TOP

შეცდომით გაგზავნილი საბედისწერო მესიჯი

15822653_1883794541865189_4083435318243048668_n

ქორწილამდე

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ  მე-7 კლასის დასასრულს  საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და შესაბამისად სკოლაც.  მერვე კლასში, პირველ სექტემბერს სულ სხვა სკოლაში მივედი, სადაც არაჩვეულებრივი კლასი დამხვდა.  თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს პირველივე კლასიდან მათთან ერთად ვიყავი და შესაბამისად მაშინვე შემიყვარდა იქაურობა. ავთოც სწორედ აქ გავიცანი, ჩემი კლასელი იყო, მაშინ 13 წლისები ვიყავით.  სამწუხაროდ მერვე კლასის დასასრულს, კვლავ შევიცვალე საცხოვრებელი და იმ სკოლიდანაც გადავედი, რომელშიც დარჩა ჩემი სული და გული.  მაშინ არ იყო კომუნიკაციის ამდენი საშუალება, შესაბამისად ძველ  კლასელებთან კონტაქტი აღარ მქონდა, მათ შორის აღარც ავთოსთან.

16507698_1901017236809586_147612012_n4 წლის შემდეგ, როდესაც სკოლა დავამთავრე, იმ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად ავთოს შევხვდი. ერთ-ერთ სკვერში მე ჩემს დასთან თეონასთან და მეგობრებთან ერთად, ერთ მეგობარს ველოდებოდი, როდესაც ზურგით მჯდომი ბიჭი შევამჩნიე და მაშინვე ვიცანი.  გოგოებს ვუთხარი, ახლა ეს თუ ავთოა, ნამდვილად სიხარულისაგან გავგიჟები-თქო.  გადავწყვიტე მივსულიყავი და დავრწმუნებულიყავი. მართლაც ავთო აღმოჩნდა. ძალიან გამიკვირდა, რომ 4 წლის შემდეგ შევძელი და ზურგიდან ვიცანი. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა,  ბევრი ვისაუბრეთ, ძველი დრო გავიხსენეთ, ვკითხე კლასს თუ ჰქონდა ბანკეტი-თქო, აღმოჩნდა რომ დაგეგმვის პროცესში იყვნენ და, რა თქმა უნდა, მაშინვე გადავწყვიტე აუცილებლად წავსულიყავი.  ნომრები გავცვალეთ და ასე დავშორდით ერთმანეთს. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,  მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა  და შეხვედრებიც დავიწყეთ, რომელიც 8 თვე გაგრძელდა. შემდეგ მე დავიკარგე, ისე, რომ საერთოდ არაფერი მითქვამს და არაფერი ამიხსნია, ალბათ იმიტომ, რომ ბავში ვიყავი და  არ ვიყავი გარკვეული ბოლომდე, რა მინდოდა.  ამ ყველაფრიან 1 წლის შემდეგ, ვალენტინობის დღეს  მეგობარს მისალოც მესიჯს ვუგზავნიდი, როდესაც უცბად დაეწერა, რომ მესიჯი ავთოსთან გაიგზავნა, კონტაქტების სიაში ავთო პირველი მეწერა და არ ვიცი როგორ გავგზავნე ავთოსთან მესიჯი.  მაშინვე მივწერე, რომ შემეშალა და ეს სპეციალურად არ  გამიკეთებია, მან კი მომწერა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და აქედან ჩაეყარა საფუძველი ხელახლა ჩვენს ურთიერთობას.  ძალიან კარგი მეგობრები გავხდით, თავიდან სხვა არანაირი ურთიერთობა არ გვქონია,  არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს, ვისთან და როდის დავდიოდით პაემნებზე.

16558514_1901018816809428_380343153_n2011 წლის  18 იანვარს, საუბარში მოულოდნელად ავთომ პაემანი დამინიშნა. 25 იანვარს შევხვდით ერთმანეთს და ასე დაიწყო ჩვენი მეორე სასიყვარულო ისტორია.

ურთიერთობიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ, 31 მაისს, მის დაბადების დღეზე ვთხოვე, რომ ავლაბრიდან რიყის პარკში ჩასულიყო. ღამის 10 საათი იყო და კოკისპირული წვიმა მოდიოდა.  მე პარკში მასზე ადრე მივედი და ერთ-ერთ დაბალ ბასეინში  ქვებით დავწერე სიტყვა „მიყვარხარ“, ავთო რომ მოვიდა და ეს დაინახა,  ამ დროს ტელეფონზე მელაპარაკებოდა და ამის დანახვაზე მთელ ხმაზე დაიყვირა: „ბარტყო, მეც მიყვარხარ“-ო. მაშინ გამომიტყდა, რომ მე-8 კლასის პირველი დღიდან მოვწონდი და ვუყვარდი, როგორ მაკვირდებოდა მუდამ და როგორ შემომტრფოდა. ეს იყო ბავშვური სიყვარული, რომელიც მე ვერ შევამჩნიე.  6 წელია ერთად ვართ. ამბობენ, რომ იდეალური არავინ და არაფერი არაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ავთანდილი ჩემი იდეალია, მეორე კი არა, პირველი ნახევარი და  მე მის გარეშე ცარიელი ვიქნებოდი.

ხელის თხოვნა

16426803_1898927653685211_409471031_nერთ დღეს ავთოსთან ვიყავი სახლში, როდესაც ძალიან მთხოვა დარჩიო. არ მიყვარს როდესაც მეხვწებიან, საყვარელი ადამიანი მითუმეტეს, ამიტომ დავთანხმდი. აბაზანაში შევედი  და როდესაც იქიდან გამოვედი მოულოდნელი სიურპრიზი დამხვდა. აბაზანიდან სასტუმრო ოთახამდე სანთლების ბილიკი იყო გაკეთებული, მისაღებ ოთახში ავთო დამხვდა მუხლმოდრეკილი, ხელში ბეჭდით და მითხრა, რომ  უნდოდა მისი თანამგზავრი გავმხდარიყავი მთელი სიცოცხლის მანძილზე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ამის შემდეგ გვქონდა ნიშნობა, რომელიც რესტორანშ აღვნიშნეთ ჩვენს დედმამიშვილებთან და მეჯვარეებთან ერთად.

მზადება

მზადება 6 თვით ადრე დავიწყეთ.  ნიშნობიდან დაახლოებით 2-3 თვეში კი ქორწილისთვის ყველაფრის მოძიება.  მე და ავთო ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. Facebook-ის საშუალებით მოვიძიეთ ყველაფერი: საკონდიტრო, ატელიე კაბისთვის, მაღაზია ფეხსაცმლისთვის, დიზაინერი თაიგულისთვის.  მინდოდა, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, ამიტომ  ძალიან ვნერვიულობდი, იმდენად, რომ ყოველ ღამე სიზმარში ჩემს ქორწილს ვხედავდი, ჩემს მეგობრებთანაც მუდამ ამ თემაზე ვლაპარაკობდი.  ფოტოგრაფი ვიპოვე ირაკლი ლაფაჩი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონდა.  ვიანიდან ოქტომბრის თვე კვლავ ქორწილების სეზონია, ვიცოდით რომ თუ ცოტა ადრე არ დავჯავშნიდით, შეიძლება ჩვენი თარიღი, 20 ოქტომბერი დაკავებული დაგხვედროდა და ირაკლი ვეღარ ყოფილიყო ჩვენი ფოტოგრაფი, რაც ძალიან არ მინდოდა,  ამიტომ ამ საქმის მოგვარება 6 თვით ადრე გადავწყვიტეთ. ირაკლიმ გვირჩია ოპერატორი, რომელიც არაჩვეულებრივად გადაიღებდა ამ დღის კადრებს, მეც სწორედ ეს მინდოდა და დავუკავშირდით ედგარ დავითიანს .  ძალიან დამღლელი და შრომატევადი პროცესი იყო, ერთი რაღაცის გარკვევას რომ მოვრჩებოდით, მაშინვე მეორესას ვიწყებდით, რომ არ დაგვიწყდებოდა, ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

თაიგული

16467109_1898837083694268_1793548316_n

თაიგულზე ძალიან ბევრ მაღაზიას შევეხმიანე და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა უარი მითხრა მსგავსი თაიგულის აწყობაზე, რადგან  საკულენტები არ ექნებოდათ და არც იწერდნენ, მე კი ჩემი თაიგული აუცილებლად ამ მცენარით მინდოდა გამეფორმებინა. რამოდენიმე მაღაზიამ არარეალური ფასი მითხრა, რომლის თაიგულში გადახდას ნამდვილად არ ვაპირებდი.  ბოლოს ვიპოვე ფეისბუქზე გვერდი fleur de lys, რომელმაც მითხრა, რომ არ იყო ამ პერიოდისთვის ასეთი თაიგულის აწყობა პრობლემა, უბრალოდ  2 კვირით ადრე უნდა შემეხსენებინა, რათა საკულენტები გამოეწერათ.

