TOP

ხელის თხოვნა იახტაზე და მოულოდნელი ქორწილი

22528527_1708035799229516_6078570377276080849_n

ქორწილამდე

14212620_1275384052494695_2018285710089028127_nმე და გიორგიმ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით , საერთო სამეგობროს მეშვეობით. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და გარკვეული პერიოდი ვმეგობრობდით, შემდგომში კი მეგობრობა სიყვარულში გადაგვეზარდა. შეყვარებულობაში არაჩვეულებრივი 2.5 წელი გავატარეთ, რომელიც სავსე იყო ბედნიერი დღეებით. გიორგი ძალიან  რომანტიკული ადამიანია, შესაბამისად ყოველთვის საოცარი სიურპრიზებით მანებივრებდა. საბედნიეროდ რთული პერიოდები ურთიერთობაში ფაქტობრივად არ გვქონია, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს სიყვარულზე და საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა სრულიად მოულოდნელი და ამავედროს დაუვიწყარი იყო. ემოციებით აღსავსე.  როგორც ზემოთ აღვნიშნე, გიორგის კარგად ეხერხება სიურპრიზების მოწყობა, ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო.  მეგობრებთან ერთად ბათუმში ვიყავით და იმ დროს, როდესაც მათთან ერთად იახტით მივცურავდით, მოულოდნელად ხელი მთხოვა. როგორც გაირკვა, მეორე დღისთვის ხელის მოწერის ცერემონიაც კი დაგეგმილი ჰქონდა. ეს ყველაფერი იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, იმდენად ლამაზად და რომანტიულად, რომ  ყოველთვის დაუვიწყარი მომენტი იქნება ჩემს ცხოვრებაში.

IMG_4566

მზადება ქორწილისთვის

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ქორწილისთვის მზადება ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმეა, მაგრამ ამავედროს ძალიან სასიამოვნო.  სამზადისი ქორწილამდე 2 თვით ადრე დავიწყეთ. ქორწილს უშუალოდ ჩვენ ვგეგმავდით, მაგრამ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ოჯახის წევრებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში

კაბა

კაბა ჩემი გემოვნებით შევარჩიე  berta-ს გვერდზე და გადავწყვიტე ეს საქმე მარიონელას გუნდისთვის მიმებარებინა. საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ არც კაბის დიზაინის და არც მათი შემქმნელების არჩევაში.

22528084_1708036122562817_5301442218302766213_n

ტორტი

ტორტიც ასევე ჩემი დიზაინით იყო შეჩეული, რომელიც დატვირთული იყო ბუნებრივი ყვავილებით. მინდოდა რაც შეიძლება ორიგინალური და განსხვავებული ყოფილიყო .

FS2T5205

თმა და მაკიაჟი

ვარცხნილობაც და მაკიჟიც პროფესიონალ ადამიანებს მივანდე. მაკიაჟი ელისო ჯიშკარიანს ეკუთვნის, თმა კი ეკა მინდიაშვილს, რომლებმაც გამაოცეს თავიანთი პროფესიონალიზმით.

FS2T3970

ლოკაცია

ჯვარი ბაგრატის ტაძარში დავიწერეთ.  ხელის მოწერის ცერემონია ბათუმში, სასტუმრო ეიფორიის ვერანდაზე გვქონდა, ხოლო უშუალოდ ქორწილი ქუთაისში, რესტორან ქალაქურში გაიმართა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩვენი ფოტოგრაფი ალექს აფციაური იყო, რომელმაც გვაჩუქა ისეთი საოცარი ფოტოები, რომელთა ყურებაც ყოველთვის კარგ ხასიათზე დაგვაყენებს. ვფიქრობ ქორწილის მთავარი დეტალია ფოტოებია, კადრები, რომლებიც ასახავს შენთვის უმნიშვნელოვანესი დღის საუკეთესო მომენტებს. ფოტოსესია დაიწყო მარიონელაში შემდეგ კი წყალტუბოში გაგრძელდა .

ქორწილი

ქორწილის დილა სალონ ელიზიუმში დაიწყო, მომზადების შემდეგ ფოტოსესია  მარიონელაში და წყალტუბოში გაგრძელდა. ჯვრისწერის შემდეგ  კი რესტორნისკენ გავემართეთ.  რესტორანში მრავალჟამიერის თანხლებით შევედით, მალევე შევასრულეთ საქორწილო ვალსი, რომელიც სპეციალურად გვქონდა დადგმული. მოგვიანებით კი დაისი ვიცეკვეთ. ასევე შემიძლია აღვნიშნო საქორწილო დიზაინი, რომელიც ულაზესად იყო გაფორმებული ყვავილებითა და შანდლებით. დიზაინერმა გასაოცარი და ზღაპრული გარემო შექმნა,  სრული სიზუსტით შეასრულა ჩემი ჩანაფიქრი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და  უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მეგი ნიჟარაძეს. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ამაზე მომღერლებმა და ბენდ “მუზეუმმა” იზრუნეს. სცენაზე დამოტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე გამოსახული იყო ჩვენი ფოტოები და კლიპი, რომელიც არანაკლებ ამაღელვებელი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. მე და გიო მაქსიმალურად ვეცადეთ სტუმრებს სიამოვნება მიეღოთ  და მოწყენის საშუალება არ ჰქონოდათ და ვფიქრობ შევძელით კიდეც.

საქორწილო მოგზაურობა

თაფლობის თვე დუბაიში გავატარეთ.  რომანტიულმა გარემომ, მზემ, ზღვამ და სანახაობრივად მდიდარმა ქალაქმა ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა, რაც თითქმის არ ჩამოუვარდება ქორწილის ემოციებს.

IMG_7448 IMG_7361 IMG_7252 IMG_6740

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ ნაკლებად ინერვიულონ! ეცადონ სხვას გადააბარონ საქმეები, გაერთონ და დამშვიდებული სახით შეხვდნენ საოცნებო დღეს.

22528522_1708030909230005_8901499304395038080_n 22549838_1708030385896724_5904000568548488120_n 22490042_1708037519229344_5029569422961634931_n

FS2T4024

FS2T4985 FS2T5161 FS2T4021 FS2T3970 FS2T5100 FS2T3954 (1) FS2T5006

22519182_1708036475896115_4973183143077855151_n22528379_1708037325896030_5890689824323714233_n22489924_1708035645896198_4589101372114812051_n22528084_1708036122562817_5301442218302766213_nFS2T4676 FS2T4531 (1) FS2T4143 FS2T5205 FS2T5272 22554791_1708038809229215_7705691305091164418_n22539830_1708038575895905_7323655500419461278_n22519394_1708039555895807_3715316054093814298_nFS2T5226

კომენტარები