეტარებინა  ქალაქგარეთ .  ამიტომაც გადავწყვიტეთ   ჯვრისწერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, შემდგარიყო  წმინდა ქალაქ მცხეთაში. ხელის მოწერაც და ქორწილიც მცხეთაში ჩატარდა .

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოები, ეს არის მოგონებები, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგვახსენებს ჩვენს  უბედნიერეს დღეს. მიხარია რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და დიდი მადლობა ამისთვის  ირაკლი ლაფაჩს .

ქორწილი

საბედნიეროდ, საბოლო ჯამში ყველაფერი ისე ჩატარადა როგორც  ვგეგმავდით . ჩემთვის აუცილებელი იყო არავის მოეწყინა და ვცდილობდი ყველა სტუმრისთვის მიმექცია სათანადო ყურადღება.

საქორწინო მოგზაურობა

თაფლობისთვე ეგვიპტეში გავატარეთ . დაუვიწყარი დღეები იყო ნამდვილად.  ცივი თბილისიდან ეგვიპტის ცხელი მზე განტვირთვისთვის შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა.

რჩევა მომავალ პატარძალს

მომავალო პატარძლებო,  როცა დადგებით ფაქტის წინაშე  და დაიწყებთ ქორწილისთვის მზადებას არ დაიძაბოთ და ყველაფერს მარტივად შეხედეთ.  რაც უფრო პოზიტიურად  შეუდგებით  მზადებას,  უფრო ბედნიერი იქნებით ქორწილის დღეს. ყველას უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ და გვერდით ისეთი ადამიანის ყოლას, რომელიც გაბედნიერებთ და მთელი გულით გიყვართ.

26196307_1594178054000013_674369708469216530_n 26170020_1594158477335304_2799654440803935161_n 26196333_1594198980664587_4049428356767578706_n 26219479_1594149750669510_4373377078023306167_n 26219174_1594154620669023_6175789394307860417_n 26229588_1594161590668326_2251579787419601123_n 26229798_1594167137334438_3550627124708644633_n 26734063_1594196340664851_6891023451105835821_n 26230604_1594160917335060_4725335219715179596_n 26733751_1594196173998201_3118399198272827646_n 26229905_1594168890667596_7038271687717679945_n 26239909_1596971177054034_3182740726035653983_n 26804871_1596971330387352_7425711476842816691_n 26229345_1596971470387338_6770521524809047363_n 26195461_1596971860387299_171836192890713335_n 26734001_1596971717053980_2788703326494769227_n 26229560_1596971803720638_3769137513065832100_n