TOP

სცენაზე ნაპოვნი სიყვარული

Beqush_MSX149

ქორწილამდე

32263011_1813631042279535_835367063148036096_nერთ-ერთ კონკურსში ვმონაწილეობდი, სადაც ბოლო ნომრად მომიწია გამოსვლა. კონკურსის ორგანიზატორები თედოს ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და ასევე ჩემიც. კონკურსი საზაფხულო თეატრში მიმდინარეობდა, თედო კი იქვე, ძალიან ახლოს, ‘’SOLO’’ ბანკში მუშაობდა. ეს ბედისწერა იყო, თუ უბრალოდ დამთხვევა –  არ ვიცი, მაგრამ ზუსტად იმ დროს გამოვიდა შესვენებაზე, როცა მე გამომაცხადეს ბოლო კონკურსანტად. სამწუხაროდ, ჩემი სახელი და გვარი ვერ გაიგონა, მაგრამ როცა მომისმინა, გულში უთქვამს, რა კარგი გოგოა, ძალიან მხიარული და საყვარელიო. (თედოს მონაყოლიდან გიყვებით). კონკურსის დასრულების შემდეგ კიბეებზე ჩამოვდიოდი და თედოც იქვე იდგა, ჩვენს საერთო მეგობრებს ელაპარაკებოდა. მე ყველას მივესალმე და, რატომღაც, თედოსაც. იმ დღეს ვერაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ სახლში რომ მივედი სოციალურ ქსელში პოსტი დაიდო კონკურსის დღესთან დაკავშირებით და მე დავაკომენტარე. თედოს ჩემი კომენტარი უნახავს და 32218654_1813631025612870_249231248470310912_nჩემთან შემოსულა. აღმოჩნდა, რომ ის გოგონა მე ვიყავი.  თედომაც რაღაც კომენტარი დატოვა და მეც შევედი მის პროფილზე, თან, რატომღაც, პირველი მოქმედება, რაც განვახორციელე, მის პირად ინფორმაციას გავეცანი და თვალში მომხვდა, რომ 3 მარტს დაბადების დღე ჰქონდა და, უფრო მეტიც, ზუსტად 20 წუთში 3 მარტი დგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი დღეს ცოლ-ქმარი ვიქნებოდით, სრულიად უცნობ ადამიანს დაბადების დღე მივულოცე. თედოს ძალიან გახარებია და როგორც მომიყვა, იმ დროს უთქვამს: ამ შანსს ხელიდან გავუშვებო? მოლოცვაზე მადლობა გადამიხადა და რამოდენიმე დღის შემდეგ მომწერა. მეც მივწერე და ასე ვწერდით 3-4 დღე. შემდეგ, როგორც იდეალური მამაკაცი მოიქცეოდა, პირველ პაემანზე დამპატიჟა.  რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, დავთანხმდი კიდეც, მაგრამ არ შევიმჩნიე. მეორე დღეს განსაკუთრებულად მოვემზადე და დიდი შემართებით პაემანზე გავეშურე. მანქანით მომაკითხა, დღეს სიცილით ვიხსენებთ როგორ ვიჯექი მანქანაში. თითქოს ძალიან მორცხვი და უენო გოგო ვიყავი. აბა ეხლა კითხეთ თედოს რა მხიარული და ენერგიული მეუღლე ჰყავს. :)) პაემანმა იმდენი სასაცილო მოგონება დაგვიტოვა, მინდა თქვენაც მოგიყვეთ. კაფე „რენიში“ ვისხედით. თედომ წვენი დამისხა, მაგრამ არა ჭიქაში, არამედ ფეხზე :)) მე არ შევიმჩნიე, მივხვდი, რომ ძალიან ნერვიულობდა. მერე ხელსახოცით მწმენდდა და ბოდიშებს მიხდიდა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, რომ ცოტა გავმხიარულდეთ და ბოულინგის სათამაშოდ წავიდეთო. მეც დავთანხმდი და ბოულინგ ცენტრში წავედით,  ვითამაშეთ და მოგვიანებით ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი სახლში. ამის შემდეგ თითქმის ყველა დღე ვნახულობდით ერთმანეთს. საბოლოოდ ჩვენი გზები გადაიკვეთა და 2 წლის შემდეგ, ჩვენი სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდა.

ხელის თხოვნა

თედო მეზღვაურია, შესაბამისად ჩვენი სიყვარული ყველასგან გამორჩეულია. თედომ 2 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობიდან 8 თვე გემზე გაატარა. როცა წავიდა, ქორწილს არ ვგეგმავდით, ვაპირებდით მხოლოდ ჯვრისწერას, მაგრამ ბოლო 3 თვეში გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი უკეთესი ვარიანტი იყო. ერთ დღესაც, გემიდან ფოტო გამომიგზავნა, სადაც ფურცელზე დაუწერია: Any, will you marry me? ემოციებს ვერ ვმალავდი. რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი და საპასუხოდ ფოტო გავუგზავნე, სადაც მის შემოთავაზებას დავეთანხმე.

