TOP

სრულიად შემთხვევით ნაპოვნი სიყვარული

unnamed (3)

ქორწილამდე 

unnamedმე და გოგლამ ერთმანეთი 2015 წლის 15 ოქტომბერს გავიცანით.  ერთ-ერთ კარაოკე ბარში მეგობრის დაბადების დღეზე. უფრო სწორად ჩემი მეგობარი არც იყო. დაქალს გავყევი, თან ისე, რომ არც ვიცოდი დაბადების დღეზე თუ მივდიოდი. ამიტომ ძალიან შეუფერებლად მეცვა – სპორტულები.  ძალიან უხასიათოდ ვიყავი მთელი საღამო, ესე ცუდად რომ გამოვიყურებოდი და სრულიად შემთხვევით რომ  ავღმოჩნდი იქ. ამ დაბადების დღეზე იყო გოგლაც.  როდესაც სუფრასთან დავსხედით, გვერდით იუბილარის ძმა მომიჯდა, მაგრამ გოგლამ რატომღაც  სხვაგან გადასვა და თავად მომიჯდა გვერდით. ძალიან სასაცილო მომენტი იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე. ცოტახანში ტელეფონი მთხოვა, სადანაც ჩემი Facebook-ი გახსნა და თავისი თავი დაიმატა. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჯერ სოციალურ ქსელში გაგრძელდა, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაში, რომელიც 2 წლის თავზე 25 სექტემბერს ქორწილით დაგვირგვინდა.

ხელის თხოვნა

unnamed (24)ერთ დღეს გოგლას მეჯვარემ დამირეკა და მთხოვა, რომ სიურპრიზის გაკეთებაში დავხმარებოდით მე და გოგლა. მითხრა, რომ ძვირფასი საჩუქარი ჰქონდა ნაყიდი თავისი შეყვარებულისთვის და უნდოდა, რომ საღამოს რომანტიულად და თან საზეიმო ვითარებაში გადაეცა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. საღამოს ოთხივე შევიკრიბეთ ტერასაზე, სადაც ძალიან რომანტიკული გარემო იყო, სანთლები, ყვავილები, ჩემი საყვარელი ღვინო. ველოდებოდი როდის დადგებოდა წუთი და როდის ამოიღებდა  გოგლას მეგობარი იმ ძვირფას საჩუქარს, რომელზეც იყო საუბარი, მაგრამ ამ დროს  გოგლა წამოდგა ფეხზე,  უნდოდა, რომ ფეხზე დამდგარს წარმოეთქვა სადღეგრძელო, უცბად დავინახე, რომ ვიღაცა ვიდეოს გვიღებდა. თურმე ეს ფეხზე ადგომა ნიშანი იყო დამალული მეგობრებისთვის, რომ დარბაზში შემოსულიყვნენ. როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი დავინახე, გოგლას აღარ და ვეღარ ვუსმენდი, ამ დროს დაიჩოქა, ბეჭედი გამომიწოდა და მთხოვა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. თვალები ცრემლებით ისე მქონდა სავსე, რომ ვეღარც ხალხს ვხედავდი, ვეღარც ბეჭედს და ვეღარც გოგლას.  რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი. მეორე დღეს ბათუმში მივდიოდით და ვიცოდი, რომ ამის დრო არ იყო. საბოლოო ჯამში ეს იყო  ქორწილზე არანაკლებ დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

