TOP

უცნობ სახლში აღმოჩენილი წარმოუდგენელი სიურპრიზი

Image may contain: 1 person, smiling, wedding and outdoor

ქორწილამდე

ჩვენი ურთიერთობა  7 წლის წინ დაიწყო. 25 ნოემბერს  6 წელი გახდება, რაც ერთად ვართ. ერთმანეთი მეგობრების წრეში გავიცანით. დავიწყეთ მეგობრობა, მაგრამ ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. სულ ვკბენდით ხოლმე ერთმანეთს, დათუნა განსაკუთრებით. ასე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, სანამ დათუნა არ გამომიტყდა სიყვარულში. მე გამიკვირდა, ცოტა გავბრაზდი კიდეც, ყველაფერთან ერთად – პატარაც ვიყავი და არ ველოდი. გავაგრძელეთ ურთიერთობა ისევ ისე, სანამ მეც არ მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტი იყო ვიდრე მეგობრობა.

ხელის თხოვნა

დათუნას ყველთვის განსაკუთრებულად უყვარდა სიურპრიზების კეთება. განსაკუთებული საჩუქრები და ასე შემდეგ. ზოგადად, დაგეგმილი გვქონდა  რომელ წელს ვიქორწინებდით. მე ასევე ნიშნობაც ძალიან მინდოდა,  თუმცა ამის მიუხედავად ვიცოდი, რომ ხელს განსხვავებულად მთხოვდა. 25 ნოემბერს  ორივე ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულით ველოდებით ხოლმე. იმ წელს 5 წელი გადიოდა, რაც ერთად ვიყავით. მითხრა, მოგაკითხავ და წავიდეთო, მეც დავთანხმდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ დღეს მთხოვდა ხელს. რატომღაც მეგონა, რომ სხვა თარიღს აირჩევდა. ველოდი, რომ ამ დღესთან დაკავშირებითაც ექნებოდა რაიმე სურპრიზი მოწყობილი. წამიყვანა მცხეთაში, მივედით  დიდ კერძო სახლთან, თვითონ ჩემს უკან დადგა და მითხრა, რომ უნდა შევსულიყავი. კარი გამიღეს, შევედი და დავინახე ძალიან ლამაზად მოწყობილი სახლი. ტელეფონმა დარეკა და გამაცნეს პირველი დავალება. მთელ სახლში დამალული იყო ყუთები, რომელიც უნდა მეპოვნა ინსტრუქციების მიხედვით და ასევე უნდა გამომეცნო კითხვებზე პასუხი, რაც ჩვენ გვეხებოდა. ყველაფერი იყო ზღაპრულად! დავალებების შემდეგ გავედი ვერანდაზე, სადაც ვიდეო რგოლს ვუყურე, მოლოცვებით ჩვენი მეგობრებისგან. ბოლოს შემოვიდა დათუნა, დაიჩოქა და მთხოვა ხელი. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, თუმცა იმდენად ბედნიერი და შოკირებული ვიყავი, რომ ყველანაირი ემოცია გამეყინა, სულ ვცახცახებდი, მხოლოდ ვიცინოდი. ეს დღე უფრო საოცარი გახადა თოვლმა, ყველაფერი ბევრად ზღაპრული გახდა. არ მინდოდა, რომ ერთდღიანი ზღაპარი დასრულებულიყო, თუმცა ამ დღეს წინ უამრავი სასიხარულო და ასევე ზღაპრული დღე მოყვა.  ხელის თხოვნის შემდეგ დავგეგმეთ ნიშნობა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნიშნობა გვქონდა, რადგან 40კაცი მაინც იქნებოდა სუფრაზე. ნიშნობა გავაკეთეთ ზღვის პირას, ბერძნულ რესტორანში. მე და ჩემმა მეგობრებმა ერთად მვაწყვეთ იქაურობა და მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ვნერვიულობდი, ყველაფერმა არაჩვეულებრუვად ჩაიარა.