32228703_1813631088946197_8725408855632117760_n 32313234_1813631098946196_1722294650338803712_n

მზადება ქორწილისთვის

ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქორწილს. ყოველთვის ვოცნებობდი ზღაპრული ქორწილი მქონოდა, შესაბამისად საქორწილო სამზადისი 4 თვით ადრე დავიწყეთ. როცა თედო ჩამოვიდა, ყველაფერს ხალისი დაუბრუნდა და უფრო ენერგიულად და მეტი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ საქმეს. რადგან თედო მეზღვაურია, და რადგან გვინდოდა ქორწილი იდეალური გამოსულიყო, ისიც ვიცოდით, რომ ამას დრო სჭირდებოდა, ამიტომ როცა თედო ჩამოვიდა ჯვარი დავიწერეთ და ერთად გადავედით საცხოვრებლად. ქორწილიც, შესაბამისად, ერთად დავგეგმეთ. შემიძლია ვთქვა – მე და თედოს რომ ერთად არ გვეცხოვრა, ქორწილი „ასეთი“ არ გამოვიდოდა. ღამეებს ვათენებდით და ყველა დეტალს განვიხილავდით. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარიანტებს ვარჩევდით. რა თქმა უნდა, მზადებაში ოჯახის წევრებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ძირითადად ქორწილის მთავარ ელემენტებს მე და თედომ ვუხელმძღვანელეთ და ვთვლი, რომ იდეალურად გავართვით თავი. მე სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე ვარ, შესაბამისად ცეკვებიც მე დავდგი. ქართული და ტანგო მე და თედომ შევასრულეთ, ხოლო მეჯვარესთან და მეგობრებთან ერთად ცალკე დავდგი ძალიან მაგარი თანამედროვე ცეკვა. დარბაზზე ბევრი არ გვიფიქრია. ‘’Euphoria’’ გვინდოდა და ქორწილიც აქ გაიმართა.

კაბა

კაბის შერჩევა 6 თვით ადრე დავიწყე. ვფიქრობ, ქალისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, კაბა ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. კაბის ქირაობაზე არც მიფიქრია, მინდოდა ჩემი გემოვნებით შემეკერა და პირველი მე ჩამეცვა. ეს სურვილიც, რა თქმა უნდა, ავიხდინე. ზუსტად ისეთი კაბა მეცვა, როგორზეც დიდი ხანი ვოცნებობდი. კაბა მივანდე, ვფიქრობ, საუკეთესო დიზაინერს, ხათუნა იმნაძეს. კაბა კი თავისი ოქროს ხელებით, თამუნა კახიძემ შეკერა. ფოტო მივუტანე, რაღაც დეტალები ჩემით ავუხსენი და როცა პირველად მივედი კაბის სანახავად, თვალებზე ცრემლები მომადგა. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მეთქვა, რა გამეკეთებინა. მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემი იმედები 100%-ით გამიმართლდა. დარბაზის და ხელის მოწერის დიზაინიც ქალბატონ ხათუნას მივანდეთ. შედეგით ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

Beqush_MSX190

 ტორტი

ტოროტი გურანდა ხინიკაძეს ეკუთვნის. დიზაინი ძალიან მალე შევარჩიეთ. განსხვავებული და ორიგინალური გვინდოდა და ვფიქრობ, ასეთიც გამოვიდა. გურანდაზე გემრიელ ტორტს ბათუმში არავინ არ აცხობს.

torti

თმა და მაკიაჟი

მაკიაჟი, ბათუმში საუკეთესო ვიზაჟისტთან, ანა პატარაიასთან გავიკეთე, რადგან მის პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარებოდა. ვიცოდი, რომ ნერვიულობა არ მომიწევდა როცა შედეგს ვიხილავდი. აღფრთოვანებული დავრჩი, როცა სარკეში ჩავიხედე. თმაზე ელე გაბაიძემ იზრუნა. 2 სიტყვით ავუხსენი და ზუსტად მიხვდა რაც მინდოდა. საბოლოო ჯამში სალონიდან გაბრწყინებული სახით გამოვედი.

tmamakiaji

ლოკაცია

ქორწილის დღე სასტუმრო „Euphoria“-ში დაიწყო, შემდეგ გადავინაცვლეთ ციხისძირში, კერძოდ, კასტელო მარეში, სადაც ფოტოსესია და ხელის მოწერის ცერემონია გაიმართა. შემდეგი ფოტოსესია მახინჯაურში, თეთრ სახლში მოვაწყვეთ. ბოლოს კი დარბაზში გადავინაცვლეთ.

dizaniini2

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფზე და ვიდეო გადამღებზე დიდი ხანი არ გვიფიქრია. ვთვლი, რომ Studio MSX უკონკურენტოა. ქორწილამდე 3-ჯერ შევხვდით და იდეალურად დავგეგმეთ ფოტოსესია. ყველა დეტალი განვიხილეთ და საბოლოოდ იდეალური შედეგიც მივიღეთ. საოცარი ფოტოები და კლიპი გამოვიდა, ამას მხოლოდ პროფესიონალი თუ შეძლებდა. წინა დღით კოკისპირული წვიმა იყო გამოცხადებული, თუმცა სალონიდან რომ გამოვედი მზე გამოვიდა და როცა დარბაზში მივედით მაშინ გაწვიმდა. აი მაშინ უფრო დავრწმუნდით, რომ ეს ნამდვილად ჩვენი დღე იყო.