18 რიცხვში მივწერე, რომ მეორე დღისთვის, ანუ 19სთვის მინდოდა თაიგული მზად ყოფილიყო, დაახლოებით 2 საათისთვის.  მაგრამ ამ მოთხოვნაზე მითხრეს, რომ ვერ დააკმაყოფილებდნენ.  ვერ აღვწერ რა დამემართა იმ დროს. შეთანხმებულები ვიყავით 19-20სთვის და ვიცოდი რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.  მითხრეს რომ ხვალ 5 საათისთვის უნდა მივიღოთ საკულენტები და თქვენ  კი ნახევარი საათით ადრე გნებავთ თაიგულის მიღება, არადა 19-20სთვის ვიყავით შეთანხმებულებიო. მივხვდი რომ რაღაც გაუგებრობა იყო.  ვუთხარი რომ მე დღეისთვის კი არა, ხვალისთვის მინდოდა ანუ 19 ხვალ იყო და არა დღეს, რაზეც მითხრეს, რომ ხვალისთვის შევძლებდი 2 საათზე თაიგულის გატანას და ამოვისუნთქე.

კაბა

კაბა შევიკერე ატელიე „ნინი ევრაზია“-ში. იმაზე ხელმისაწვდომ ფასში, ვიდრე სხვა ატელიეებში. ძალიან კმაყოფილი ვარ მკერავებით, განსაკუთრებით ნინითი. დამავიწყდა მეთქვა, რომ ზურგი მინდოდა კრემისფერი და არა თეთრი წულით,  კაბა უკვე დასრულებული იყო როდესაც ეს ვუთხარი, მან კი არ დაიზარა, კაბას ზურგი მოხსნა და ზუსტად ისეთი გამიკეთა, როგორიც მინდოდა.

15894549_1883794488531861_3973467530209993587_n

ფეხსაცმელი
15826176_1883790811865562_803823473897124924_n

ფეხსაცმელს mach & mach-ის გვერდზე გადავაწყდი. გავგიჟდი ისე მომეწონა. არ შემეძლო, რომ არ მეყიდა. თავიდან ცოტას კი ვყოყმანობდი, მაგრამ ჩემმა დამ დეამ დამარწმუნა რომ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის სწორედ ის უნდა მეყიდა რაც გულით მინდოდა და როგორიც მინდოდა.  დავუჯერე მას და შევიძინე ეს ულამაზესი ფეხსაცმელი.

 

თმა და მაკიაჟი

15826119_1883788568532453_1366298485811903849_n

გამომდინარე იქიდან, რომ ჯვრისწერა ყაზბეგში უნდა ყოფილიყო,  უნდა მომეძებნა ისეთი სტილისტი და ვიზაჟისტი, რომლებიც იმ დღეს იქ ჩამოვიდოდნენ.  ვიზაჟზე ორ ადამიანს მივწერე, მაგრამ რადგან ჩემი ქორწილის დღე ხუთშაბათი იყო,  ორივე მუშაობდა და ჩემს გამო სამსახურს ვერ დატოვებდნენ, ამიტომ ისევ სოციალურ ქსელს მივაშურე, რომ მომეძებნა პროფესიონალი.  ვიპოვე გვერდი Make up by Qeto Chantadze, შევეხმიანე და შევუთანხმდი. ასევე საბედნიეროდ წინასწარ გავიკეთე სატესტო მაკიაჟი და არ მომიხდა ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა.  შევარჩიეთ ისეთი, რომელიც ჩემს სახეს მოუხდებოდა და მექნებოდა ქორწილის დღეს.  იმავე დღეს, ჩემი მეჯვარის, ლიკას რჩევით წავედი ერთ-ერთ სტილისტთან, რომელთანაც გაკეთებული სატესტო ვარცხნილობა ძალიან მომიხდა.  თმსთვის აქსესუარი მქონდა გამოწერილი, შესაბამისად ისეთი ვარცხნილობა მინდოდა, რომელიც ამ აქსესუარსაც მოხდონოდა და კაბასაც, დიკომ  სწორედ ასეთი ვარცხნილობა შემირჩია.