მზადება ქორწილისთვის

ნიშნობიდან ქორწილამდე ხუთ თვეზე მეტი გვქონდა, თუმცა, რეალურად, ყველაფერი 2თვეში დავგეგმეთ და მოვაგვარეთ. ზაფხულში მე ტრადიციულად ბათუმში წავედი, დათუნა კი სამსახურის გამო თბილისში დარჩა, შესაბამისად ის იქედან მეხმარებოდა. ჩემი მეგობრები, დათუნას და ჩემი მშობლები – ჩვენ ყველანი ერთად ვემზადებოდით ამ დღისთვის.

კაბა

ყოველთვის მინდოდა, რომ ქორწილში გაშლიი კაბა მცმოდა, შესაბამისად კაბის სტილი გაშლილი იქნებოდა თუ გამოყვანილი – ეს საფიქრალი არ მაწუხებდა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჩემი სტილი არ იყო მაქმანებითა და თვლებში გაწყობილი კაბა, ვერ ვხვდებოდი, რით შემეძლო, რომ კაბა გამხადარიყო უფრო უცხო და ამავდროულად დედოფლური. ბოლოს მივედი ადამიანთან, რომელსაც ყველა ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს აქვს შეკერილი კაბა, მათ შორის ნიშნობას. ეს არის არაჩვეულებრივი მკერავი მაია ლოლიშვილი. კაბის იდეა, ბუმბულებით გაწყობა და სტილიც არის ჩემი. კაბის დიზაინში ასევე აქტიურად იყო ჩართული დედაჩემიც. საბოლოოდ, სამივეს იდეები შევაჯერეთ და შეიკერა ეს კაბაც.

Image may contain: Anano  Chichua, smiling, wedding and outdoor

მაკიაჟი და თმა

მაკიაჟი გავიკეთე ანა პატარაიას სალონში. ქორწილის სამზადისი როცა დავიწყეთ, ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი,  ეს იყო ანას მაკიაჟი, რადგან ყოველთვის, როცა მჭირდებოდა, მხოლოდ ანასთან დავდიოდი, შესაბამისად ნაადრევად ჩავეწერე და მოუთმენლად ველოდი მის საქორწილო მაკიაჟს. ზუსტად ისეთი მაკიაჟი მქონდა, როგორი ფერადი და ბრჭყვიალაც წარმომედგინა. ჩემი აზრით მაკიაჟს ძალიან დიდი მნიშვბელობა აქვს ასეთ განსაკუთრებულ დღეს, რაც ანას არასდროს არ ეშლება. რაც შეეხება თმას, მინდოდა, რომ მქონოდა ძალიან სადად, ნახევრად გაშლილი. თმა გავიკეთე სალონ,,მამეზონში”არაჩვეულებრივ სტილისტ მადლენასთან.

Image may contain: Anano  Chichua, smiling, closeup

ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი

ქორწილისთვის ორი ფოტოგრაფი და ერთი ვიდეო გადამღები გადავწყვიტეთ. პირველი ფოტოგრაფი, ვიზეც ფიქრი არც კი დამჭირვრბია, ეს არის ლუკა ფანცხავა. იქედან გამომდინარე, რომ ნიშნობაზეც ლუკა მყავდა, დარწმუნებული ვიყავი მის პროფესიონალიზმში. ლუკას აქვს ყველასგან განსხვავებული ხედვა და მისი ფოტოები ყოველთვის განსაკუთრებულია .ვიდეო გადამღებზე ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი,მანამ სანამ არ აღმივაჩინე ასეთი გვერდი ,,sept commercial” და  ირაკლი, რომლის ვიდეოებმა მომხიბლა და მივხვდი, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩვენს ქორწილში ვიდეო გადამღები. ვიდეოზე საუბრისას ვთხოვე ერჩია ფოტოგრაფი და აღმოვაჩინე ასევე ძალიან კარგი ფოტოგრაფი – ანინა, რომლის ფოტოებში განსაკუთრებულად ჭარბობდა ლამაზი ფერები. ასე შევჯერდი მასზეც. საბოლოოდ, ქორწილის დღეს სამივე გადამყვა თავს და არაჩვეულებრივდ გაართვეს თავი თავიანთ საქმეს.

