TOP

ქორწილი ღია ცის ქვეშ – წინაღობები, რომლებიც უნდა იცოდეთ

outdoor wedding-ის სურათის შედეგი

ღია ცის ქვეში ქორწილი მართლაც ულამაზესი ცერემონიაა. უბრალო ქორწილსაც კი განსახვავებულსა და განსაკუთრებულს ხდის. მაგრამ მისი დაგეგმვისას ძალიან ბევრი ფაქტია გასათვალისწინებელი. მითუმეტეს, რომ საქართველოში ძალიან არაპროგნოზირებადი ამინდებია. შუა ზაფხულში შეიძლებ  თავსხმა წვიმა წამოვიდეს, ზამთარში კი  თაკარა მზეში მოგიწიოთ ქორწილი. ამიტომ გთავაზობთ რამდნეიმე საკითხს, რომელზეც აუცილებლად უნდა იფიქროთ წინასწარ!

1. გეგმა “ბე”

როდესაც ქორწილს ღია ცის ქვეშ გეგმავთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ გეგმა ბე, რომელსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს გამოიყენებთ.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადია, ამიტომ თავისუფლად უნდა ელოდოთ, რომ  შეიძლება ზაფხულში, ქორწილების სეზონზე  ძლიერი წვიმა წამოვიდეს.   იდეალურ ღია ცის ქვეშ ქორწილს უკან აქვს დახურული სივრცე. შენობა, რომელიც არის მიმღები სტუმრებისთვის და  ცუდი ამინდის შემთხვევაში -თავშესაფარი.  ასევე, ერთ-ერთი ვარიანტია ტენტი, მაგრამ არასანდო. ტენტი მხოლოდ მზისგან და მსუბუქი წვიმისგან დაგიცავს, დიდ წვიმასა და შტორმს ის ვერ გაუძლებს და შესაბამისად ქორწილიც ჩაიშლება.

2. დრო და ტემპერატურა

მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის  ქორწილის ჩატარების პერიოდი.  შუა ზაფხულში ღია ცის ქვეშ ქორწილი ცუდი იდეაა, რადგან თქვენც და თქვენი სტუმრებიც საშინელი სიცხით დაიტანჯებით, თქვენი ძვირფასი საქორწილო ტორტი კი დადნება.  საუკეთესო პერიოდი აპრილის ბოლო და მაისია. თბილია და არაცხელი. ასევე სექტემბერი და ოქტომბრის პირველინახევარი. თუ ქორწილს აგვისტოში დანიშნავთ, შუადღის სამ საათზე, დამერწმუნეთ, ვერცერთი თქვენი სტუმარი, თქვენი ჩათვლით, ბედნიერი სახით ვერ იქნება.

3. სიცივე ქორწილის დღეს

ეს იგივე შემთხვევაა, როგორც სიცხე. გაზაფხულზე ან შემოდგომაზე საღამოს შესაძლოა აცივდეს და გარეთ ჯდომა გაუსაძლისი გახდეს. ამიტომ წინასწარ გააფრთხილეთ სტუმრები, იზრუნონ თბილ სამოსზე, ან თქვენ მოამზადეთ წინასწარ პატარა პლედები.

cold outdoor wedding-ის სურათის შედეგი

4. ქარი ქორწილის დღეს

ქარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია ქორწილში. თქვენს სტილისტს აუცილებლად უთხარით წინასწარ, რომ ქორწილი ღია ცის ქვეშ უნდა იყოს და ის შეგირჩევთ ისეთ ვარცხნილობას, რომელიც ქარში მარტივად არ დაიშლება. ასევე, თუ აპირებთ, რომ ფატა გაიკეთოთ, აუცილბელად დარწმუნდით, რომ იგი მყარადაა ჩამაგრებული  თმაში და მისი ამოვარდნის საშიშროება არ არის, თორემ შუა ცერემონიის დროს თქვენს მეჯვარეს შესაძლოა ქარის მიერ მოტაცებული ფატის დასაჭერად სირბილი მოუწიოს. არ გაგეცინოთ, მსგავსი შემთხვევა ბევრი გვინახავს.

wind in the wedding-ის სურათის შედეგი

5. ფრთხილად, მწერები!

ყველასთვის საყვარელ ზაფხულს თან  ყველასთვის საძულველი, აბეზარი მწერები ახლავს, რომლებმაც შეიძლება  საერთოდ დაგიკარგოთ ამ დღის ხალისი.  თუ ტენტის გაკეთებას არ აპირებთ, რომელსაც გარშემო მწერების საწინააღმდეგო ბადე შემოეკვრება, წინასწარ იზრუნეთ, რომ თან იქონიოთ სპეციალური ხსნარი ან მაზი, რომელიც მწერებისგან დაგიცავთ.

6. კაბის არასოწრი სტილი

ყველა ტიპის ქორწილს განსხვავებული სტილის კაბა შეეფერება. ღია ცის ქვეშ ქორწილის დროს უფრო კომფორტული და მარტივი კაბა დაგჭირდებათ, ვიდრე გრანდიოზული, რადგან მოძრაობა ბუნებაში გიწევთ და შესაბამისად დიდი კაბა დიდი დისკომოფრტი იქნება.  თუ ქორწილის რაღაც ნაწილის გრანდიოზული კაბით წარმართვა გსურთ, შეგიძლიათ თან იქონიოთ მეორე კაბა, რომელსაც უშუალოდ ცერემონიის დაწყებისას ჩაიცვამთდა დარჩენილ საღამოს მასში გაატარებთ.

7. არასწორად შერჩეული მენიუ

ვინაიდან ქორწილი ღია ცის ქვეშაა და შესაძლოა მაგიდებს მზეც ადგეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ ჩასვათ მენიუში მალფუჭებადი საკვები. ისეთი, რომელიც შეიძლება მზემ გააფუჭოს,  საჭმელად უვარგისი გახადოს ან სულაც დაადნოს. ამიტომ  ეცადეთ, მაქსიმალურად  შესაფერისი მენიუ შეადგინოთ, რათა თავიდან აიცილოთ ეს უსიამოვნება.  ყურადღება გაამახვილეთ ძირითადად ბევრ ცივ სასმელსა და ხილზე, რაც თქვენს სტუმრებს ნამცვილად დასჭირდებათ ცხელი დღის განმავლობაში.