ტორტი

15826677_1883795965198380_3673284914762432347_n

ტორტი რაღაც განსხვავებული მინდოდა. ვინაიდან და რადგანაც მე და ავთოს კომიქსები ძალიან გვიყვას, გუგლის მეშვეობით ვიპოვე  თემატური ტორტი, რომელიც  ქორწილისთვისაც  შესაფერისი იყო . მინდოდა, რომ ტორტი ავთოსთვის სიურპრიზი ყოფილიყო და ქორწილის დღეს ენახა, მაგრამ ჩამეშალა. მის ბიძაშვილთან ვიყავით სტუმრად, როდესაც უცბად ოთახში შემოვიდა და ტელეფონით სურათი მაჩვენა, ასეთი ტორტი გავაკეთებინოთო.  სურათზე ზუსტად ის ტორტი იყო, რომლის შეკვეთასაც ვაპირებდი. ძალიან მეწყინა და მის ბიძაშვილ რეზის ვუსაყვედურე, რატომ აჩვენე-თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას 15825875_1883795961865047_57355869459435181_nარაფერი უჩვენებია და რომ ავთომ თვითონ დამოუკიდებლად იპოვა და გადაწყვიტა ამ ტორტის შესაძლო ვარიანტად განხილვა. ანუ ჩვენი გემოვნება  და სურვილები დაემთხვა.  ტორტი გაგვიკეთა საკონდიტრო „კარამბოლამ“, უაღრესად ყურადღებიანი პერსონალი ჰყავთ.  თავადაც გვირჩიეს,  ტორტთან დაკავშირებით რაღაცეები, რაც უფრო ეფექტურს გახდიდა მას. საბედნიეროდ დავუჯერე და საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

 ბეჭდები

ჩემს მეგობარ ლელას ჰყავს ბავშვობის მეგობარი ტატო, რომელიც ოქრომჭედელია.  სწორედ მას მივეცით შეკვეთა საქორწინო ბეჭდებზე.  მინდოდა, რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო. ჩემი ნიშნობის ბეჭედიც მისი ნახელავია, ამიტომ ვენდობოდი.

15822910_1883788548532455_336138603758379800_n

ლოკაცია

ჯვრის დაწერა გვინდოდა გერგეთის სამებაზე, თუმცა ბოლომდე არ ვიყავით ჩამოყალიბებულნი. გვირჩიეს, რომ სწორედ ამ სალოცავზე შეგვეჩერებინა არჩევანი, ვინაიდან იქ არაჩვეულებრივი ფოტოები გამოვიდოდა, ამიტომ  აგვისტოში 5 დღით ყაზბეგს ვესტუმრეთ. მოვილოცეთ და მამაოსაც დაველაპარაკეთ, დაგვლოცა  და გვითხრა, რომ მთავარი იყო მარხვის დღეები არ დამთხვეოდა, რაც ასე არ იყო.  იქიდან დაბრუნებულები სასტუმრო რუმსში მივედით, სადაც გვითხრეს, რომ ნომრის დაჯავშვნა საიტიდან ხდებოდა ერთი თვით ადრე,  ჩვენ კი წინ ორი თვე გქვონდა, შესაბამისად ყაზბეგიდან დამშვიდებულები წამოვედით, ვფიქრობდით, რომ ეს საკითხი უკვე მოვაგვარეთ, მაგრამ ეს ასე არ იყო.

ავთანდილის მეგობარი იყო რამდენიმე დღით ჩასული ყაზბეგში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უკვე ქორწილი ახლოვდებოდა.  გვითხრა, რომ  დიდთოვლობა იყო და არა მგონია გერეთზე აღწევა შეძლოთო. აქ უკვე ჩემმა ნერვიულობამ პიკს მიაღწია, უკვე დაწყობილი გვქონდა გეგმები და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მაშინვე დავუკავშირდით ფოტოგრაფს, რომელმაც გვირჩია  სასტუმრო „როიალ ბატონი“ და გრემის მონასტერი ჯვრისწერისთვის.  როიალ ბატონში დავჯავშნეთ „ბონი და კლაიდის“ ოთახი, მაგრამ სამსახურის გამო მონასტერში წასვლა ვერ მოვახერხეთ, რომ მამაოს შევთანხმებოდით.  ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 19 რიცხვში ჩვენი ყვარელში ჩასვლის დღეს მივსულიყავით, გაგვეცნო საქმის ვითარება და გვეთხოვა რომ მეორე დღესვე დაეწერა ჯვარი.

