TOP

ქორწილი, რომელიც 600 მილიონი დაჯდა

1499068077699301

სულ ახლახანს, 1 ივლისს ლოს-ანჯელესში რუსი ოლიგარქების შვილების:  ალბერტ ავდოლიანისა და ლოლიტა ოსმანოვას  ქორწილი გაიმართა.   ეს ერთ-ერთი ძვირადღირებული ქორწილი იყო, იგი 600 000 000 რუბლი  დაჯდა.

ალბერტ ავდოლიანისა და ლოლიტა ოსმანოვას ქორწილი დოლბის თეატრში შედგა, სადაც ოსკარების დაჯილდოება იმართება. შესაბამისად საქორწილო მოსაწვევებც თემატური იყო და ყველა სტუმარს  იგი შავი ქეისით გაეგზავნა, რომელშიც ოსკარის ქანდაკება, მოსაწვევი და ვიდეო რგოლი იყო ჩამონტაჟებული. იხ. მოსაწვევის ვიდეო

ცერემონიის დარბაზი მთლიანად ბუნებრივი ყვავილებით იყო გაფორმებული და მიმღებში მევიოლინეთა გუნდი ხვდებოდა სტუმრებს.

პატარძალს ძალიან ლამაზი და გრანდიოზული კაბა ეცვა, რომელიც სავარაუდოდ რომელიმე მსოფლიო დონის დიზაინერის მიერაა შექმნილი.

საქორწილო ღონისძიების წამყვანი ქსენია საბჩაკი და ანდრეი მალახოვი იყვნენ. რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქორწილში მსოფლიო დონის მომღერალმა ლედი გაგამ იმღერა.

1499067597046466 1499067592131616 1499067630789909 1499067587162725 1499067641237991 1499067607920238 1499067649729932 1499067672322311 1499067692694618 1499067747141651

 

წყარო: newpost

კომენტარები