
საქორწილო მოსაწვევები
საქორწილო მოსაწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ამით თითოეულ სტუმარს ოფიციალურად იწვევთ თქვენს ქორწილში და აგრძნობინებთ, რომ ისინი განსაკუთრებულები და მნიშვნელოვნები არიან თქვენთვის. მოსაწვევი პირველია, რასაც სტუმრები თქვენი ქორწილიდან ხედავენ, შესაბამისად შეიძლება ამ დეტალითაც შეაფასონ, დაახლოებით როგორი ქორწილი ელოდებათ მათ, ამიტომ მის დიზანსა და ხასიათზე არანაკლებ უნდა იზრუნოთ. უმჯობესია უბრალო და ბანალურ მოსაწვევებზე უარი თქვათ და უფრო მარტივი და ამავედროს ორიგინალური ვარიანტი შეარჩიოთ. ასევე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ იგი ქორწილის ფერებში იყოს გადაწყვეტილი.
თქვენი მოსაწვევის ერთი დიდი ვარიანტი, ასეთი სახით, შეგიძლიათ უშუალოდ დარბაზშიც დადგათ, სადაც ილუსტრირებულდ იქნება აღნიშნული თქვენი ქორწილის დღის განრიგი
გასული საუკუნის დასაწყისში ასე იწვევდნენ ქორწილში სტუმრებს. მსგავსი ტიპის მოსაწვევები დღესაც საკმაოდ პოპულარულია.
1907 წლის მოსაწვევი