ქორწილი გადავიხადეთ რესტორან ილოურში, რომელიც სამი დღით ადრე დავჯავშნეთ. არაჩვეულებრივი გარემო იყო, უგემრიელესი კერძები და რაც მთავარია, შოკისმომგვრელი მუსიკა.

ქორწილის წინა დღე

19-ში ყველაფერი მოვამზადეთ, რაც 20სთვის გვჭირდებოდა და დავიძარით ყვარელისკენ.  მონასტერში მისულებს უკვე შემოგვაღამდა.  მახსოვს როგორ გულის ფანცქალით ველოდი ავთოს, რომელიც მამაოსთან იყო შესული, 30 წუთი 30 წლად მექცა თავი მილერის პლანეტაზე მეგონა ფილმიდან ინერსტელარი.  ჩამოვიდა ავთო და დადებითი პასუხი მოიტანა. ისეთი გახარებული ვიყავი, საზღვარი არ ჰქონდა ჩემს სიხარულს.  როდესაც დავლაგდით და სასტუმროში დავბინავდით, მაშნ გამახსენდა, რომ ვიზაჟისტთან დარეკილი არ მქონდა. ვუთხარი რომ შეგემხიანები-თქო, მაგრამ არ შევხმიანებივარ, მაშინვე დავურეკე მაგრამ გამორთული ჰქონდა ტელეფონი, მაგ დროს ალბათ მიკრო ინფარქტი გადავიტანე, ღამის 10 საათია, მეორე დღეს ქორწილი მაქვს და ვიზაჟისტი არ მყავს. ღამის პირველ საათამდე ვცდილობდი დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს შევედი მის გვერდზე და ვნახე, რომ მეორე ნომერიც ჰქონდა მითითებული, მაშნვე დავრეკე და უცხო ქალმა მიპასუხა, რომელმაც მითხრა, რომ ქეთო დღეს საღამოს მეგობრებთან ერთად წყნეთში წავიდაო. „დავრჩი ქორწილში უმაკიაჟოდ“, პირველი სწორედ ეს გავიფიქრე.  ძალიან შეწუხდა ეს ქალი ამ ფაქტით და მითხრა, რომ თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებო, ვეცდები, რომ დავუკავშირდე როგორმე ქეთოს და ხმა მივაწვდინოო. რამდენიმე საათში ქორწილი მქონდა და მე ვიზაჟისტი კვლავ არ მყავდა.  საშინლად ვნერვიულობდი, მთელი ფოტოსესია აქ უნდა ყოფილიყო, მე კი მაკიაჟის გარეშე  დავრჩი. სწორედ ამ დროს გაისმა ქეთოს ზარი და ვერ აღვწერ ამან როგორ გამახარა, შევთანხმდით ყველაფერზე, სად და როდის უნდა შეხვედროდა ჩემს მეგობარს თბილისში, რომ ყვარელში ჩამოსულიყვნენ. ქეთოსთან საუბრის დასრულებისთანავე დავურეკე იმ ქალბატონს და დიდი მადლობა გადავუხადე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ ომარს, რომელმაც ვიზაჟისტი, სტილისტი და მეჯვარე, ეს სამი მნიშვნელოვანი ადამიანი ჩამომიყვანა ქორწილის დღისთვის.

ქორწილის დღე

ქორწილის დღე იყო საოცარი!

ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები და დედმამიშვილები და დავიწყეთ მზადება. დიკომ თმა მომიწესრიგა,  ქეთომ ძალიან კარგი მაკიაჟი გამიკეთა, იქვე მოვიფიქრეთ სასტუმროში რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.  კაბა არავის არ ჰქონდა ნანახი. რომ ჩავიცვი და დამინახეს, ყველა შოკში იყო, ავთოს სიტყვები არ ჰყოფნიდა, რომ დამინახა.  ავთოს ლურჯი პიჯაკი და შარვალი ეცვა, სპილოსძვლისფერი პერანგი და ბორდოსფერი ბაბთა. ძალიან  სიმპატიური იყო, ძალიან მომეწონა რომ დავინახე.  სამწუხაროდ ჩემი ერთი მეჯვარე ელენე ვერ ჩამოვიდა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული.  ჯვრისწერაზე ძალიან დავაგვიანეთ, პირველზე მისასვლელები 4 საათზე მივედით.