მზადება

ქორწილისთვის მზადება ხელის თხოვნის შემდეგ დავიწყეთ, სადღაც 4 თვით ადრე, მაგრამ მე ვფიქორბ რომ ეს საკმარისი დრო არ არის. ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ მზადების პროცესი ძალიან გადამღლელია, მაგრამ ჩემთვის ეს იყო კატასტროფა! ზოგადად  ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ამდენი ნერვიულობა ხასიათშიც გადამეზარდა. ბოლოს არც გოგლა და არც დედაჩემი აღარ მელაპარაკებოდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად  ყველაფერზე მე ვიზრუნე. მილიონ რაღაცაზე გიწევს ფიქრი. იმაზე, თუ როგორი სუფრა გინდა გგქონდეს, სახლში ვინ გაგიფორმებს და გაგიკეთებს ამას, მეჯვარეების კაბებზე, მაკიაჟზე, თმაზე და ა.შ. ერთადერთი რამ, რაც მე არ მეხებოდა, ეს იყო ღვინო, რაზეც მამებმა იზრუნეს. დახმარებას ბევრი ცდილობდა, მაგრამ ვერავინ ვერ გაგიკეთებს ისე ვერაფერს, როგორც შენ გინდა. ამიტომ ყვლაფერი მიწევდა გამეკეთებინა თავად, რაც ძალიან დიდ მონდომებას, დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. სირბილი, შეხვედრები, რეპეტიციები სადაც 6 მეჯვარის ორგანიზატორი უნდა იყო, ყველა მუშაობს და ისე უნდა დაგეგმო რომ მოვიდნენ რეპეტიციაზე და რაც მთავარია ყველაზე სასიამოვნო პროცესი –  „პრიმერკაზე“ სიარული. მოსაწვევების დაბეჭვდასთან დაკავშირებითაც პრობლემა იყო და საბოლოოდ მეთვითონ შევქმენი.  რთული არაფერია. მთავარია რაიმე არ გამოგრჩეს. თავიდანვე უნდა ჩამოწერო რა გინდა და არავის არ უნდა ანდო არაფერი! ყველაზე რთული ქორწილის წინა დღე იყო ჩემთვის, თითქოს ყველაერი წესრიგშია, სანერვიულო არაფერი აღარ გაქვს და რომც გქონდეს უკვე ვეღარ შეცვლი აზრი არ აქვს.  უბრალოდ ვერ ვჭამდი ვერაფერს და დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ვეღარ ვიძინებდი!

კაბა

კაბა ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმოდგენილი მქონდა და მინდოდა! გრანდიოზული, დიდი ფატით, ულამაზესი ნაჭრით, ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდანიდან სულ თვლებით იყო გაფორმებული. კაბა შეიქმანა DALOOD_ში და მასზე  კაბაზე იზრუნა Naninam.

unnamed (21)

თმა და მაკიაჟი

ჩემს ვარცხნილობაზე იზრუნა Shako Sajaiam, ხოლო მაკიაჟზე Mariam Khutsishvilma, თვალდახუჭული ვენდე ორივეს, ვინაიდან ვიცი მათი შესაძლებლობები, საუკეთესოები არან!

unnamed (15)

ლოკაცია

ჯვრისწერა იყო მეტეხის ეკლესიაში, სადაც ჩვენმა უსაყვარლესმა მამაომ, მამა გიორგიმ დაგვწერა ჯვარი.  ხელის მოწერის ცერემონია იყო  რესტორან “ქართული სახლი”-ს ეზოში და უშუალოდ ქორწილიც ამ რესტორნის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი გვყავდა Makho Kipshidze ხოლო ვიდეოგრაფი Giorgi Chitashvili, რომლებიც სავარაუდოდ ძალიან გავაბრაზე რადგან ვიყავი ძალიან დაძაბული. ლოკაციებზეც მე ვიზრუნე. ძალიან მეშინოდა ამინდის, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ვამჯობინე სასტუმრო The Biltmore_ში ფოტოსესია, სადაც  ძალიან ლამაზი სურათები გამოვიდა.