თაიგული

თაიგული დავამზადებინე ყვავილების სახლ,,მონამიში”. ეს იყო ისეთი თაიგული, როგორიც მუდამ წარმომედგინა ნაზი და ამავდროულად მოცულობითი. მადლობა მათ, რადგან ზუსტად ისეთი თაიგული შექმნეს, როგორზეც ვოცნებობდი.

ქორწილი

ქორწილის დღის გრაფიკი დეტალურად იყო გაწერილი, მაგრამ, სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ყველაფერი ისე ვერ წარიმართა დროის მხრივ, როგორც გვსურდა. თუმცა ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ხელის მოწერის ცერემონია დაგეგმილი გვქონდა ტყეში. სამწუხროდ, წინა დღით საოცრად წვიმდა, შესაბამისად, სასწრაფოდ მოგვიწია ლოკაციის შეცვლა და ბოტანიკურში, პალმასთან მოვაწყობინეთ ადგილი ძალიან ნიჭიერ დიზაინერს, სალომე ჯაიანს. შემდეგ წავედით ფოტოსესიაზე, ბოლოს კი რესტორან ერაში. დაგეგმილი გვქონდა ქართულისა და ვალსის შესრულება და შევასრულეთ კიდეც. იქედან გამომდინარე, რომ დათუნა მუდამ თბილისში იყო, მხოლოდ რამდენჯერმე გავიარეთ ერთად ცეკვები. მე აქეთ ვმეცადინეობდი მარტო, ის – თბილისში. ქართული გვასწავლა ჩემმა ბავშვობის დაქალმა ქეთა აბზიანიძემ, რომელიც საოცარი მოცეკვავე და პედაგოგია. ვალსი კი ელინა უსტიანმა. მათ რამდენიმე გატარებით გვასწავლა ცეკვა, რისთვისაც ორივეს დიდი მადლობა. სურპრიზად დავტოვე სიმღერა, რომელიც მე და ჩემმა საოცარმა მეჯვარემ შევასრულეთ და მგონი არ გამოგვივდა ცუდად. ქორწილში ასევე გვყავდა ბენდი ,,seaside”და dj ბექა რეხვიაშვილი. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ქორწილი დასამახსოვრებელი ყოფილიყო გართობით და ძალიაბ მინდოდა, რომ მე თვითონ შემერგო ეს დღე. მისვლის შემდეგ პირველივე გასრთობ ცეკვაზე ჩამოვედი დედოფლის კუთხიდან და აღარც ავსულვარ, იმდენად კარგად ვერთობოდი. ანუ რაც ძალიან მინდოდა, ის შესრულდა.

თაფლობის თვე

თაფლობის თვეს მეორე დღესვე წავედით სტამბულში. მე ზოგადად ფოტოებით ვგიჟდებოდი სტამბულზე, ამიტომ ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან საინტრესო და დაუვიწყარი იყო. დამღლელი პერიოდის შემდეგ ორვემ მოვახერხეთ დასვენება და სტამბულის ხედებით ტკბობა.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ერთადერთ რჩევას მივცემდი მომავალ პატარძლებს, იმას, რასაც მე ყოველთვის მეუბნებოდნენ,მაგრამ მაინც ვერ გავითვალისწინე. ეს დღე არის თქვენი დღე, თქვენ ხართ დედოფალი და ეცადეთ, რომ ამ დღეს და წინა პერიოდშიც ნაკლები ინერვიულოთ და თითოეული წამით დატკბეთ. როცა ჩაივლის ეს დღე, მერე გაგეცინებათ რა მანერვიულებდაო.ყველაფერი შეიძლება დაიგეგმოს, გაიწეროს გეგმის სახით, მაგრამ ხდება ისეც,რომ ზუსტად ყველაფერი ისე ვერ გამოდის, როგორც ვგეგმავდით. ამის გამო არ გაიფუჭოთ განწყობა, რადგან ყველაფერი მაინც ულამაზესად ჩაივლის. მთავარი თქვენი განწყობა და ღიმილია, რაც ყველა დედოფალს ასე უხდება.

Image may contain: 1 person, wedding and outdoorImage may contain: one or more people, people standing, wedding and outdoorImage may contain: 4 people, wedding and outdoor

 

კომენტარები