ჯვრისწერის პროცესში გული რამის ამომვარდა, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ყოველივე ეს. ცხოვრება სამუდამოდ დავუკავშირე  ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, ჩემს სიყვარულს და ჩემს იდეალს.  უფლისგან დალოცვილები წამოვედით, დავბრუნდით ისევ სასტუმროში და ფოტოსესიის ნაწილი იქ მოვაწყვეთ.  შებინდებულზე დავტოვეთ ყვარელი და თბილისისკენ გამოვეშურეთ.
თბილისში ჩამოსულებს მთელი ჟრიამულითა და ოვაციებით დაგვხვდნენ ავთოს ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ჩემი დედმამიშვილები და ჩემი უსაყვარლესი დის შვილი დათა რომელიც ჩოხა-ახალუხში იყო გამოწყობილი. ეზოში დედაჩემი და ავთოს მშობლები შემოგვეგებნენ. ყველა გარეთ გველოდა.  ზემოთ როდესაც ავედით და დარბაზში შევედით, ხალხი ვერ ვიცანი, ყველა ისეთი ლამაზი და განსაკუთრებული იყო ამ დღეს. ყველა მოუთმენლად გველოდებოდა.  რატომღაც ყველა ელოდებოდა, რომ  ვიცეკვებდით ქართულ ტრადციული ცეკვას, მაგრამ  არ  გვიცეკვია, რადგან არცერთმა არ ვიცოდით და ჩვეულებრივი ვალსით შემოვიფარგლეთ. სამაგიეროდ ძმა მყავს მოცეკვავე, რომელმაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილმა არაჩვეულებრივი ცეკვა შეგვისრულა, დედაჩემი მწერალი და პოეტია და რამდენიმე ლამაზი ლექსით გაგვილამაზა საღამო. ჩემმა მომღერალმა დამ გვიმღერა, ჩემმა მხატვარმა დამ კი არაჩვეულებრივი ნახატი გვისახსოვრა. ავთოს პატარა მამიდაშვილმა  არაჩვეულებრივი ვარდები მომართვა.  გასაოცარი და არაჩვეულებრივი დღე იყო 2016 წლის 20 ოქტომბერი.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ავთანდილის მშობლებს, ხათუნას და ზურას. საქმე ისაა, რომ  სამწუხაროდ მოსაწვევების შეკვეთა ვერ მოვასწარით, მაგრამ ჩემმა დედამთილმა ყველა სტუმარი ისე გადაანაწილა მაგიდებზე, როგორც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც  დიდი მადლობა მას. ასევე ავთოს  ძმას, ნიკოლოზს, რომელიც ერთი წამით არ გაჩერებულა და არცერთი სტუმარი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. მადლობა  ედგარს და ირაკლის ასეთი კარგი მასალითვისა და რჩევებისთვის.   მადლობა თითოეულ სტუმარს მოსვლისთვის და რაც მთავარია ავთანდილს, ასეთი ბედნიერი დღისთვის. საბოლოოდ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ეს იყო მართლაც ოცნების ქორწილი.

“ქორწილის ვიდეო”

16468697_1898836980360945_595138505_n

16441269_1898837170360926_2001818218_n

16443369_1898836320361011_27044920_n15894542_1883788731865770_8447519716441791369_n 15823179_1883788808532429_5592187962934313694_n 16466916_1898836733694303_1906185474_n15873356_1883790931865550_905325738855980934_n

16506886_1901031156808194_1298395369_n

16521616_1901027563475220_317663396_n15781373_1883791455198831_6636655752600268372_n

16425457_1898818803696096_1676463981_n16507092_1901027973475179_188640248_n15871725_1883791275198849_406506002763405849_n

16522759_1901034300141213_46886101_n

16507092_1901027973475179_188640248_n

16468751_1898819733696003_2129842346_n16468709_1898836673694309_1335407330_n 15822642_1883794381865205_4226886532272326838_n 15822653_1883794541865189_4083435318243048668_n 15826677_1883795965198380_3673284914762432347_n 15825875_1883795961865047_57355869459435181_n

16522793_1901027213475255_583084135_n

16558784_1901027396808570_30605526_n

16507489_1901034273474549_626935241_n

კომენტარები