ქორწილი

სამწუხაროდ ქორწილის დღეს ერთი დიდი უსიამოვნება შემემთხვა და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. დიზაინერად დავიქირავე ედემი გვარმიანი, რომელსაც შევუთანხმდი, რომ უნდა გაეფორმებინა  დარბაზი და ხელის მოწერის ცერემონია. წინასწარ შევათანხმე  რომელი და როგორი ყვავილებით მინდოდა, რომ გაფორმებულიყო დარბაზი და ცერემონია. როგორი სადგამები მინდოდა დეკორაციებისთვის, როგორი უნდა ყოფილიყო თაიგული და ა.შ. ყველაფერი წინასწარ თავად ვუთხარი და შესაბამისად მას ფიქრი აღარ სჭირდებოდა ამ ყველაფერზე. პირველი იმდგაცრუება ის იყო, რომ ქორწილის წინა ღამეს, 3 საათზე მამცნო, რომ ჩემი სასურველი თაიგული ვერ გაკეთდებოდა და მეორე დღეს მივიღე  სულ სხვა თაიგული, რომელიც სამწუხაროდ იშლებოდა. დარბაზში მისულს კი სრულიად სხვა გაფორმება დამხვდა, რომელიც ოდნავადაც არ იყო ისეთი, როგორზეც შეთანხმებულები ვიყავით და როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, რაზეც გული ძალიან დამწყდა.

ქორწილმა კარგად ჩაიარა, შევასრულეთ დადგმული ცეკვა. საღამო არაჩვეულებრივად წაიყვანა ჩვენმა თამადამ, ბატონმა ვახტანგ მაისაიამ. გვყავდა არაჩვეულებრივი მომღერლები და მოცეკვავეები და ასევე მომსახურე პერსონალი, რომლებმაც იდეალურად შეასრულეს თავიანთი საქმე. საღამოს გავჭერით  Gurme_ს უგემრიელესი ტორტი და ვისროლე თაიგული.  საბოლოოდ ძალიან ვისიამოვნეთ ამ დღით ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც. ძალიან დამწყდა გული, რომ ეს არაჩვეულებრივი დღე მალე დასრულდა.

საქორწინო მოგზაურობა

ვინაიდან  მოგზაურობისთვის მხოლოდ  5 დღე გვქონდა, ვამჯობინეთ აქვე ახლოს დაგვესვენა და იმ ღამეს წავედით  თურქეთის არაჩვეულებრივ სასტუმრო Ramada Plaza_ში.  ვინაიდან ორივე რამდენიმეჯერ ნამყოფები ვართ თურქეთში, შესაბამისად დიდად შთაბეჭილებებს ვერ გაგიზიარებთ, უბრალოდ კარგი ამინდები იყო იმ დროისთვის ანტალიაში და ეს ჩვენთვის იყო აუცილებელი. დასვენება გვჭირდებოდა ყველაზე მეტად.

14519690_10210673697937022_155009923523929793_n 14469711_10210673973543912_7731797471267229537_n

რჩევა მომავალ პატარძლებს

რჩევის სახით მინდა გითხრათ რომ საკუთარი ქორწილის ორგანიზატორები იყავით თქვენ თვითონ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან რთულია. არ ენდოთ გაფორმებას, რაც არ უნდა თანხა გადაიხადოთ! ეცადეთ შეამოწმოთ წინა დღეს მაინც, ვინაიდან მე ძალიან გამიცრუა იმედი და ძალიან გამაბრაზა დიზაინერმა. ჩამოყალიბდით რა და როგორი გინდათ.

წარმატებები და ყველას ვუსურვებ ესეთ ლამაზ და დაუვიწყარ დღეს თავის ცხოვრებაში <3

unnamed (8)

unnamed (15) unnamed (13) unnamed (6)15025615_10211151487481462_7040039876250917456_o unnamed (4) unnamed (17) unnamed (11) 15032699_10211151510202030_7296943681069309951_n

16683221_10212059991473494_889830087_n

15039544_10211151533842621_712121580042393993_o

xczvxzv 15078572_10211151524282382_5488238429280412587_n 15056363_10211151519842271_8358987298757595259_n 14991233_10211151522882347_3366129990922500398_o unnamed (3) xvzv unnamed (21)15025604_10211151575443661_5312964505595754665_o15068553_10211151575083652_1820518643189319832_o unnamed (9) unnamed (2) unnamed (19) unnamed (7) unnamed (20) unnamed (14) 15085487_10211151621044801_5352707437895532303_n

კომენტარები