TOP

ქორწილის 5 საუკეთესო დასასრული

დაკავშირებული სურათი

ყველანაირ საქმეში ფინალური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წუთი, ბოლო გამოსვლა, ბოლო ემოცია. ეს ერთგვარი დაგვირგვინებაა მთელი იმ ღონისძიებისა, რაც მთელი დღის განმავლობაშ მიმდინარეობდა, რასაც მიუძღვენით უამრავი დრო, ენერგია და რესურსი, რაზეც ძალიან დიდი ხანი იმუშავეთ. ქორწილი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. მისთვის წყვილი მართლაც უამრავ  ენერგიას, დროს და თანხას ხარჯავს და ბუნებრივია, მისი დასარული უნდა იყოს ისეთი, რაც მთლიანად შეკრავს და დააგვირგვინებს მთელ დღეს.  წლების განმავლობაში  ქართულ ქორწილებში მოდაში  სიძე-პატარძლის სუფრიდან “გაპარვა” იყო, რაც ძალიან  დიდი უპატივცემულობაა სტუმრების! მინიმუმ იმის გამო, რომ არ ემშვიდობები და მადლობას არ უხდი იმისათვის, რომ მოვიდნენ და დაგაფასეს. ამავედროს, ეს ყველანაირ ეფექტს უკარგავს ქორწილს და რაც არ უნდა მაგრად იყოს დაგეგმილი, დღის ასეთი დასასრული ყველაფერს წყალშ ჩაგყრით.  ჩვენ გთავაზობთ რამდნეიმე  ალტერნატივას, თუ როგორ უნდა დაასრულოთ თქვენი ქორწილის დღე და დატოვოთ წარუშლელი შთაბეჭდილება თქვენი სტუმრების მოგონებებში.

პირველრიგში,  აუცილებლად გადაუხადეთ  თქვენს სტუმრებს  მადლობა. მადლობა იმისათვის, რომ ამ დღეს თქვენს გვერდით იყვნენ. შეგიძლიათ პატარა სენტიმენტალური სიტყვაც მოამზადოთ და გული აუჩუყოთ მთელს ქორწილს. ეს გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება.

გრანდიოზული გამოსვლა

ქორწილის ბოლოს წყვილის გრანდიოზული გამოსვლა ამერიკულ ფილმებში ძალიან ბევრჯერ გვინახავს. ამ მომენტისთვის შეგიძლიათ პატარა, ხელში დასაჭერი ბრჭყვიალა ფეიერვერკები  შეიძინოთ, რომელსაც სტუმრებს დაურიგებთ. თუ ორგანიზატორი არ გყავს, ერთ-ერთ მეგობარს სთხოვეთ  ამ ყველაფრის ორგანზიება და სტუმრების მობილიზება, რომლებიც ბრჭყვიალა  დერეფანს გაგიკეთებენ.

დაკავშირებული სურათი

ფეიერვერკი

გრანდიოზული ფეიერვერკი ქართულ ქორწილებში უკვე ძალიან გავრცელებული და შეიძლება ითქვას ბანალურიც კია. თქვენ შეგიძლიათ შოუს ეს ნაწილი  ბოლოსთვის მოიტოვოთ და თქვენი გაცილება ამის ფონზე მოაწყოთ.

 ბოლო ცეკვა

ტრადიციულად, წყვილი ცეკვას ქორწილის დასაწყისში ასრულებს. თქვენ შეგიძლიათ ეს ტრადიცია დაარღვიოთ და ეს განსაკუთრებული ნომერი ბოლოსთვის, დამშიდობების ცერემონიისთვის შემოინახოთ. ან თუ საშუალებაა, შეგიძლიათ ორი  ცეკვა მოამზდოთ და ქორწილი ცეკვით გახსნათ და დახუროთ.

მოულოდნელი სიმღერა

ქორწილის დასასრულს თქვენსა და თქვენი მეუღლის მიერ შესრულებული თემატური სიმღერა ნამდვილად კარგი იდეაა. მითუმეტეს, თქვენი ვოკალური ნიჭის შესახებ თუ არავინ იცის, ორმაგას ეფექტური გამოვა. გირჩევთ სიმღერა წინასწარ სტუდიაში ჩაწეროთ და ფონოგრამით იმღეროთ, ვინაიდან ქორწილში ემოციურმა ფონმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ.

AFTER PARTY!

ქორწილის შემდეგ წვეულება ჯერ არცერთ ქართულ ქორწილში არ ყოფილა. ძალიან ბევრ რესტორანში დრო განსაზღვრულია.  ქორწილი შესაძლოა 2 საათზე დასრულდეს, სიძეს, პატარძალსა და სტუმრების უმეტესობას კი კვლავ ცეკვა და გართობა უნდოდეს.  ამიტომ შეგიძლიათ ქორწილი უბრალოდ არ დაასრულოთ, სტუმრებთან ერთად რომელიმე ღამის კლუბს მიაშუროთ და დილამდე იცეკვებთ.