ბენდი

ქორწილი გაალამაზა უმაგრესმა ბენდმა – ‘’seaside’’. თანამედროვე და ენერგიული სიმღერებით აიყოლია დარბაზი. არჩევანში არ შევმცდარვართ. ისინი თავდაუზოგავად და ენერგიულად მოეკიდნენ საქმეს.

თაიგული

ჩემი ულამაზესი თაიგული flowers.ge-ს ეკუთვნის. ყოველთვის მინდოდა ჩემს ქორწილში თეთრი ვარდების თაიგული და ეს სურვილიც, რა თქმა უნდა, ამიხდა.

IMG_2575

 ქორწილი

ბოლომდე ვისიამოვნეთ და დავტკბით ჩვენი დღით. ყველაფერი იდეალური გამოვიდა. დარბაზში რომ შევედით 400 კაცის მზერა, მხოლოდ ჩვენსკენ იყო მომართული. ძალიან მაგარი გრძნობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამოგვიცდია მე და თედოს დიდ აუდიტორიაში ყურადღების ცენტრში ყოფნა. საბოლოო ჯამში იდეალური ქორწილი გამოვიდა. ყველა აღნიშნავდა, რომ ქორწილი უმღლეს დონეზე შედგა. ბევრმა გვითხრა, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ დიდი ხანია ასეთ ქორწილში არ ვყოფილვართო. მადლობას გვიხდიდნენ ასეთი სიამოვნების მიღებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი და თედოს ქორწილი მთლიანად შოუ იყო. ცეკვები, სიმღერები, ფლეშმობი და ბოლოს ყვავილის სროლის ცერემონია. და ამ ყველა ნომერში მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. არანაირი დაქირავებული მოცეკვავეები.

საქორწინო მოგზაურობა

საქორწინო მოგზაურობა ჩემმა დაქალებმა გვაჩუქეს. რადგან ბათუმში იმ დროს ციოდა და წვიმები იყო, გაგვიშვეს ცხელ და მზიან ეგვიპტეში, სადაც 1 კვირა ვიყავით. საოცარი დრო გავატარეთ. ცივი და წვიმიანის ბათუმის შემდეგ კარგი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა ცხელმა და კაშკაშა მზემ.

mogzauroba5mogzauroba4 mogzauroba3 mogzauroba2 mogzauroba1 mogzauroba

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალო დედოფლებო, ჩემი პირადი რჩევა იქნება, მთელი გულით მოეკიდეთ ქორწილისთვის სამზადისს. ამბობენ, რომ ზედმეტად არ უნდა დაიტვირთოთ თავი ქორწილის ორგანიზებით. თქვენ თუ არ იზრუნეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გასალამაზებლად, სხვა ვინ გააკეთებს ამას? ჯობია მაქსიმალურად დაიხარჯოთ და არ დაზოგოთ ენერგია, ვიდრე ქორწილის მერე ინანოთ, ნეტა როგორც ვამბობდი ისე გამეკეთებინაო. ზუსტად ისეთი კაბა ჩაიცვით, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით, უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ დიზაინს, გაფორმებას, ანუ ვიზუალურ მხარეს. ეს უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. მგონი კარგი გრძნობაა, როცა თქვენთან ერთად, თქვენს ირგვლივ, ყველაფერი ლამაზი და თვალშისაცემია. ნაკლებად დაინტერესდით სუფრაზე 5 სახეობის ხორცი იქნება თუ 10 სახეობის ნამცხვარი. რატომღაც, ქორწილებში საჭმელს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა და უფრო განსახილველი თემა ხდება, ვიდრე ქორწილის ვიზუალი და იქ განვითარებული მოვლენები. კერძებით ვერავის გააკვირვებთ, ხოლო სხვადასხვა მაღალი დონის ნომრებითა და გაფორმებით შეიძლება ბევრი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩეს. მთავარია, მოაწყოთ ისეთი ქორწილი და მასში შეიტანოთ ისეთი დეტალები, რომლებითაც მოწვეულ სტუმრებს და ზოგადად საზოგადოებას, თავს დაამახსოვრებთ. სწორედ დეტალები ქმნიან ერთიანობას.

IMG_2569 Beqush_MSX024 IMG_2584 IMG_2635 IMG_2627 IMG_2596IMG_2572 IMG_2566 Beqush_MSX010 Beqush_MSX029 IMG_2448 IMG_2437

Beqush_MSX149kabaBeqush_MSX181Beqush_MSX189Beqush_MSX191IMG_2450IMG_2576IMG_2578IMG_2577IMG_2581IMG_2582IMG_2579IMG_2589IMG_2595kaba1kaba2makiajidizaini32116437_1812631419046164_4313879428573691904_n32089985_1812631402379499_349034893881114624_n32089424_1812631415712831_1368693093825511424_nStudioMSX-809StudioMSX-942StudioMSX-945viber image